ანდერძი იონა მონოზონ-ხუცესისა

წინასიტყვაობა იონა მონოზონ-ხუცესისა წინასიტყვაობა წიგნისა ამის ესე არს, რომელსა უპყრიეს ანდერძიერი აღსრულება და შევედრება სულისა კაცად-კაცადთაგან იესო მაცხოვარსა, რამეთუ „ყოველი ჴორცი თივა არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა: განჴმა და ყვავილი მისი დაცვივა“[ეს. 40,6-7]; (1 პეტ. 1,24). ეგრეთცა წუთიერი ცხოველობა კაცთა არს დაცვივნებულ მიწისა საფლავებთა შინა. აჰა, თიჴიერისა გვამისა იძვრისობა, ვითარცა აჩრდილნი წარვლენან უჩინოდ შემდგომ უკვდავისა სულისა განსლვისა, და მიიქცევიან გვამნი მუნ, სადაცა დასცემს ზეგარდამო განჩინებული სიკვდილი, ყოვლისა კაცისა შემმსუვრელი, თითოეულთა თჳსსა კიბესა ზედა ასაკისა თჳსისასა, რომელ არნ ჟამი დღე, და ჟამი ღამე, თთუჱ და წელი, და კიბენი ათნი ცხოვრებისანი: პირუჱლი – ჩჩჳლობა, მეორე – უსუვრობა, მესამე – ნინველობა, მეოთხე – ყრმობა, მეხუთე – ჭაბუკობა, მეექვსე – ჯოშობა, მეშვიდე – ჭარმაღობა, მერვე – მჴცოვანება, მეცხრე – მოხუცებულობა, ხოლო მეათე – მიმჴცოვნებულება, რომელ არს ოთხმეოცისა წლისა მოკლებული კბილებთაგან, ხედვათაგან და სმენათაგან, და ენისა და სასისა გემოთაგანცა, და ტომაქისაგან საჭმელთა და სასმელთა უმგბარ და მოუნელებელობა. ზაფხულთა შინა გაუტფობელ გვამითა და ზამთართა შინა გაცივებულ უუმეტეს თავით კერძ და ჴელთა და ფერჴებთა შინა. და ვითარცა ჩჩჳლობასა შინა უუმეტეს ეძინა, ეგრეთუჱ მიხრწნეულებასა შინა იქმნების უმეტეს მძინარე მჯდომარე თვლემითა, და ვითარ უსუვრობისა და ნინველობისა და ყრმობისა და ჭაბუკობისა წელთა შინა მდიდრდების კაცი სწავლითა, ეგრეთუჱ გარემზომ მიმხცოვნებისა წელიწდებთა შინა იწყებს დაგლახაკებასა, ესე იგი დავიწყებათა, ვინათგან დაუძველდების ხუთნივე გრძნობანი, დაბრყვილებითარე დაიწყებს ყოველსა წამთა მოკლებასა ჴორციელისა ძალისასა და განიხრების მშჳლდებრ წელსა შინა, ქედსა და მუჴლებთა შინა და თავდადრეკით ჰყოფს სლვასა და ჭვრეტასა საფლავისა თჳსისასა, რომელ არს მიწა, მიმზიდველი თჳსდამი თჳსგან შობილთა ყოველთა ჴორციელთა, ყოვლისა კაცისა ფერჴთა დამცემელი, რომელ არიან მრონინებელნი გვამისა. ამისთჳს დარღვეულსა თიჴიერსა სახლსა, მსახურსა თჳსსა, დაუტეებს ქალაქსა დაქცეულსა – მეფე სული ცხოველი, რომელი წარიყვანების, ანუ წარიტაცების საქმეთა თჳსთაებრ. ესრეთ ამაო არს ცხოვრება კაცისა, უკეთუ არა განმდიდრდეს დღე და ღამე ჟამიერ შრომითა ცათა შინა. უმჯობეს იყო არა შობილიყო, თავისუფლებისა თჳსისა ნებსით თჳსით დამამონებელი წარმწყმედელთა მტერთა თჳსთა, ურჩებითა წმიდისა სახარებისა და სულიერისა მოძღვრისა. ესერა სული მორჩილი, შიშით და ძრწოლით წმიდისა სახარებისა, დაიმორჩილებს თჳსსა მსახურსა გვამსა და დამამორჩილებელი ჴორცთა თჳსთა ქრისტე უფლისად, არღარა იქმნების თავისა თჳსისათჳს ცხოველ, არამედ მკვდარ თჳსთა ჴორცთათჳს და სოფლისა მიმართ, ხოლო ქრისტეს მიერ განცხოველებულ [გალ. 2,20] და საღთო მჴედარ, და მძლეველ თჳსთა ვნებაებთა და ეშმაკთა ზედა ღმერთ და სოფელსა შინა მთიებ საჩინოდ, წინაშე მეფეთა და მთავართა და გლახაკთა და მდიდართა საესავ სასოებითა წმიდითა. რომლისა მბაძველნი ერნი მიახლოვდებიან ქრისტე უფალსა, განთიადითგან კეთილმსახურებით მოუკლებელად მლოცველნი და მარხულობითა მუშაკნი, პირუჱლად სულიერთა სათნოებათა წინაშე ღმრთისა, საუნჯედ ცათა შინა ზრდიან ქრისტეს ძმათა, ხოლო მწუხრსა მიწევნილნი მომლოდნელნი ყოველსა წამსა ამიერ განსვლისა, აღსვლად ცათა შინა, სწერენ ანდერძთა თჳსთა ოფლებთაგან შეძინებულთა განყოფად, სათნოდ ქრისტე უფლისა, მოყვასთა დატეებად შესაწყალთა. ესევითარნი საღთო სიბრძნის მოყვარენი, რომელ არს წვრთა სიკვდილისა, არა მიექცევიან ცოდვათა, არამედ მომზადებულნი განსვლისათჳს, მომღებნი კურთხევისა ყოველსა დღესა ლოცვითა და წირვითა, მომდრეკნი თავთა თჳსთა სამგზის მწუხრისა ლოცვითა და ცისკრისა და წირვითა და შვიდგზის დღესა შინა თითოეულთა მონებრ აკურთხევენ ღმერთსა პირითა მღვდელთასა და თითოეულნი ფსალმუნებითა და თჳსითაცა პირითა აკურთხებენ მაღალსა. ესე იგი ვაქებთ, ვადიდებთ თაყვანისცემითურთ შეერთებად ზეცისა იერარხთა თანა სასუფეველსა შინა, გალობად მათ თანა განცხრომად ჩუჱნდა ხილვითა ღმრთისათა დაუსრულებელად. აჰა, სულისა თჳსისა იესო მაცხოვრისა შევედრებად მწვრთელი, სიკვდილსა პირუჱლსა იწვრთის, რომელ არს ჴორცთა დაძინება, რათა განეროს სიკვდილსა მეორესა, რომელ არს სულისა და ჴორცთა შთაგდება გეენიასა შინა. ესევითარნი კეთილმსახურნი კაცნი იკურთხევიან არხიერთა და მღვდელთაგან და მშობლებთა ლოცვითა, რომელნი თჳთცა ლოცვითა თჳსითა აკურთხევენ შვილთა თჳსთა და მოყვასთა და მომკითხველ არიან წმიდისა ამბორისყოფითა განთიად, შუადღე, მიმწუხრი და ყოველსა ჟამსა, აზმნობელი: „ვინ უწყის განვიდე ამიერ ცხოვრებისაგან, შემყვარებელსა ღმრთისასა გაცხოვნებს შეყვარება ყოველთა კაცთა და გლახაკთა მეგობრობა, რომელ არს მსახურება ქველისსაქმითა“. ყოველი წიგნი ღმრთივსულიერი და სარგებელი სამოძღვრებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რათა სრულ იყოს ღმრთისა კაცი იგი [2 ტიმ. 3,16-17], ვითარცა გვასწავებენ ოცდაშვიდნი წიგნნი ახლისა აღთქმისა და ოცდახუთნი წიგნნი ძუჱლისა აღთქმისა. აჰა, წიგნიცა ესე დამოკიდული არს ღმრთივსულიერთა წიგნებთა მიმართ, მსახურებად ახლისა აღთქმისა, კაცთა განახლებულთა მკითხუჱელთა განმამზადებელ უკანასკნელისა განსვლისათჳს, შევედრებად სულთა თჳსთა იესო მაცხოვარსა, ზეცისა იეროსალიმსა შინა სუფევად, „რამეთუ მომავალი მოვიდეს და არა ჰყოვნოს და სასყიდელი განმზადებულთა მიიღონ სარწმუნოებითი საქმეთაებრ“[ებრ. 10,37-38]. ესერა წიგნსა ამას შინა აღვირიცხენ წიგნები ოცდაოთხნი, დიდებისათჳს ღმრთისა, დაწერილნი ჴელითა ჩემითა იონასითა, რომელ მკითხველთა თანაწარგხდებისთ ლომნი შთანმთქმელნი ეშმაკნი და განერებით რისხვისაგან ღმრთისა და ცხებულისა მისისა და პყრობილებისაგან საიდუმლო ცოდვათა თჳსთაგან და განცხადებულთა და დილეგისაგან და განმამწარებელთაგან ჟამიერად და საუკუნოდ. ეგრეთუჱ ანდერძისა ამა წიგნსა უპყრიეს ყოველთა წამთა მზადება განსლვად გზასა მას ზედა უცნაურსა ჴორციელთა თვალთაგან. რომელ მკითხველნი წიგნისა ამის აღმოკითხვითა კურთხევისათა იკურთხევით მისგან, რომელმან აკურთხა ადამ და ევა, ნოე, აბრაამ, ისააკ, იაკობ და ათორმეტნი მამადმთავარნი, და მითუჱ რიცხვითა ათორმეტნი წმიდანი მოციქულნი, და მათ მაგიერ შემდგომითნი-შემდგომნი აწინდელნი და ყოფადნი, ვიდრე აღსასრულადმდე შვიდითა საიდუმლოებითა და მოუკლებელისა ლოცვითა, მარხვითა და ქველისსაქმეებითა, დამთრგუნველნი შვიდთა მომაკვდინებლებთა ცოდვათა და ანტექრისტესა შვიდთავიანსა და ათრქებიანსა. შვიდნი თავნი – შვიდნი მომაკვდინებელნი ცოდვანი ანტექრისტესნი და ათნი რქანი – ათთა მცნებათა დარღვევა მჴეცისა მისგან ანტექრისტესა იქმნების. მე, იონა, სიყვარულმან, თქუჱნ საყვარელთათჳს დავწერე წიგნი ესე, რომელი მკითხველთა გვედრი განმზადებასა მას მჰსგავსად წმიდა ღმრთისა კაცთა – წინასწარმეტყუჱლთა, წმიდა მოციქულთა და მართალთა, ვითარცა ბრძანა მაცხოვარმან სასყიდელისა მონიჭება მათთანა ცათა შინა, რამეთუ დღეს ვართ ამა სოფელსა შინა და ხვალე და ზეგ აღვესრულებით, დამტეებელნი ადგილისა შობადთა. (გვ. 329) ანდერძი იონა მონოზონ-ხუცესისა ყოველთა აღსასრული მოახლებულ არს, განწმედა უკუჱ და განფრთხობა ლოცვითა თანაგაძს, თავო ჩემო, ვითარცა გიბრძანებს წმიდა პეტრე, თავი მოციქულთა, სულითა წმიდითა [1 პეტ. 4,7-8], რათამცა დამბადებელსა შევედრო სული შენი კეთილითარე საქმითა. ესერა გესმის, რომელ მართალნიცა ძნიად განერებიან [იგ. 11,31], ცოდვილი სადაღამე გამოჩნდა! „უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“(საქ. 7,59). „აჰა, მე დავბერდი და არა ვუწყი დღე აღსრულებისა ჩემისა“(დაბ. 27,2). „ესერა, ზომით ჰყუჱნ დღენი ჩემნი“(ფს. 38,4), რომელნი „მსგავსად აჩრდილისა წარვიდენ“[ფს. 143,4]. ეგრეთუჱ დანაშთნიცა ჟამნი ჩემნი წარჴდებიან, ვითარცა ნავი ზღვასა ზედა და ჶრინველი აჰერსა შინა, თჳნიერ კვალთა. „განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდა ცეცხლი“(ფს. 38,3), რომელმან გულისხმა-ვყავ თჳთ ჴორცთა ჩემთაგან მტერობა სულისა ჩემისადმი [გალ. 5,17], რომელი სტანჯავს დღითი-დღე [2 პეტ. 2,8], რომლისა სჯული, ესე იგი ვნებანი ასოებისა ბრძვანან შინაგანსა კაცსა, რომელ არს სული, გარეგანნი ასონი გვამითურთ [რომ. 7,22-23], რომლისა მცირე ასოჲთაცა [იაკ. 3,5] განვიკითხენ მრავალნი პირუჱლთაგანნი და საშუალთაგანნი და შემდგომნი. მე, უბადრუკმან ამან, თჳთ საფლავებთა შინა მსხდომარენიცა განვიგულისიტყუჱ, სამგზის ნეტარნი, დაძინებულნი, რომელთა მტერობისაგან ეშმაკნი დაცხრომილ არიან და არცაღა განმკითხველობენ ამიერ სოფლით განსრულთა. ხოლო მე, უბადრუკი, უმეტეს წელთა შინა ჭაბუკობისასა და უმეცრებისასა, კეთილად, სათნოდ ღმრთისა დამაშვრალთა სულიერთა კაცთა, ცათა შინა განსვენებულთა, წიგნებთაცა ზედას-ზედა განვიკითხევდი წინამოსაჯულისა [მთ. 5,25-26], უხილავისა მტერისა ჩემისა მიერ, რომელი კეთილთა მაოცნებდის ცუდად [2 კორ. 11,14-15], განლაღებულსა [1 კორ. 8,1-2] ფილასოფიისა აღმოკითხვითა, რომლითაცა ვგონებდი ყოველთა უხილავთაცა ცნობასა ესრეთ, ვითარცა არიან, ესე იგი ნათელ მეორეთა მათ, წმიდა უხორცოთა ანგელოსთა, და სასუფეველსა შინა წმიდათა კაცთა სულებსა, რომელი ვეძიებდი ფილასოფიითა შემეცნებასა ყოვლადწმიდისა სამებისასა და სათნოებათა აღსრულებათა საუკუნო ცხოვრებად ჩემდა, გარნა ვერ შეუძლო ფილასოფიამან, თჳნიერ ღმრთისმეტყუჱლებისა. აჰა ესერა, კნინღა და ძუჱლნი ფილასოფიანი და ახალ-ახალნიცა, მრავალ პირებთაგან ქმნილნი ჶილასოფიანი მოვისმინე მოძღვართაგან სასწავებელთა, მაღალთა ადგილებთა შინა და ვკითხულობცა ფილასოფიასა, რომელმან არა უწყის ყოვლადწმიდა სამება, დაუსაბამო, პირუჱლი ნათელი; არცაღა სათნოებათა აღსრულება, რომლებითაცა ცხონდების დიდ-მორწმუნე; არცაღა მეორენი ნათელნი და მესამენი ნათელნი უწყის ჶილასოფიამან რათურთით, არათუ უხილავნი არსნი უწყის და ზესთა სასწაულნი და შვიდნი საიდუმლონი, არამედ თჳთ ხილულნიცა ცაჲ და ქუჱყანა ესე და სავსებანი, ცხოველნი და იძვრისნი და ორძილნი, და სხეულნი მთიებთი და კომეტთა გამოჩენა რომელსა ჟამსა იქმნების, არა იცის. არცაღა მიდგომილისა მუცლისა უწყის, შობადი წული იქმნების თუ ქალი. და თჳთ ჶილასოფიითა თჳსითა განლაღებულმან, თჳსისა თავისა თმათა რიცხვნი არა იცის, არცაღა თჳსთა თვალთა ძილი უწყის, თუ რომელსა წამსა დაიძინებს, და განთიად, რომლისა ჟამისა მინუტსა განიღვიძებს. რომელსა არ ძალუძს გონებისა თჳსისა შეპყრობა და გულისა თჳსისა დამჭერა, რომლებითაცა განლაღდების სამგზის საწყალობელი ფილასოფიითა თჳსითა მშვინვიერი და განცოფდებისცა ტჳნსა შინა თჳსსა [1 კორ. 1,20]და იქმნების ბოროტის გამომღებელ გულისაგან თჳსისა [მრკ. 7,21-23], რომლითაცა შეიგინების თჳთ თავით თჳსით, ესე იგი წარწყმდების საუკუნოდ, არ განმკითხველი თავისა თჳსისა [გალ. 6,3], რომელსა გონიეს, იცის რამე, გარნა ვითარ ჯერ არს, არა უწყის [1 კორ. 8,2]. რომელიცა განიკითხვიდეს ცხოველთა და მკვდართა და კეთილმშრომელთა წიგნებთა დიდებისათჳს ღმრთისა და წერილთა განიკითხვიდეს და აცუდებდეს ნამდვილ განიკითხვის [მთ. 7,1-2], თჳთ განსაკითხავი წმიდათაგან [1 კორ. 6,2-3] წარწყმდების საუკუნოდ. აჰა, ჶილასოფიითა განლაღებულმან, უკეთუ არა მიმართოს ღმრთისმეტყუჱლებასა ახლისა აღთქმისა, აღძრცვილსა განკითხვითი ყეფათა შინა, ადრე დაემჴობის ზეგარდამო, რომლისა ენა დაიხშვის მიწით და წარწყმდების უგუნურებით უცნობი [ფს. 48,10-12], რომლისა სახლ სამარე არს, შურიანისა დემონისაგან განგოზილისა ვერაგობითა, მტერობითა, ხენეშობითა, გვრიობითა და სასტიკ-მძაფრიად განფიცხებითა გულსა შინა თჳსსა და გაანპარტავნებითა სულსა შინა თჳსსა, გონებისა ქართა მოძღვრებითა და ვერაგთა კაცთაგან ქებითა [ეფ. 4,14-15] და ეშმაკისა მოძღვრებითა [1 ტიმ. 4,1-2]. ესე სამნი განასულელებ[ენ] (გვ. 330) ფილასოფიისა გარემოქცევით მბერავსა, რომელი ვერ შეუძლებს ახლისა აღთქმისა და ძუჱლისა აღთქმისა სასწაულებთა ზესთასა ცნობასა და წმიდათა მამათასა, და იწყებს უგუნურებით ბრძოლათა და დაწუნებათა. რომელსა მამა თჳსი ეშმაკი [იო. 8,44] ასწავებს განლაღებასა, ამპარტავანებასა და დაწუნებათა სხვათა წერილთა და სიტყვათა და საქმეთა, რათამცა თჳთ მხოლოდ იდიდებოდეს მდიდართა კაცთაგან აღვსებად მუცლისა, რათა განიძღოს მშიერი სული სახლითი სახლად მიმოსვლითა და მიმოწვლილვითა. რომელი შემდგომად სადილისა სახლებთა უფალთა, განმაძღობელთა თჳსთა, განიკითხავს მრავლისა გინებითა, უმადლო განჴვრეტილი ჭური, უმადლო, სატუხელი, დაუმადლებელი გამომზრდელებთა თჳსთა საუზმებითა, სადილებითა, სამხრებითა, ზარმელებითა, ვახშმებითა და სერისკუდებითა და თერმონიებითა და შესახვრეტელებითა და შესაჭმელებითა და შესასმელებითა, რომელი მუცლითა თჳსითა მსგავსებს ჯოჯოხეთსა წარმწყმედელსა, რომელიცა პურისა უფალთა არათუ საუკუნოდ მადლობელ ექმნების, არამედ შემდგომ განძღომისა განაქიქებსცა სხვათა პურისა უფლებთა სახლებთა შინა. რომელნიცა არა ივლტიან განმკითხველთაგან, იგინიცა განიკითხვიან საუკუნოდ წარწყმედად. აჰა, ვნებულნი წარსაწყმედელნი ნიშანნი ესენი არიან უმთავრესნი, რიცხვით ათნი, განლაღებულისა, ფილასოფოსად მწოდებელისა თავისა თჳსისა, რომელსა არა ექმნების ტალანტები ხუთნი და არცაღა ორნი, არამედ ექმნების ერთი ოდენ ტალანტი, რომელი მასცა წარწყმედს და წარწყმდების საუკუნოდ, ზემოპირ მსჯელი არა ფილასოფიისა ჩუჱნ მართლმადიდებელთი, არამედ თჳსისა ცოფიერისა ბრძენაკობისა. რომელი უკეთუ მოუკლებელისა ლოცვითა და მარხვითა და გლახაკთ მოწყალებითა არა მიეახლოს უფალსა ცისა და ქუჱყანისასა, იქმნების განმკითხველ და განმაქიქებელ ცხოველთა და მკვდართა, წიგნებთა მკაწვრელი სამგზის უბადრუკი. 1. არა ექმნების დასაბამი სიბრძნისა, რომელ არს შიში უფლისა [ფს. 110,10; იგ. 1,7]; 2. ზედას-ზედა ამაოთა ზედაცა მოიღებს დიდად შუჱნიერსა სახელსა ღმრთისასა, უფლისა იესოსა ქრისტესსა; 3. ეგრეთუჱ არა იტყვის წმიდა მოციქულნი, წმიდა სახარება, წმიდანი წინასწარმეტყუჱლნი, წმიდა ახალი აღთქმა, წმიდა ძუჱლი აღთქმა, არამედ თჳნიერ წმიდა თქმა ლექსისა, ბგერს ლიტონ, უმეცარ მეკოლტისა მჰსგავსად: სამება, სახარება, მატთე, მარკოზ, ლუკა, იოანე, პეტრე და პავლე, მოციქულნი, წინასწარმეტყუჱლნი; 4. არცაღა ახლისა აღთქმისა ოცდაშვიდნი წმიდანი წიგნი უწყის, თუ პირველისა წმიდა წიგნისა-თანა, რომელი წმიდა წიგნი სძეს და შემდგომნი, ვიდრე წმიდა გამოცხადებადმდე; 5. ეგსახედვე არცაღა ძუჱლისა აღთქმისა წმიდა წიგნები იცის ოცდახუთნი, თუ რომელი სადა არს; 6. ამად ზესთა სასწაულებთა, რომლითაცა ვცნობთ ყოვლადწმიდასა სამებასა, კაწვრად ჴელყოფს თჳსისა შეგინებულისა მამისა მიერ; 7. წმიდა მსოფლიო მამათა შვიდთა კრებათა და კერძოობითი კრებათა და წმიდათა მეუდაბნოეთა მამათა წიგნებთა და სასწაულებთაცა ჴელყოფს განკითხვად ჭური ეშმაკისა; 8. ეგსახედვე წმიდისა ჩუჱნისა ეკკლესიისა სალოცავთა წიგნებთა და წესთა წმიდათა განიკითხავს, სამგზის უუბადრუკესი; 9. წმიდათა არხიერთა და პრესვიტერთა და მემხოლოეთა და დიაკვანთა, რომელთამე განიკითხავს, წინააღმდგომ წმიდისა სახარებისა, განრისხებად ღმრთისა და რომელთამე განკიცხავს და რომელთამე ზედა იწყებს ცილისწამებათა მართალთა ზე, დიდ-ფრიად ცოდვილი თჳსისა ბოროტებითა ღამისათა და დღისათა, საიდუმლოდ და განცხადებულად; ხოლო მეათედ, ოდესცა ცოდვათა თჳსთა საწყაულებითა აღივსების შეუნანებელი, უცნობი თავისა თჳსისა და ღმრთისა სიტკბოებისა [რომ. 2,1-8], მაშინ ჴელყოფს დაწერათა ბოროტთა. და უკეთუ ადრე მოსასპობელად თავისა თჳსისა და უადრეს სიბერისა წარწყმედად თჳსსა მიემთხვიოს ხარისხსა საყვარელისა მამულისა წიგნებთა განხილვათა, არათუ ღვარძლთა უნებლიეთ და წერილთა განარჩევს დაცვად იფქვლთა, არამედ იფქვლთაცა წარწყმედს თჳსისა მამისა ეშმაკითა, არამბაძუჱლი კეთილმსახურთა. როსიელთა ქონანთ წიგნნი პირუჱელნი და საშუალნი და შემდგომნი, უმეტეს სამეოცდაათი ათასნი, ეგრეთუჱ ბერძენთა და თითოეულთა ენებთა და თესლებთა ქრისტიანეთა, და თჳთ განბნეულთა სომეხთაცა ვგონებ უუმეტეს ათასთა რიცხვთა აქვნდესთ, ხოლო ჩუჱნ ქართუჱლთა კნინღა და ხუთასისა რიცხვისა ძნიად იპოებოდეს, დაფარულნი აქა და იქი სახლებთა შინა, მღვდელთა და აზნაურთასა და ვაჭართასა, რომელნი შიშნეულებენ ყდიდამ ყდამდისი აღმოკითხვასა, რათა არა დაუძუჱლდეთ კალმით დაწერილნი. ამად სიბრძნენიცა იყვნენ დაფარულ, და ბრძენნი კაცნი – მშიერ, ვიდრე შეერთებადმდე გიორგიისა დიდისა ამის იმპერიისა-თანა, ჴელითა მეათსსამეტე გიორგი მეფისათა, მეორე ირაკლის ძისათა პირუჱლისა პავლე იმპერატორისადმი. აჰა, უკეთუ მოესმინოს ფილასოფია და აქვნდესცა ენდალმა, წიგნი განსწავლისა და ნიშანიცა გარეგან ეტვირთოს სიბრძნისა, გარნა აღმღვრევდეს უძლურთა და უსუსურთა და უსწავლელთა კაცთა გონებათა და გულთა არყევდეს, განჴმელი, გრილ-უყვარული კაცთა და თჳთ მტერთაცა განლაღებული, არათუ ფილასოფიითა მსახურ კეთილმსახურთა ერისკაცთა არს და მოწაფე სულიერისა თჳსისა მოძღვრისა მორჩილებისა საქმეებითა, არამედ უნებლიეთ და ნებსითცა შემარცხვენელ ფილასოფიისა არს და უცნობელ სამთა მათ ჭეშმარიტებათა: 1. ლოღიკისა, 2. მეტაფიზიკისა, 3. ითიკისა, რომელნი მსახურ და მორჩილ და მჴევალ ღმრთისმეტყუჱლებისა არიან, ვითარცა ფიზიკა და მათემატიკა და რიტორება და ისტორია და ღეოღრაფია, ასტრონომია, ვარსკვლავთმეტყუჱლებანი და კნინღა და ძუჱლნიცა ზღაპარნი ბნელნი მსახურებენ ღმრთისმეტყუჱლებასა, ესე იგი უუჭეშმარიტესსა წმიდასა სახარებასა, რომლითაცა ვიცნობთ ყოვლადწმიდასა სამებასა და სათნოებათა მხოლოსა ღმრთისასა, საუკუნო ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა და აღდგომასა გვამებთა ჩუჱნთასა და წარწყმედასა ეშმაკთასა და მათგან შემცთართა ბოროტებით განმკითხველთა გუამებთა და სულებთა და წიგნებთასა. გრცხვენოდესთ განმკითხუჱლნო, საშინელსა სამჯავროსა შინა განსაკითხველნო. აჰა ესერა, თქუჱნგან განკითხულნი სულები და გვამები წინაშე ღმრთისა მხიარულებენ, რომელთა წიგნები მარადის ცხოველად მსახურ მღვდელთა და ერისა იქმნების, ვიდრემდის მაცხოვრისა წმიდა ეკ­კლესიისა მადლითა ეგოს სოფელი წმიდამყოფელისა სარწმუნოებითა, წიგნებიცა ეგებიან ჴელებთა შინა კეთილმსახურთასა. გარნა შენ, განმკითხველი და დამწუნებელი, უადრეს დამიწდები უყეთა შინა და წიგნები შენგან დაწუნებულნი მქადაგებელად სოფლისა ეგებიან, ვითარცა პირუჱლისა უფლისა ანტონი სამგზის ნეტარისა და (გვ. 331) არხიერთი ვარლაამისა და გაიოსისა, დავით რეკტორისა და მღვდელ-მონოზონ იოსტოსისა და მრავალთა მათ მწიგნობარ-მწერალთა ჩუჱნთი, და წმიდა ბიბლიატიკა, რომელნი დაუნჯებულ არიან მთაწმიდისა ივერიის მონასტერსა შინა და იეროსალიმსა და გელათს, დავით გარეჯის მონასტერს შინა და წმიდა წინამორბედის მონასტერსა შინა, და მღვდელთა და აზნაურთა სახლებთა შინაცა, და თჳთ როსეთისა ბიბლიატიკოთა არხივებთა შინა არიან დადებულ ქართულნი წიგნები, ეგრეთუჱ ევროპიისა ბიბლიატიკოებთა არხივებთა შინა თითოეულთა ქონანთ დადებულ და უფროსღა ანგლიასა და სულებთა მპარავთა ლათინთაცა ქონანთ წიგნები ჩუჱნნი თჳსსა ბიბლიატიკოთა შორის დადებულ. აჰა, მე, უკანასკნელმან ნარჩევმან, უუმრწემეს ყოველთა სულიერთა ძმათამან, საღთო კეთილ-მობაძაობისა შურითა აღტყინებულმან, ვიხილე გულისხმისყოფისა თვალითა სულიერნი არხივანი რუსეთისა ეკკლესიაებისა და მონასტრებისა და არხიერთა, პრესვიტერთა, დიაკონთა, აზნაურთა, ვაჭართა სახლნი აღვსილნი საღთო ქადაგებითა და თარგმანებითა წმიდა აღთქმისა ახლისა და ძუჱლისა სულისა წმიდისა წიგნებთა ძალთა ცნობად, რომელთაცა დღე და ღამე აღმომკითხველობენ მსახურებად ღმრთისა და ცხებულისა მისისად, მოუკლებელისა ლოცვითა, თჳთ დაბებისა, სოფლებისა და სანაჴებისა ერნი, შეყვარებად ღმრთისა და ურთიერთისა და მტერთაცა დღე და ღამე აღმომკითხუჱლობენ და ესვენ ეკკლესიათა და მონასტრებთა განმდიდრებითა და სულიერთა მემსხუჱრპლეთა დიდ-ფრიადისა მორჩილებითა სულიერად განძლიერებულნი ლოცვითა და მარხვითა და ლიტურღიისა სმენითა და ჴორციელისა მჴნე მუშაკობითა დღე და ღამე, ცხრა თთუჱ ზამთარსა შინა და სამ თთუჱ ზაფხულსა შინა, უმეტეს მდიდარ არიან პირისპირ ევროპიისა, რომელთაცა ცხრანი თთუჱნი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა აქვსთ მოსასთვლებელად ქუჱყანისა ნაყოფთა, გარნა მკდოვან არიან პირისპირ როსიელთა. ესერა მსახურმან თქუჱნ მღვდელთა და მოწაფეთა თქუჱნთა ერისამან, 1. დავწერე ღმრთისმეტყუჱლება სამნაწილედი; 2. ქადაგება წმიდა დღეებისა, რომელ არიან კვირიაკენი და დღესასწაულთა დღეები; 3. კატეხიზისი ვრცელი; 4. მცირე კატეხიზისი; 5. ასორმეოცდაათისა ფსალმუნთა გასაღები, მჰსგავსი განმარტებისა; 6. წმიდა მოსეს ხუთისა წიგნებისა გასაღები; 7. ისო ნავეს წიგნის გასაღები; 8. იობის წიგნის გასაღები; 9. იგავისა წიგნი ეკლესიასტე და ქება ქებათა გასაღები; 10. ისო ზირაქის წიგნისა გასაღები; 11. ისაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა, დანიელისა და ათორმეტთა წინასწარმეტყუჱლთა წიგნებისა გასაღები; 12. ასოთა და გვამისა განმარტების წიგნი; 13. ალფავიტა ანბანთა ჩუჱნთა ზედა განმარტება ღმრთისა ცნობისა და მეორე არსთი; 14. ათისა მცნებისა და ცხრა ნეტარებისა განმარტება; 15. მეფის ძის იოანეს ოცდაათოთხმეტნი შეკითხვის წიგნი; 16. ღმრთის სიყვარულის წიგნი; 17. ქართუჱლთა ქართულსა ენასა ზედა წირვა-ლოცვის მოსმენის წიგნი; 18. ორენა კაცისა აკრძალვის წიგნი; 19. იონა მოხუცებულის წიგნი; 20. წყლულების წიგნი ხოლერისა და სხვადასხვა ვნებაებისა; 21. წიგნი ამაოებისა; 22. წიგნი ქორწინებისა; 23. წიგნი ნაშთთა გასაღები; 24. უხრწნელისა საზრდელის წიგნი; 25. იფქვლისა და ღვარძლისა წიგნი, იფქვლი, რომელ არიან ცხონებულნი კაცნი და ღვარძლნი – წარწყმედილნი; 26. კაცთა ცნობის წიგნი, თუ რაჲ არიან კაცნი; 27. არავინ წინასწარმეტყუჱლნი შეწყნარებულ არიან მამულსა თჳსსა, ესეცა დიდი ყოვლადი წიგნი არს; 28. მესამე კატეხიზისი; 29. მელქისედეკის მღვდელობის ცნობის წიგნი; 30. ლექსიკონი ვრცელი დავწერე უფალმან განაგოს წარმართება; 31. ქრისტეს მოყვარის განსამჴნობელი წიგნი; 32. ლოცვათა ძლიერებისა ცნობისა წიგნი, ესერა რიცხვით ოცდაათორნი, და წიგნი ესე, და სამნი წიგნნი მაკაბელთი, გამოვკრიბენ რჩეულნი სასოებანი და მჴნეობანი ძუჱლისა აღთქმისა სჯულისა დამცველნი წმიდა მოწამეთი. აჰა, ზემომოხსენებულნი წიგნნი ყოველნივე ერთბამად არიან რიცხვით ოცდაათოთხნი, რომელნიცა დავწერე სადიდებელად ღმრთისა, რომელი ვსასოებ დიდ-ფრიად წარმკითხუჱლებთა ღმრთისმოყვარეთაგან ლოცვისა ჰყოფად, რათამცა განვერო ურჩთა კაცთა განმკითხუჱლთა ჩემთაგან, რომელნიცა არათუ მტერთა თჳსთა უხილავთა დემონ-ეშმაკთა ებრძვიან, და თჳსთა ასოებთა ვნებაებთა და ენასა ასხმენ აღვირსა და თვალთა და ჴელთა და ფერჴთა, არამედ თჳთ უხილავთა მტერთა [იო. 8,44], დემონთაცა ასაბიად გულსა შინა თჳსსა, უნებლიეთ და ნებსითცა შეიწევენ განკიცხვად კეთილ მშრომელთა. ამისთჳს ბრძანებს წმიდა მოციქული: „არა არს ბრძოლა ჩუჱნი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთოჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუჱშე“(ეფ. 6,12-13); [იო. 8,41; 14,30]. ესერა ეშმაკნი უმრავლეს აჰერისა ბუზთა და ზღვათა ქვიშათა რიცხვთასა არიან გარდამოთხეულ ზეცისა ნათლისაგან და მჰსგავსად მუგზურთა, ცეცხლისაგან გამოტაცებულისა, დაშრეტილისა კვამლიერისა, დაშავებულისა დაბნელებულ არიან ამპარტავანებითა, რომელ არს უგუნურება, რომელნი აკვამლებენ უგუნურებათა და ამპარტავანებათა და ყოველთა ბოროტთა, რომლისაცა გულსა შინა შევალს ერთი მათგანი და უფროსღა [იო. 13,2] სულნი იგი უდაბნოსანი, ესე იგი ურწყულისა, უშენისა [მთ. 12,43-45] მოცალებულნი. უკეთუ შევიდნენ გულსა შინა ჭაბუკისასა, უძღებ ყოფს ცოდვათაგან; ეგრეთუჱ ჯოშსა განალაღებს ამპარტავანებითა და ჭარმაღსა ასწავებს ამაო დიდებისმოყვარებასა; მჴცესა მიუთხრობს სულისა გონებათა შინა ნაყროვანებათა და მთვრალობათა; მოხუცებულსა შემჭვალავს ვეცხლის სიყვარულსა; ხოლო მიხრწნეულსა დაავიწყებს სინანულსა და ანდერძის წერასა იანვრის პირუჱლსა და შემდგომითი-შემდგომებთა ჯგუფებთა შინა, რომლისა პირსა აღაღებს ცრუვ მახსოვრობისა მეტყუჱლებად და ამაო ქადილად. შეთუმცა ჩჩჳლობაში, უსუვრობაში, ნინველობაში და ყრმობაში, ჭაბუკობაში, ჯოშობაში, ჭარმაღობაში, მჴცობაში და მოხუცებულობაში და მიმჴცოვნებაშიცა ათნივე კიბენი ცხოვრებისანი განევლოს სიმშვიდითა და გულოვნებითა და მდიდართა ხადილობითა, რომელი საიდუმლოდ გონებასა შინა მითხრობასა უხილავისა მტერისა თჳსისაგან თჳთუჱ ითნებს ბოროტთა მიმართ მიდრეკილი კაცი [დაბ. 8,21], რომელი გონებითა თჳსითა გულსა თჳსსა შეაერთებს მოგონებულებთა და განბოროტდების გამოღებად (გვ. 332) გულისაგან თჳსისა ბოროტთა გარეგან [მრკ. 7,21-23], რომელიცა მიმჴცოვნებისა წელიწადებშიაც ძგერდეს: „აჰა, უკეთუმცა ესრეთ არ დამჭნარ ვიყო სიბერითა, მრავალთა იავარებთა კვალადცა შევიძინებდი, და ღამეთა შინა ებგურობითა, დარილითა და მსტოვარობითა, ეგრეთუჱ დღისი უღლითა სასწორისათა და ახალითა საზომისათა და საწყველებითა ჴერჴიან ღონისძიებითარე გადმოცემად ჩემდა სხვათა სიმდიდრე, გავასხებად ვეცხლთა ჩემთა აღნადგინებით ვასხის ვასხებითურთ, შემოვაჭრებად ჩემდა მდიდართა დაგლახაკებულთა მოძრავთა და უძრავთა. ამად ვმსახურებ უუმეტესისა სიყვარულითა და წარსაგებლებითა ჴორცთა ჩემთა მკურნალთა, რათამცა მრავალთა წელთა მაცოცხლონ აღვსებად საუნჯეთა ჩემთა, რომელმან შემოსავლებისა გზანი განვავრცელე და გასავალისა მცირე კნინი გზა დიდ-ფრიად იწრო ვყავ, რათამცა განვიძღო გლახაკი სული ჩემი მას ჟამსა ოდენ, ოდესცა ქალაქებთა, სოფლებთა, დაბებთა და სანაჴებთა შინა ყოველნი საიშვიეთონი უუძვირფასესნი დაუნჯებულნი ერთბამად მოვიყიდო იაფად, ოდესცა დაგლახაკდენ ანუ დამშეულ იქმნენ და შეიწრებულ“[ლკ. 12,19-20]. აჰა, თუმცა ბრძენნი და მამული მისცემენ ქებასა და ნეტარებასა, რომელმანცა ყოველნი წიგნები შეკრიბოს და ყოს სახლი თჳსი არხივად ბიბლიატიკისად და აქვნდეს საუნჯედ ცათა შინა და ქუჱყანასა ზედა საყვარელისა მამულისად, რომელმანცა მშვა ორგზის, ესე იგი ჴორციელად – მშობელთაგან და სულიერად – ემბაზითა, და ვიკითხო დღე და ღამე ყოველნი წიგნნი, რომელნიცა სიყვარულსა ღმრთისასა ასწავებენ და ყოველთა სათნოებათა მისთა აღსრულებათა, და არცაღა რქისა და იოტისა დატეებასა ახლისა და ძუჱლისა წმიდა წიგნებთაგან ბრძანებულთა, ეგრეთუჱ მოყვასთა შეყვარებათა, რომელ არიან ყოველნივე მეორედ შობილნი. გარნა არა დრკების გული ჩემი წიგნთა აღმოკითხვად, და უკეთუ ვიწყო ღამეთა განდიდებითგან დღისა განდიდებადმდე, ესე იგი სეკდემბრითგან ვიდრე მარტამდე, თავითგან დამწყები ყოვლადისა კეთილისა წიგნისა მეორე ყდამდისი, კვალადცა დამიშთების მესამედი აღმოსაკითხველად მარტისა თჳსა შემდგომცა, რომელსა წარკითხულნიცა არა მახსოვან, რომელსაცა ღამე ყოველ მძინავს და დღისი ვმსახურებ ტომაქსა და მკურნალთა და მდიდართა ვეალერსები სანუკართათჳს და მდაბალთა ვაზღაპრებ გამასპინძლებად ჩემდა, თჳნიერ საქმისა სიტყვით შეწევნის აღმთქმელი, გარეგან მაჩუჱნებელი თავისა ჩემისა დიდ რაჲმედ, რომელი ეგრეთ ვბერდები ბრუჟისაებრ ჩემისა მლიქვნელი გარემოთა მიმართ, ვიეთთაცა ვიცნობ რაულად, ეგრეთცა ვლიქნავ ჟამსა სადილობისასა ტომაქისა ჩემისათჳს წადილთაებრ ჴორცთა ჩემთა. ესერა არათუ ბიბლიატიკა ქონიესთ წინაპართა ჩემთა, არამედ არცაღათუ ღრამმატიკა უსწავლიათ, გარნა უცხოვრიათ უმდიდრეს სწავლულთასა. აჰა, ვიეთნიმე სწავლისა მოწაფენი საწუნელ ჰყოფენ რომელთამე კეთილთა გვამებთა დაწერილებთა წიგნებთა მამულისა შვილთასა. უკეთუ მათნი წიგნნი ცუდ არიან, რათღა ჯერ არს მიღებად ჴელად და აღმოკითხვად? ესერა უმჯობეს არს ფებერვალს ყვავილთა გამოცემითგან ჭვრიტა მდელოთა და ნერგთა, ვიდრე ფურცელთა დაცვივნადმდე. რომელმან ვინძი მაჩუქოსცა წიგნები მოწონებულნი, არ ძალმიძს დღისი აღმოკითხვა სახლსა შინა უსარკმელოსა და უჭიქო-უბროლოსა, რომელ ჟინიანი უსუვარნი და ნინველნი და ყრმანი წიგნებთა ფურცლებთა დახევენ, უკეთუ იხილონ თვალითა, და უკეთუ დერეფანსა ქუჱშე ვიწყო კითხვა, გალობა ფრინველთი და ბგერა პირუტყვთი და ყეფა ძაღლთი სოფელსა შინა არ ყურად მაღებინებენ წიგნებთა ცნობისა ძალთა. აჰა, მესმა ტფილისსა შინა გავაჭრება ენციკლოპედიისა წიგნებისა ფრიად იაფად და ფირალოვისა ორენასა ზედა ღრამმატიკა და მიწერ-მოწერა და ყვავილისა აჭრისა წიგნი და უფლისა გაიოზის ღრამმატიკა დაბეჭდილი. ესერა კნინღა და რომელნიმე თჳნიერ წარკითხვისა სწუნობენ, ვინათგან ისმის დაწუნება მათგან, რომელთაცა ჯერეთ არარაჲ დაუწერიესთ და დაუბეჭდავსთ სიგლახაკისა გამო, და უკეთუმცა დაბეჭდონ მდიდართა ზაოდი ერთი, რიცხვით ათას ორასნი წიგნნი, ძნიად მოისყიდვენ აზნაურნი მცირე რიცხვთა, ვინათგან ერთკერძო მკდოვან არიან, და მეორეთ კერძ – არა უწყიან აღმოკითხვა აწინდელთა მოდღევნებულთა და უღრამმატიკოთა და უკატეხიზოთა და უწიგნოთა და უშკოლომან. მოიხსენეთ წიგნისა ამის აღმომკითხუჱლნო ბრძენნო, უხილავნი მტერნი ეშმაკნი ძეთა ამის სოფლისათა უგონიერეს ჰყოფენ უფროს ძეთა ნათლისათა [ლკ. 16,8], ესე იგი სიცრუეთა შინა განმართლებად თავთა თჳსთა უბადრუკებისა მიზეზებითა წარწყმედად. ამისთჳს მიზეზებით განმამართლებელნი თავთა თჳსთა ამაო მიზეზებითა, ამაოდცა წარწყმდებიან [მთ. 25,41; 44-46], თჳსისა მტერისა ეშმაკისა თანა [იო. 8,44]. ლოცვა პირუჱლი კურთხევითი კურთხევისა წყება ამიერითგან და მიუკუნისამდე, თჳნიერ ოხჭანისა 1. ღმერთო აბრაამისო, ისააკისო და იაკობისაო, აკურთხე ცხებული შენი ნიკოლოს პირუჱლი, მონარხი რუსეთისა და გიორგიისა და მეუღლე მისი, ცხებული შენი ალექსანდრა, და მემკვიდრე მათი ალექსანდრე ნიკოლოოსის ძე, და ყოველნი ძენი და ასულნი ცხებულთა ჩუჱნთი და განადიდე მისი მეფობა მემკვიდრეობითი თესლითი-თესლადმდე რუსეთსა ზედა, ვიდრემდის ეგოს ქრისტე ღმრთისა ეკკლესიასა შინა შენსა ერნი მართლმადიდებლობით და მზე და მთოვარე თჳსთა წესთა ზედა. 2. უფალო, აკურთხე ნიკოლოს ცხებული მონარხი ჩუჱნი, რომლისა სუფევასა ქუჱშე დავწერე ესე წიგნი და აღვრიცხენ წიგნებიცა დაწერილნი შინაგან ოცდასამთა წელთა ოცდაათოთხნი. 3. უფალო, აკურთხე მეფე ცხებული ჩუჱნი ნიკოლოს, რომლისა მშვიდობითა ვგიე მშვიდობასა შინა შეწირვად ლოცვათა და უსისხლო მსხუჱერპლებთა, შენ, საშინელისა ღმრთისა წინაშე, ცოდვათა ჩემთა მოსასპობელად და ამაღლებად მართლმადიდებელთა რქისა და განსაძლიერებელად ცხებულისა ჩუჱნისა მჴედრობითურთ და ქუჱშემრდომებისა განმდიდრებად საუკუნოდ და ჟამიერად ზეგარდამო მშვიდობათა, მყუდროებათა და დაწყნარებულთა ცხოვრებათა შინა [1 ტიმ. 2,1-6; რომ, თ. 13]. 4. უფალო, მაკურთხებელი ჩემი უწმიდესი სინოდი და ყოველნი მართლმადიდებელნი არხიერნი აცხონე შემდგომითი-შემდგომებითურთ, ვიდრე კვალად მოსვლადმდე ძისა შენისა. 5. უფალო, აცხონე პრესვიტერნი და მონოზონ-ხუცესნი და დიაკონნი და ყოველნი სამღვდელონი წესნი, და შემოწირულნი სიტყვიერნი მსხვერპლნი, ცხოველთა და მკვდართა მომტევებელ-ჰყავ ცოდვათა და უსჯულოებათა [1 იო. 3,4], განსუჱნებად ცათა შინა და ქუჱყანასა ზედა მშვიდობად და კაცთა შორის სათნოებად [ლკ. 2, 14]. (გვ. 333) 6. უფალო, აცხოვნე ყოველნი სულიერნი ძმანი ჩემნი, მღვდელნი და მღვდელ-მონოზონნი და დიაკონნი, მომხსენებელნი ყოველთა მართლმადიდებელთა სულიერთა და ჴორციელთა. 7. უფალო, აცხონე არხიერნი, თანაგანსწავლულნი მღვდელნი და მონოზონ-მღვდელნი და დიაკონნი და თანამწირველნი ჩემთანა და ყოველნი მსახურნი ლიტურღიისა დასნი: მწიგნობარნი და მგალობელნი და მაკმეველებელნი, მელანპრენი და ყოველნივე თანაშემწენი და მსახიობელნი, მძნობელნი და სრულიად მსმენელნი. 8. უფალო, აცხონე ერი შენი სამკვიდრებელი, მეუღლითურთ და ძეთა და ასულებითა თესლითი-თესლადმდე. დასწერე სახელები მამათი და დედათი წიგნსა შინა ცხოველთასა, ზეცისა სასუფეველსა შინა შეკრებად ყოველთა მეორედ შობილთა, ეკკლესიათა და მონასტერთა შემწირველნი საჭიროთა და საჴმართა და სარგებელობათა. 9. უფალო, აცხონე ერი ესე მოგებული მხოლოდშობილისა ძისა შენისა განჴორციელებითა, განმაცხოველებელისა ჯვარსა ზედა სიკვდილითა აღმადგინებელითა საფლავებთაგან უსასყიდლოჲსა მადლითა თჳსითა. 10. უფალო, აცხონე ერი შენი, რომელთა ზედა წოდებულ არს ახლისა აღთქმითა სახელი ძისა შენისა ქრისტესითა ქრისტიანედ, მადლით ცხებულნი სულითა შენითა ყოვლადწმიდისათა აღბეჭდილნი მეორე შობითა. 11. უფალო, აცხონე ერი შენი, შემყვარებელნი შენ ღმრთისა ჩუჱნისა და მოყვასთი და მტერთი, მსახურნი გლახაკთი, ქვრივთი, ობოლთი და სტუმართი, მსხემთი, მწირთი და უცხოთი, სათნოებათა შენთა აღმასრულებელნი სიმოვლო მრწამსითა, ცხრა ნეტარებითა, ათთა მცნებაებითა, ათთა სულისა ნაყოფებითა, გამომზრდელნი მშიერთი, მწყურვალთი, უჴანოთი, შიშველთი, სნეულთი და პყრობილთი და მტერთი. 12. უფალო, აკურთხე ჴორციელნი უფალნი და უფალანი, რომელნი მონათა და მჴევალთა თჳსთა ხადიან ძმად და დად, და ამდიდრებენ სულიერად ცათა შინა ცხონებად და ქუჱყანასა ზედა ჴორციელად, და ალოცებენ თავთა თჳსთათჳს, შემყვარებელნი შეყვარებულთა მონათა და მჴევალთა, ქვრივთა და ობოლთა. 13. უფალო, აკურთხე მონანი და მჴევალნი, მსახურნი თჳსთა უფალთა, ესრეთ ვითარცა ღმრთისა საუკუნო ცხოვრებისათჳს, ნუ თვალთა წინაშე, არამედ წინაშე ღმრთისა ერთსულობითა ერთგულად, აღსვლად ცათა შინა. 14. უფალო, აცხონე კაცად-კაცადნი, შენ, მხოლო ღმრთისა მიერ შიშით და ძრწოლით მცხოვრებნი სიმართლითა, სიწმიდითა და ჭეშმარიტებითა, საკუთარისა თჳსისა პირისა ოფლებითა მცხოვრებნი, გამომზრდელნი გლახაკთა და მტერთი. 15. უფალო, აცხონე, შენ, მხოლოსა ღმრთისათჳს ურთიერთ ბრალთა მიმტეებელნი ვიდრე მზისა დასვლადმდე და განსაცდელებთა დიდ სულგრძელებით მოთმინენი, სათნოდ შენდა, ვიდრე სიკვდილადმდე. 16. უფალო, აცხონე დამტეებელნი შჳდთა მომაკვდინებელთა ცოდვათა, სულიერისა მოძღვრისა კანონებთა აღმასრულებელნი, დიდ-ფრიად მორჩილნი და მოშიშნი მოძღვრისა თჳსთა და მასწავლელთა და წინამძღვართა კეთილად მოშიშნი, შენ, ღმრთისა ჩუჱნისათჳს. 17. უფალო, აცხონე ერი შენი დიდ-ფრიად მორჩილნი, არხიერთა, პრესვიტერთა შეკვრისაგან მძრწოლარენი და განხსნისა მსასოებელნი, ათეულებისა შემომწირველნი ყოვლისაგან მონაგებისა. 18. უფალო, აცხონე ქრისტეს შენისა შემყვარებელნი მჴედრობა და მეხარკენი და მეზვერენი და მსაჯულნი, ქალაქებთა მთავარნი, მხედართმთავარნი და ვაჭარნი და ერნი პირუჱლნი, საშუალონი და შემდგომნი, ყოველნივეს მორჩილნი, ცხებულისა ჩუჱნისა მართლმადიდებელნი ქუჱშემრდომნი და ქრისტეს მიერ ძმანი ჩუჱნნი. 19. უფალო, აცხონე ყოველნი მასწავლელნი სულიერნი და ჴორციელნი და სათნოდ შენდა მწიგნობარნი, საღთო სათნოებათა მასწავებელნი პირუჱლად ძიებად სასუფეველისა, სულიერთა შეძინებად დიდ-კეთილ განათლებითა დასაბამ სიბრძნისა ოცდაშვიდ წიგნებთა ახლისა აღთქმითა, რომლითა არნ შიში, შენ, მხოლო უფლისა. 20. უფალო, აცხონე სათნოდ შენდამი მეერქვნენი და მიწის მუშაკნი, გამოღებად ქუჱყანით ნაყოფთა, განძღებად გლახაკისა ერისა შიშვლივ შობილთა, ვიდრე მიქცევადმდე შიშველსა სამაროსა შინა ყოველთა აღდგომადმდე. 21. უფალო, აცხონე და აკურთხე საქმენი ყოველთა კეთილად მშრომელთი, თითოეულთა ჴელთი გარდამატებად იაფობითა საჭმელნი და სასმელნი და სამოსელნი, სულიერ განმხიარულებად მცირეწლიერისა ერისა, რომელ არს სამეოცდაათნი წელნი. 22. უფალო, აცხონე და აკურთხე ქალაქნი, დაბანი, სოფელნი, სანაჴები და თითოეულნი სახლეულებითურთ და ეკლესიებით და მონასტრებით და მათ შინა შემწირველნი ნაყოფთა თჳსთა თანამლოცველებითურთ. 23. უფალო, აკურთხე აგარაკნი, ველნი, მთანი და ბარნი და ყოველნი თიჴანი და ყვავილნი და მდელონი, ნერგნი და ორძილნი გამოღებად ნაყოფთა განძღებად სიტყვიერთა უსიტყვითურთ ცხოველებით და იძვრისებითურთ, ჴმელისა, ზღვისა და აჰერისა შეჭამადად კაცთა ნათესავებისა. 24. უფალო, აკურთხე ჴმელისა და ზღვისა ცხოველნი და ცისა, მსახურებად წმიდათა კაცთა, ლოცვითა განწმედილნი წინადაგებულნი. 25. უფალო, აკურთხე მართალთა კაცთა მროწლენი, არვენი, კოლტნი და რემანი და ღერღეტნი და ფრინველნი მადლობისა შეწირვად, შენ, ღმრთისა ჩუჱნისა, საუკუნო ცხოვრებად შიშით და ძრწოლით კეთილმოქალაქობის აღმრჩევნი, რომელ არს უბრალოებითი ცხოვრება სიკვდილადმდე. 26. უფალო, აცხონე და აკურთხე ჴელოვანნი, ჴელოსანნი და მომგონებელნი ახალ-ახალთა განმამდიდრებელთა სიტყვათა და უფროსღა საქმეთა გლახაკისა ერისა ნუგეშად, ცხებულისა სათნოდ მცხოვრებნი თჳსისა ოფლითა. 27. უფალო, აცხონე და აკურთხე წმიდად დამცველნი მეუღლეობისა, აღმზრდელნი შვილთა განათლებითა, შიშით და ძრწოლით ცხოვრებად, რათა არა სთქვან გმობა, შენ, ღმრთისა მიმართ და ცხებულისადმი ბოროტი, განრისხებად, შენ, მაღლისა, დასჯად საპყრობილეთა შინა ჟამიერად და საუკუნოდ წარწყმედად. 28. უფალო, აცხონე და აკურთხე სულიერნი მოხარისხენი თანამდებობათა სათნოდ, შენ, ღმრთისა აღმასრულებელნი. ეგრეთუჱ კეთილმოქალაქობითა ჴორციელნი მოხარისხენი, თანანადებისა მოსწრაფებით აღმასრულებელნი სიყვარულითა, შენ, ღმრთისა და ცხებულისა შენისა და მამულისა, რომელთა ზედა დამოკიდულ არს ერისა კეთილდღეობა, ვითარცა ცხებული სასოებს დაფიცებულთა სულიერთა ზედა და აზნაურთა ზედა და შემდგომებთა ზე. 29. უფალო, აცხონე და აკურთხე სულთა თჳსთა დამდები მამულისათჳს, სათნოდ შენდა, დღეთა შინა მწუხარებისა ჭირთასა და განსაცდელებისა ზოგადისა ერისა. 30. უფალო, აცხონე და აკურთხე მოუკლებელად მლოცველნი და მმარხველნი, გლახაკთ მოწყალენი, რომელთა ვედრებითა მამული განრინებულ არს განსაცდელებთაგან და მონასტრებისა წმიდათაგან და მადლიანისა გვამებთაგან, რომელნი მხოლომან უწყი და ეკლესიისა და სასნეულოთა, საგლახაკოთა და საობლოთა მაშენებელთა გულ[ნი]. 31. უფალო, აცხონე მართლმადიდებელნი ეკლესიანი ყოველნი და მონასტერნი: ბერძენთი, ქართუჱლთი, რუსთი, ბულღართი და ბეთლემისა, არაბთი, მენგრელთი, ოსთი, თუშთი, სერბთი, ვლახთი და ასურიელთი და ახალ მოქცეულთა კავკასიელ ქისტთი. (გვ. 334) ესე ათორმეტნი ენანი და ნათესავნი განამრავლე თითოეულნი, და დღეთა და ღამეთა შინა უმრავლეს ვარსკვლავთა და უბევრეულეს ვენაჴთა რქათა, თითოეულსა ჟამსა გარდაცვალებად ცათა შინა სიკვდილისაგან ცხოვრებად სასუფეველსა შინა რტონი მართლმადიდებელთა [იო. 15,5] ერებისა. 32. უფალო, აცხონე და აკურთხე მშობელთა პატივისმცემელნი, დიდ-ფრიად მორჩილნი და შემყვარებელნი ძმათი, დათი, მამის ძმათი, დედის ძმათი და ძეთა და ასულთა მათთი და გათხოვილთა და მოთხოვილთა, ნათესავებთა შემყვარებელნი, დამცველნი ნათესაობისა წმიდად, შიშითა ესრეთ, ვითარცა წერილ არს სჯულსა შინა მღვდელთასა, ქრისტეს მიერ აღსრულებად სიმართლისა სიწმიდითა. 33. უფალო, აცხონე და აკურთხე სულიერ ნათესაობისა დამცველნი წმიდად, რომელ არიან მიმქმელნი, მომნათვლელნი, სჳნანი და სქესნი მათნი შობადნი მეშვიდე ნათესავადმდე. 34. უფალო, აცხონე და აკურთხე შვიდთა საიდუმლოთა წმიდად დამმარხუჱლნი და ქრისტეს შენისა ჴორცისა და სისხლისა მიმღებნი დიდ-ფრიადისა შიშით და ძრწოლით, მოუკლებელისა ლოცვითა და მარხვითა და გლახაკთა მოწყალებითა და სინანულითა და ცოდვათა დატეებითა, წიწნეულებით განმზადებულნი ზიარებად საიდუმლოთა, მადლით ძედ შენდა და ასოდ ქრისტესა და ტაძრად სულისა წმიდისა. 35. უფალო, აცხონე და აკურთხე თავთა თჳსთა განმკითხველნი, თითოეულნი თჳსითა გონებითა, სიჭაბუკითგან სიკვდილადმდე ძალითი-ძალად მისვლად წინაშე საშინელისა, შენ, მხოლო განმკითხველისა გულთა და თირკმელთა, ცოდვილთაცა და მართალთაცა. 36. უფალო, აცხონე და აკურთხე არ განმკითხველი სულიერ საღთო მემსხუჱრპლეთი, არცაღა ჴორციელ ძმათი და მოყვასთი, და მთავრობათი და მამულისა აწინდელთი და დაძინებულთი და შემდგომითი-შემდგომთი, რომელთა განმკითხუჱლი მხოლოდ შენ ხარ და განმამართლებელ ცოდვილთა კაცთა მზაკვართაგან განკითხულთი და ცილდაწამებულთი და კეთილთა ბოროტად დამდებთი [რომ. 14,4] დამსჯელ საუკუნოდ. 37. უფალო, აცხონე და აკურთხე, რომელმან არა განიკითხოს იგინი, რომელნიცა არა არიან მტერ ქრისტე ჩუჱნისა [მრკ. 9,40], რამეთუ განმკითხველი სჯულისა არა არს აღმასრულებელ სჯულისა [იაკ. 4,11-12]. აჰა, ბრძანებს სჯული შეყვარებასა თჳთ მტერთაცა და უფროსღა მეორედ შობილთა. 38. უფალო, აცხონე და აკურთხე, რომელი არა დაჯდეს დასაჯდომელსა უსჯულოთასა და არა აღერიოს მეძავისა, ანგაარსა, კერპთმსახურთა და ვეცხლისმოყვარეთა, მაგინებელსა, მომთვრალესა, მტაცებელსა, ჩუკენსა, მამათმავალსა, მპარავსა, ამპარტავანსა, შურიანსა, ნაყროვანსა, მედგარსა, ლირწსა, სიღოდანსა, მტრიობსა, დრანჯსა, მეკობრესა, ავაზაკსა, მზაკვარისა, განმკითხველისა, ბოროტისა, ცრუსა, ცუნდრუკთა, ძვირისმეტყუჱლსა, შემაწუხებელისათანა ლაღ-ბილწისა; მამათა, დედათა ურჩთა, უგულისხმოთათანა უყვარულთა, უწირავ-უწყალოთა. ესევითართათანა არა ჯერ არს ჭამა პურისა [1 კორ. 5,10-11; რომ. 1,29-32; ფს. 80,12-13; ფს. 1,1; იერ. 7,15; ოსე. 6,1; 2 თეს. 2,11], რამეთუ რომელი შეეხოს ფისსა, დაშავდეს (იხილენ ისო ზირაქი და უფროსღა საღთონი წიგნნი). ლოცვა მეორე კურთხევითი ამიერითგან კურთხევა ზეგარდამო ჩემთა წიგნებთა მკითხველთა იწყების 39. უფალო, აცხონე და აკურთხე ჩემ გლახაკ იონა ხუცეს-მონოზონისაგან ქმნილთა წიგნებთა ოცდაათოთხთა მკითხველნი თესლითი-თესლადმდე, ვიდრემდის ქრისტეს მიერ ეგოს ეკკლესია – სძალი სიძისა კვალად მოსვლადმდე განსჯად ცხოველთა და მკვდართა, განახლებად ცისა და ქუჱყანისა. 40. უფალო, აკურთხე და აცხონე ნათესავითი-ნათესავადმდე სახლი მღვდელთი ძეებ ასულებითურთ, აღმომკითხველნი ჩემ მიერ დაწერილთა წიგნებთი, რომელთა შინა დავწერე დიდება შენ ღმრთისა, რომელთა მკითხველთა კეთილთა კნინღა და ლოცვად შეერაცხებისთ დაშრომა, და თანაწარხდებისთ უხილავნი მტერნი გულისხმისყოფით მკითხველთა და უფროსღა ძალისა მცნობელთა მარჯულ. 41. უფალო, აკურთხე და აცხონე, ესე იგი აცოცხლე ცასა ქუჱშე ფსალმუნთა რიცხვთა წელიწდებითა ოთხმეოცითა მკითხუჱლნი წიგნებთა ჩემთა, არ განმკითხველნი, რომელნიცა მტერობენ ეშმაკთა, მტერთა თჳსთა და არა მოყვასთა. 42. უფალო, აკურთხე და აცოცხლე მოყვსებითურთ, სახლეულითა ჩემთა წიგნებთა მკითხველნი, რომელნიცა ღრმა ყურადღებითა იკითხვიდენ ჩემთა წიგნებთა დღე და ღამე, შემდგომ საჭიროთა და საჴმართა საქმეთა სულიერთა და ჴორციელთა შესრულებისა აღმომკითხველნი, განარინე, მეუფეო, სამთა დიდთა მტერთაგან, რომელ არიან: ჴორცნი, ეშმაკნი და სოფელი, ბოროტსა ზედა მდგომარე [1 იო. 5,19], ვნებულ ზნეობითა, მარცხულნი, მშვინვიერ მაცილობელნი, ხენეშნი. 43. უფალო, აკურთხე და ცოცხალ-ჰყავ, ვიდრე მიმხცოვნებადმდე, მკითხველნი ჩემთა წიგნებთი, დაიცევ ჭაბუკნი სიწმიდითა, ჯოშნი სიმშვიდითა, ჭარმაღნი სიმდაბლითა, მჴცენი სიმრთელითა, მოხუცებულნი ჭეშმარიტებითა და მიმხცოვნებულნი მარადის განსვლისათჳს განმზადებითა, ეგრეთუჱ ჩჩჳლნი, უსუვარნი, ნინეველნი და ყრმანი მათნი ყოველნი და მამანი და დედანი. 44. უფალო, აკურთხე და აცხოვრე მრავალ წელთა წიგნებთა ჩემთა მკითხველნი, ბევრეულთა საუნჯეთა შეკრებად ცათა შინა, დაგვირგვინებად უხრწნელისა ნათლისა დიდებითა ხილვად ყოვლადწმიდისა, შენ, ღმრთისა ჩუჱნისა, ანგელოზთა პურითა განძღობად, რომელ არს წმიდაარსობისა გალობა. 45. უფალო, აკურთხე და ცხოვრებულ-ჰყავ ქრისტეს შენისა ეკკლესიისა შვილად ვიდრე სიკვდილისაგან გარდაცვალებად უკვდავად, რომელნი იკითხვიდენ ჩემთა წიგნებთა შვილითი-შვილადმდე. 46. უფალო, აკურთხე და აცოცხლე ჩემთა წიგნებთა მკითხველნი და დასწერე სახელები მათნი ცათა შინა და ყუჱნ იგინი შემდგომად ამიერ შესვენებისა და მოკლებისა, სასუფეველსა შინა, დააწესე მგალობლად შენდა წმიდათა შორის სამწმიდაობისა მეტყუჱლებად ანგელოსთაებრ: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო, სავაოთ ძალთაო, ალილუია, ალილუია, ალილუია. 47. უფალო, აკურთხე ჩემთა წიგნებთა მკითხველნი და მოანიჭე საიდუმლო პური არსობისა, რომელ არს ქრისტე, სიძე ხილულისა ეკკლესიისა, ზიარება მომსპობელი უსჯულოებათა. 48. უფალო, აკურთხე და აცხონე წიგნებთა ჩემთა მკითხველნი და მიანიჭე პური ანგელოსთა ცათა შინა, რომელ არს ხილვა ღმრთაებისა – ყოვლადწმიდისა სამებისა, შენ, მხოლო არსებითა და ბუნებითა და ხატითა მხოლოო, დაუსაბამოებით დაუსრულებელო და გარეშემოუწერელობითა ყოველგან მყოფო, ყოვლად ყოველთა შინა და ყოველთა ზედა, ზესთა მეუფეო, მამაო, უფალო ცისა და ქუჱყანისაო. (გვ. 335) მესამე კურთხევითი ლოცვა სულისა წმიდისაგან მონიჭებულითა ჩემდამო უფალო, აკურთხე და აცხონე, შენ, ღმრთისა სიყვარულისათჳს მსახურნი ჩემნი, მსახურებულნი ჩემნი და მსახურებადნი ჩემნი, სიჩოთ ჩემითგან, ვიდრე აქამომდე, კეთილმსახურნი მამანი და დედანი. უფალო, აკურთხე და აცხონე, რომელთა ვმსახურე და ვმსახურებ და ვმსახურო სულიერთა და ჴორციელთა სათნოდ, შენ, ღმრთისა ჩემისა, მამათა და დედათა კეთილმსახურთა. უფალო, აკურთხე და აცხონე კეთილისმყოფელნი ჩემნი მოყვასნი და ნათესავნი, და მტერნი და მოძულენი და მდევარნი, და მაჭირუჱბელნი და მომძულებელნი მწყევარნი, და იგინიცა, რომელთაცა ორნი ეკკლესიანი მიმიღეს, შემდგომად პირუჱლისა მეორეცა და რომელსა შინა გმსახურებ მაღალსა, ესე მესამე არს, ღმერთო, ღმერთო, ცხოვრებაო ჩემო. უფალო, აკურთხე და აცხონე განმკითხველნი ჩემნი სულიერნი და ჴორციელნი. უფალო, მაკურთხე და მაცხონე უუბადრუკესი ესე ყოველთა ცოდვილთა და მონანულთა, განმკითხუჱლი ნებსით და უნებლიეთ უხილავისა მტერისა ჩემისა მიერ, ცნობილთა და უცნობთა, აწინდელთა და დაძინებულთა და შობადთაცა კნინღა და განმკითხუჱლი. გარნა იხილე გული და თირკმელნი ჩემნი, მეუფეო, რომელსა დიდ-ფრიად მსურს, რათამცა ყოველთავე სულნი თჳსნი დავდვათ შენთჳს და აცხონო ჩემგან განკითხულნი, განმწარებულნი, დაკლებულნი და ცხონებითა მათითა მეცა მაცხოვნო ცათა შინა, ჟამიერისა მრავალ-ბევრეულ ურიცხვთა განსაცდელებთა ჩემთა უბადრუკებათაგან განმარინებელო და სამთა დიდთა დაუძინებელთა მტერთაგან, რომელ არიან ეშმაკნი და ჴორცნი ჩემნი და სოფელი, რომელთა ბრძოლათა დაუცხრომელთაგან აღმომიყვანე სახიერებითა, კაცთმოყვარებითა და უფროსღა სიყვარულითა შენითა, მადლით ღმერთ მყოფელითა. ღმერთო ჩემო, უსასყიდლოდ შემწყალებელო და შემწყნარებელო, ღმერთო ღმერთთაო და უფალო უფლებათაო, შემიწყალე და შემიწყნარე ცათა შინა. უფალო, აცხონე საუკუნოდ მშობელნი ჩემნი და აღმზრდელნი და სულიერნი მოძღვარნი და მეფენი: ირაკლი და გიორგი და მონარხი ალექსანდრე, რომელთა თჳსითა გასავლებითა აღმზარდეს ახლისა აღთქმითა და ძუჱლითა და ღმრთისმეტყუჱლებითა და ფილასოფიისა ცნობითაცა, ესე იგი ბუნებითი ღმრთისმეტყუჱლებითა. ძეო ღმრთისაო, ნეტარ-ყუჱნ ყოველნივე ზემომოხსენებულნი საუკუნოდ სამ­ნეტარებითა სასუფეველსა ცათა შინა, რომელმან დააგე მამასა სოფელი მეორედ შობითა და ჯვარითა და შვიდითა საიდუმლოჲთა და ცოდვათა დამტეებელისა სინანულებითა და მოუკლებელისა ლოცვითა, მარხვითა და გლახაკთა მოწყალებითა და დღე და ღამე განმზადებითა წარმოსვლად ცათა შინა, ხილვად ყოვლადწმიდისა სამებისა, განმხიარულებად სულითა წმიდითა [რომ. 14,17]. უფალო, აცხონენ მოძღვარი სულიერი ჩემი და წესის აგებით დამფლველნი ჩემნი და მწირუჱლნი ჩემთჳს პანაშვიდებითურთ და ნაწილის დამდებნი ჩემთჳს საუკუნო განსუჱნებად ჩემდა სული გვამითურთ. უფალო, აცხონე და აკურთხე თესლითი-თესლადმდე არხიერნი, პრესვიტერნი და დიაკონნი მომხსენებელად ჩემდა ყოველთა მართლმადიდებელთა თანა შაბათებთა შინა და სულთაობა დღეებთა შინა და ყოველთა ლიტურღიათა შინა. უფალო, აცხონე მონოზონ-მღვდელნი და დიაკონნი და მორჩილნი მონასტრებისა, წმიდა მოციქულთასწორისა, ნინა, მომაქცეველისა ჩუჱნისა, დავით გარეჯლისა, წინამორბედისა, შუა მთისა, ფერისცვალებისა, შიო მღვიმისა, ქვაბთაჴევისა, ჯრუჭისა, ბარაკონისა, მღვიმისა და ყოველნი მეუდაბნოენი და ცქემოსანნი და დაყუდებულნი. უფალო, აცხონე წმიდა ქრისტეს საფლავისა მონოზონ-ხორო, სინა მთისა, მთაწმიდისა და თებაიდისა. უფალო, აცხონე ოთხნი მსოფლიონი პატრიარხნი – კონსტანტინეპოლისა, ალექსანდრიისა, ანტიოხიისა და იეროსალიმისა, თჳსისა ჴელდასხმულებითურთ – მიტრაპოლიტნი, არხიეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ქორეპისკოპოსნი, არხიმანდრიტნი, იღუმენნი, მონოზონ-ხუცესნი, პროთაიერონი, პრესვიტერნი, არხიდიაკონნი, იეროდიაკონნი, დიაკონნი, იპოდიაკონნი, დიაჩოქნი, პონამარნი და მგალობელნი და ყოველნი სულიერნი დასნი და ყოველნი სულიერ მოწაფენი ერნი, ნათესავი რჩეული, სამეუფო, სამღვდელო თესლი, წმიდა მოგებული [1 პეტ. 2,9; გამ. 19,6; ეს. 61,6]. უფალო, აცხონე მომხსენებელნი ჩემნი და წიგნებთა ჩემგან ქმნილთა მკითხველნი და დასწერე სახელები მათი ცათა შინა [ლკ. 10,20], წიგნებთა ჩემთა მკითხველთი, არ გამკითხველთი. უფალო, აცხონე ჩემგან შეწირულებთა ხატთა და ჯვართა და სამოსთა ძლით მომხსენებელნი წმიდა ეკკლესიაებთა შინა მქისიყისასა, რომელთა ზედა წარსაგებელნი შევიძინე წირვითა და ლოცვითა პეტრე დიდისა ქალაქსა შინა სამთა მეფეთა ძეებთა და ასულებთაგან. ესე იგი ირაკლი მეფისა, გიორგი მეფისა და სოლომონ მეფისა იმერეთისა და უფროსღა დედოფალთაგან: ანნასა, მარიამისა და ნინა მენგრელიისა, სულიერ ასულთა ჩემთაგან. ეგრეთუჱ თან ცხოვრებულთა თავადთა, აზნაურთა და მონათა და მხევალთა ქართუჱლთა, იმერთა და მენგრელთაგან ჩემდა დამოწაფებულთა, რომელთაგანთა უმრავლესთა შეისვენეს და რომელნიმე ცოცხალ არიან მცირედნიღა რიცხვნი, დავშთით მწირ-მსხემნი ლმობათა შინა, მგლოვარენი გულითა. უფალო, აცხონე ოთხნი იგი არხიერნი, ბუნებით ქართუჱლნი, აქარე შესუჱნებულნი და კაცი იგი უნეტარესი მამათმთავარი მეორე ანტონი და სამნი არხიმანდრიტნი და რვანი მღვდელნი, რომელთაგან ორნი მღვდელნიღა ცოცხალ არიან და მესამე მონაზონ-ხუცესი ესე, ფრიად მგლოვიარე, მომხსენებელი ტკბილთა სიტყვათა დაძინებულთასა, ვითარ ორთა მიტრაპოლიტთა ნოვგორადისა – ამბროსი ნეტარისა და მიხაილისა, რომელსა ყოველთა მათ დაძინებულთა სიყვარულნი აღტყინებულნი ამკვნესარებენ გულსა ჩემსა და ადნობენ ნაწლევთა ჩემთა და ამწარებენ სასასა ჩემსა. დავჭნები დღე და ღამე მსგავსად თივა-ყვავილთა, ვაიმე, რამეთუ განმიგრძდა მწირობა ჩემი წუთიერსა სოფელსა შინა [ფს. 119,5], რომელსა ვსურვიელობ მიწიერისა გვამისა ჩემისა აღსრულებასა მიწათა შინა გიორგიისასა. უკეთუ უნდეს უფალსა და ვცხონდე [იაკ. 4,15], რამეთუ მისი არს ქუჱყანა ყოველგან სავსებითურთ. უფალო ღმერთო, მომანიჭე აღსასრული ქრისტეს მიერ სინანულითა, აღსარებითა, ზეთის კურთხევითა და წმიდამყოფელისა საჲდუმლოჲთა, მუნ, სადაცა სათნო იყოს ყოვლადწმიდა ნება შენი ჩემ შიშვლივ შემოსრულისა, გლახაკისა, შიშვლივე განსვლა და შევედრებად სულისა ჩემისა მსურს: „იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“(საქ. 7,59), ყოველთა დამბადებელო ღმერთო [1 პეტ. 4,19], შეივედრე სული ჩემი, უფალო, შეივედრე სული ჩემი არახილვად მეორე სიკვდილისა [აპო. 20,14-15], რომელ არს ჯოჯოხეთსა შინა ტანჯვა. (გვ. 336) მეოთხე ლოცვა კურთხევითი უფალო ღმერთო, ქრისტე ძისა შენისა ეკკლესია, რომელ არიან რჩეულნი, განარინე უკანასკნელისა განდგომილებისაგან და მათგან, რომელნიცა უარდაუარ იქმნენ შვიდ სახედ ურჩნი: 1. ესე იგი მშობელთი; 2. სულიერისა მოძღვრისა; 3. კეთილ მასწავლელთი; 4. არაწმიდანი, აღსავსენი შვიდთა მომაკვდინებლებთა ცოდვათაგანთა ბოროტებითა; 5. უფროსთა და უპირატესთა მიმართ დაუწყნარებელნი; 6. უქმად მჭამელნი, ანგარებით მხვეჭელნი; ხოლო მეშვიდედ უშიშნი ღმრთისა და უსირცხვილონი კაცთა, მოძღვრებითარე ეშმაკისათა აღვსილნი შინაგან ორგულებითა და გარეგან სიტყვითა ტყუილისათა, მაცთუნებელნი ახალნერგ-უმანკოთი, მასწავებელნი უსჯულოებისა, განდგომად ღმრთისაგან და შედგომად კაცისმკვლელთა ეშმაკთა [იო. 8,44; 1 ტიმ. 4,1-3]. აჰა, ესევითარნი ზერე-ზერენი, ესე იგი უარდაუარ გარდაქცეულნი, შვილთაცა თჳსთა აღზრდიან ბოროტნი უბოროტესად, დაყენებად ქორწინებისა და ცოცხალ ვაობად სახედ ძაღლთა მძუნავთა და მჰსგავსად ღორთა დღე და ღამე წუნპებად სიძვათა, მრუშებათა და ბუნებისა გარეგანთა შინა უსჯულოებით [2 პეტ. 2,12-22], კაცნი თავისმოყვარენი, ვეცხლისმოყვარენი, ლაღნი, თავმოთნენი, ამპარტავანნი, მგმობარნი, მამა-დედისა ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უყვარულნი, უწირავნი, მასმენელნი, უთმინონი, დაუმჭირველნი, უზავნი, უმშვიდებელნი, კეთილისმოძულენი, შინაგანმცემელნი, წარმდებაღზავებულ, გულისთქმისმოყვარენი უფროს, ვიდრე ღმრთისმოყვარე [2 ტიმ. 3,1-4]. უფალო ღმერთო, განარინე რჩეულნი შენნი, ქრისტეს ძისა შენისაგან მოგებულნი, უკანასკნელთა უარდაუარ განსრულთა სოფლად დადგრომად ბოროტთა ზედა [1 იო. 5,19], მსგავსად კაენისა და ბალამ ბოსორელისა შედგომილნი [იუდ. 1,11-12], თავთა თჳსთა თჳთ უსჯულოებით მწყსელნი, მეკიცხარნი, გულისთქმისაებრ თჳსისა მავალნი, რომელნი დამრქენელ და მორკინალ იქმნებიან თჳთ მშობლებთა და მოძღვართა სულიერთა, შემწირველთა და მასწავლელთა და კეთილთა მეტყუჱლთა და სახლეულთა განეყოფიან და შეაგინებენ არათუ თავთა თჳსთა წარწყმედად, არამედ მიფენენ ცოდვილნი ცოდვილთა სახეთა ბევრეულ განმრავლებად საძაგელებათაგან სიტყვით მეტყუჱლნი ჰსჯულისა და მადლისა [იო. 1,17], გარნა მრავალ-ბევრეულებთა უშტის-უშტთა ბოროტთა საქმეებთაგან შეცვალებულნი ნოეს დროჲსა ერად [დაბ. თ. 6; 2 პეტ. 3,3-7], პირუტყვთა მიბაძავითა [ფს. 48,11-13; 15] ჴორცთა თჳსთა წადილებთაგან და ეშმაკთაგან და სოფლისა სიყვარულთაგან გაუმღთოებულნი მტერად ღმრთისა [იაკ. 4,3-4] ათსსამეტითა ამა ბოროტებითა [მრკ. 7,20-23]. უფალო ღმერთო, განარინე რჩეულნი შენისა ქრისტესნი, მოუკლებელად მლოცველნი და მმარხუჱლნი, გლახაკთა მოწყალენი, არხიერნი და პრესვიტერნი, სულთა თჳსთა დამდებნი ქადაგებითა წინაშე კერძოობითი ანტიქრისტესთა, რომელნი აწცა არიან წინააღმდგომნი – ურიანი და ისმაიტელნი, მტყუანისა მახმედისა შედგომილნი და კერპებთა მსახურნი და ყოველნი უენბაზონი, ტოზიკელნი და ძმათაგანნი დამარღვეველნი შვიდთა საიდუმლოთაგანისა. მეხუთე ლოცვა კურთხევითი იესო მაცხოვარო, ქრისტე ღმერთო, ეკლესია, რომელ არიან რჩეულნი შენნი, ვითარცა აწინდელთა ანტექრისტესთაგან განრინებულ არიან ეკკლესიანი შენნი შუამდგომელობითა შენითა [1 ტიმ. 2,5], ეგრეთუჱ მომავალისა ანტექრისტესაგან განარინე, რომლისა იგი მოსვლა არს შეწევნითა ეშმაკისათა, ტანჯვად განდგომილთა უღთოთა [2 თეს. 2,9-12] სამთა წელთა და ექუსთა თთუჱთა (იხ. აპოკალიფსი), რომლისა სახელისა ასონი და მარცვალნი ბერძულ ექვსასსამეოცდაექვსნი არნ რიცხვით (აპო. 13,16-18], გარნა რომელნიცა დარიჯაგითა მისითა, განჴურვებულისა რკინებითა არ დაიბეჭდენ შუბლსა და მარჯუჱნესა ჴელსა, იგინი ცხონდებიან, დაკლულნი ქრისტესთჳს მჴეცისაგან. უფალო მაცხოვარო, ქრისტე ცხებულო, ღმერთ-კაცო სრულო, ორსავე არსებითა და ბუნებითა შეიწყალე არხიერნი და პრესვიტერნი, მონოზონ-ხუცესნი, რომელნიცა იდგნენ საჴმილავთა ზედა ამბაკომისა სახედ და ჴმილვიდენ პირუჱლად სულთა თჳსთა და მჰსგავსად თავთა თჳსთა სამწყსოთა თჳსთა, ვითარცა ბრძანებასა, შენ, მხოლო ეკკლესიისა სიძისასა, გვიქადაგებენ წმიდანი მახარებელნი დღე და ღამე მღვიძარე ყოფასა ჩუჱნ სძლისა შენისასა, რათამცა შუაღამ მოგელოდეთ მჰსგავსად მექორწინეთა, რომელ ჟამიერ ცხოვრებასა ეწოდების ღამე და სახედ მექორწინეთა განმხიარულება სასუფეველი სახელი სძეს. ქრისტე ღმერთო, შეიწყალე და შეიწყნარე რჩეულნი შენნი და დამარხენ იგინი მჴეცისაგან დაუბეჭდელად, ვითარცა ძუჱლსა აღთქმასა შინა შვიდ ათასნი მამაკაცნი [რომ. 11,2-5] დღეთა ილიასთა. ქრისტე, ღმერთო ჩუჱნო, მოუვლინე ილია თესბიტელი მჴეცსა მას მამხილებელად [მალ. 4,5; მთ. 17,11], რომელთა ილია მოაგებს განდგომილსა ერსა, ვითარცა ძუჱლად წყლითა და ცეცხლითა საკუჱრთხისა დაწვითა და შეწირვითა, ეგრეთუჱ ენუქცა, ჴორცითა ამაღლებული მოვალს, რომელნი ფიცხელად მხილებისათჳს ანტექრისტესგან ტანჯვით მოსწყდებიან და მიიღებენ წმიდა მოწამეობისა გჳრგჳნსა და აღწერილნი ცათა შინა მოიქცევიან. ქრისტე, მესია ცხებულო, მაცხოვარო, ღმერთ-კაცო სრულო, აწინდელნი ძმათა ჩუჱნთაგანნი, რომელნიცა სტანჯვიდენ სულთა თჳსთა ღამისა უსჯულოებისა ცოდვითა და დღისა უძღებებისა ბოროტებითა [2 პეტ. 2,8], სულთა თჳსთა მიმართ მაბრძოლებელნი ათშვიდმეტთა ამა ცოდვათა [გალ. 5,16-21], გვამთა თჳსთა და გვამთა ასოებთა ესევითართა უბადრუკებთა, შემცირებათათჳს მოწევნადნი სიყმილი, ჭირნი, მახვილნი და ტყუჱობა და სამასსამეოცდაექვსნი ვნებანი და წყლულებანი და სიკვდილნი საფლავებთა აღვსებად მძორთაგან. შერისხვა შენი შესცვალე მოქცევად დანაშთისა ერისა სინანულად, რათა არა მოაკლდენ წმიდანი ჰრჩეულნი ქალაქებთა, დაბებთა, სოფლებთა და სანაჴებთა მოუკლებელად მლოცველნი და მმარხუჱლნი, აღმასრულებელნი სიმოვლოთი, ცხრა ნეტარებათა, ათთა მცნებათა და ათთა ნაყოფთა სულისათა გამომზრდელნი მშიერთი, მწყურვალთი, უსავანოთი, შიშველთი, სნეულთი და პყრობილთი, არა მიმხედნი დედაკაცსა გულისთქმად, არამედ მოგებად გუჱლთა სიბრძნისა და ტრედთა უმანკოებისა, და რავდენი უნდესთ, რათა კეთილნი მიიღონ სხვათაგან, ეგრეთუჱ თჳთცა უმეტესთა მიაგებდენ შიშითა და ძრწოლითა შენითა, დაქენჯნად ჴორცნი თჳსნი ლოცვითა და მარხვითა, და მოყვასთა სიყვარული საქმით აღსრულებად და მტერთაცა საუკუნოდ წინაშე შენსა დადგომად დიდებასა შინა, (გვ. 337) შენ, ქრისტეს მიერ ღმრთისასა [ეფ. 2,4-6; 15-16; 19; მთ. 25,34] ცათა შინა. აჰა ესერა, შვიდთა მომავალთა ვაებათაგან ტანჯულ იგინი იქმნებიან სასტიკ-მძაფრიად, რომელნიცა იწყებენ ზერე-ზერობასა, ესე იგი უარდაუარ უარესობასა, ურჩებითა წმიდისა სახარებისა ბრძანებისა განჴმელნი ღმრთისა მიმართ უყვარულობითა და მოყვასთა შორის შემწვარნი უწყალოებითა და ტყუილითა, მამისა თჳსისა ეშმაკისა მორჩილებითა [იო. 8,44], რომელთათჳს „მზე გარდაიქცევის ბნელად და მთოვარე სისხლად“(საქ. 2,20), რომელთაცა ანტექრისტე წარითრევს მოწყვეტად მართალთა კაცთა პირსა ზედა ქუჱყანისასა და დაქცევად ყოველთა ქუჱყნებისა, ქალაქებთა, სოფლებთა, დაბებთა და სანაჴებთა, და შეღებად ქუჱყანისა სისხლებთაგან წმიდა კაცთასა, რომელთა სისხლითა მთოვარე აღწბობს, სამხილებელად უარდაუარ წარსრულთა ანტიქრისტეს მჴედართა, რომელნი წმიდათა ეკკლესიაებთა სცვალებენ ბეღლებად და სადგურად მჴეცთა და ნადირთა და იპოკენტავრად ცვალებულთა დემონთა. დღეთა ანტექრისტესთა, შვიდთა დედათა არღა ექმნებისთ ერთიცა მამაკაცი გამომზრდელად, ვინათგან ჭური ეშმაკისა – ანტექრისტე ყოველთა საჴნისებთა და მანგლებთა და რკინათა სცვალებს მახვილებად. აჰა, წელთა მათ შინა სამთა და ნახევართა, არღავინ იქმნების მჴვნელ და მუშაკ და მომკალ. ამისთჳს დიდ-­ფრიადისა სიყმილითა მჴედრობა ანტექრისტესნი იწყებენ საფლავებთა ძვლებთა შთანთქმათა და უფროსღა ურთიერთისა ჴორცთა ცოცხალთა გლეჯათა, მჰსგავსად მომყმართა მგელთა ხროთა.განმრავლებითა უსჯულოებისა განჴმების სიყვარული [მთ. 24,12], უარდაუარ წარსულთაგან, რომელნი იწყებენ ძიებათა სიკვდილისასა განმრავლებითა სიყმილისათა, გარნა ზეგარდამო რისხვითა სიკვდილი იწყებს ლტოლვასა უარდაუარ წარსრულთაგან, რომელნი თჳსთა სკორეთა, ვიდრე ქუჱყანად დაცემადმდე იწყებენ შთანთქმათა. ეგრეთუჱ ურთიერთ სარცხვენელთა ასოებთა მოღრღნიან, კბილთა თჳსთაგან შთანთქმად. ამისთჳს ყოველთა დედათა მუცელნი განჴმებიან არღარა შობითა შვილთა, რომელნი შესჭამენ მუცლებთა თჳსთაგან შობილთა, განმრავლებითა სიყმილისათა და განხმობითა ხეთა და თივათა და ყოველთავე ორძილებთა. ეგრეთუჱ პირუტყვნი და მჴეცნიცა შთანთქმულ იქმნებიან უარდაუარ მარცხულ წარსრულთა მჴედრობათაგან, ანტექრისტესა უსჯულოებისა განმრავლებისათჳს. ესერა მარცხულ მიერითგან მცირე-მცირედ უარდაუარ ურჩნი სიწმიდისა, სიმართლისა და ჭეშმარიტებისა იწყებენ ვიეთნიმე მარცხულ უარდაუარ წარსვლასა, რომელთა მიბაძვითა შემდგომითნი შემდგომნი განმრავლდებიან უარდაუარ მარცხულ წარსვლითა, ღამისა ცოდვისა უსჯულოებითა საიდუმლოდ და დღისა ცოდვითა ფარულად და ცხადადცა. რომელთაცა შვილნი უსახურთა მშობლებთი უბადრუკებისა ზნეობითა უკანასკნელისა [2 თეს. 2,3; 2 ტიმ. 3,1-2] წელიწდებისა განდგებიან, რომელთათჳს სახარება ურგებ იქმნების, ესე იგი წმიდა სახარებასა შერაცხენ უქმად. მაშინ უარდაუარ მარცხულ წარწყმედად წარსრულთათჳს გამოჩნდების ანტექრისტე, დანის ტომისაგან, მეძავისაგან შობილი, გველი იგი [დაბ. 49,17], რომელი გამეფდების უარდაუარ მარცხულ წარსაწყმედელად წარსრულთა ცოდვათათჳს, რომელი ყოველთა ქუჱყანისა მეფეებთა ძმობასა უარყოფს და განვალს მოყსობისგან და უარ-­ჰყოფს მაცხოვარსა, ქრისტე უფალსა და წმიდა სახარებასა მხოლოდშობილისასა, თანშედგომილებით უარდაუარ წარსრულთა კაცთა, შეკრებითა დათხევად ყოვლისა ქუჱყანისა სისხლებთა [2 თეს. 2. 1-12], რომელი უკანასკნელ შემდგომ სამისა წლისა და ექვსთა თთუჱთა განსქდების ზეგარდამო ანტექრისტე და შედგომილნი მისნი ადრევე უარდაუარ მარცხულ განსრულნი მარჯულთაგან ახლისა აღთქმისა და ძუჱლისა აღთქმისა წმიდა წიგნებთა განმკითხუჱლნი და ზესთა სასწაულებისა და წმიდათა ღმრთისა კაცთა წინასწარმეტყუჱლთა და მოციქულთა და წმიდათა მღვდელთმოძღვართა და ღირსთა მამათა და მოწამეთა; ეგრეთუჱ კეთილმსახურთა კაცთა განმკითხველნი და დაწერილთა წიგნებთა მათთა განმკითხველნი, რომელნი ადიდებენ ღმერთსა. ესევითარნი განმკითხველნი შედგომილ ანტექრისტესა არიან, ვინძი უარყოფდენცა სიტყვით, გარნა განკითხვათა თჳსთა პირთაგან ნაწილნი ანტექრისტესნი არიან უნებლიეთ, გინა ნებსითცა, რომელთაგან შობადნი უკანასკნელ ანტექრისტეს შეუდგებიან, ბოროტთა თესლთაგან ბოროტნი, საუკუნო წარსაწყმედელად, განმკითხველნი კეთილთა კაცთა და წიგნებთა და საქმეთა მათთა კეთილთა განმკითხველნი ბოროტთა თჳსთა გონებათა და გულთაგან გამოღებად ბოროტთა [მრკ. 7,21-23]. მეექუსე ლოცვა კურთხევითი სულო ყოვლადწმიდაო, აკურთხენ თესლითი-თესლადმდე არ განმკითხუჱლნი ახლისა და ძუჱლისა აღთქმისა წმიდა წიგნებთა და მათ შინა დაწერილთა ზესთა სასწაულებთა და წმიდათა კაცთა, წინასწარ­მეტყუჱლთა, მოციქულთა და მღვდელთმოძღვართა და შვიდთა მსოფლიოთა მამათა და ღირსთა მამათა და წიგნებთა მათთა შემწყნარებელნი აკურთხე მიუკუნისადმდე და განარინე უხილავთა მტერთაგან და ხილულთაგან და კერძოობითი ანტექრისტთაგან და ყოფადისა შვიდთავისა და ათრქებიანისა ანტექრისტესგან, დამარღვეველისა შვიდთა მომაკვდინებლებთა ცოდვათაგან შვიდთა წმიდა საიდუმლოებთა, და ათითა რქებითა ათთა მცნებათა დამრქენელი, მჴედრობით თჳსითურთ. სულო ყოვლადწმიდაო, აკურთხე და განარინე შვიდთავიანისა ვეშაპისა მჴეცისაგან, ანტექრისტესაგან ლტოლვილნი არხიერნი წმიდანი, პრესვიტერნი, მონოზონ-ხუცესნი, დიაკონნი და ყოველნი სულიერნი დასნი და რჩეულნი კეთილმსახურნი ერნი, სამთა წელთა და ექუსთა თთუჱთა შელტოლვილნი მთათა და ჴვრელებთა და კლდეთა და მღვიმეებთა ქუჱშე დაფარულნი, დაცვისათჳს ახლისა აღთქმისა, საუკუნო ცხოვრებად წიგნითა ცხოველისათა [აპო. 2, 12-14]. მეშვიდე ლოცვა კურთხევითივე სულო ყოვლადწმიდაო, მომცემელო ახლისა პირისა და სიბრძნისა, განხსენ თითოეულნი დიდ-მორწმუნენი, დიდ-ფრიად მსასოებელნი, მჴურვალედ შემყვარებელნი, შენ, საუნჯისა მომნიჭებელისა, ნებსითი ცოდვათაგან შეკრულნი და უნებლიეთისა ბოროტთაგან დატყუჱვებულნი და უმეცრებითისა ჯაჭვებითა შებორკილებულნი განთავისუფლებულ ჰყავ აწ და უკუნისამდე. სულო ყოვლადწმიდაო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, საუნჯეო კეთილთა მომნიჭებელო, რომელ არიან ახალი აღთქმა და ძუჱლი წიგნები წმიდა ორმეოცდაათორმეტნი, იგი ყოველნივე დასწერენ [ებრ.10,15-16] გულთა ზედა და გონებათა შინა, მოუკლებელად მლოცველთა და მმარხველთა და ქუჱლისმოქმედთა სულიერთა და კეთილად მსახურთა კაცთასა, რომელნიცა არიან და იქმნენ კვალთა ქრისტესა შედგომილ და ასწავებდენ შვილთა თჳსთა სიწმიდესა, სიმართლესა და ჭეშმარიტებასა, ნათლისღებისა ბეჭედისა დაცვად და სამოსელთა სპეტაკთა სულთა შინა და გულთა დამარხვად მეორედ შობისასა. ყოვლადწმიდაო სულო, ანტექრისტესგან დაბეჭდილთა, შუბლთა და ჴელთა ზედა განჴურებულითა რკინებითა, გმობად, შენ, ცხოველსმყოფელისა, მოუვლინე წმიდა ილია, მჴურვალედ მოშურნე, არა მიმცემი ღმრთეებისა დიდებისა ანტექრისტესად. ქადაგებითა მისითა მოაქციენ დაბეჭდილნი შემოწირვად თაყვანისცემითი დიდებისა მამისა და ძისა და შენ ყოვლადწმიდისა სულისა, სუფევად ცათა შინა, გალობად სამწმიდა სახიობითა ანგელოსთა თანა უჴორცოთა, სულითა და ჴორცითა განწმედილნი, სისხლითა კრავისათა მოგებულნი [აპო. 7,9-10; 12,10-11; 19,1-2; ეს. 6,3; ლკ. 1,48].