შესავალი
დედოფალ ირინეს, კონსტანტინე VI დედის მეფობის დროს (VIII საუკუნის ბოლო) ცხოვრობდა წმინდა ფილარეტ მოწყალე. მისი ცხოვრება ერთი დიდი მაგალითია მოყვასის სიყვარულისა, მოწყალებისა და უფალზე მინდობისა. იმისა, რასაც წმინდა წერილი გვასწავლის: „შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ“(კოლ. 3,12).
წმინდა ფილარეტის ცხოვრებაში შეგვიძლია ნათლად დავინახოთ უფლის სიტყვების აღსრულება: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“(მთ. 5,7). დიდი გაჭირვების გამოვლის მიუხედავად ის არ მიატოვა უფალმა და დიდი ერთგლების გამო მრავალი სიკეთე მიანიჭა.
წარმოდგენილი ტექსტი თარგმნა გამოჩენილმა საერო მოღვაწემ, მთარგმნელმა და გამომცემელმა მაქსიმე შარაძემ (1859-1908).