შესავალი
მიმოხილვითი ხასიათის ამ მცირე მოცულობის გამოცემაში წარმოჩენილია გარეჯის მრავალმთის უდაბნოს მოკლე ისტორიული პასაჟები და მწიგნობრული ტრადიციები. მას ლაიტმოტივად გასდევს გარეჯის მრავალმთის მონასტერთა კომპლექსის, მისი კუთვნილებათა შესწავლა-დაზუსტებისა და დაცვის აუცილებლობა. აქვე გამოთქმულია აზრი, ამ წმიდა ადგილას აღდგეს განათლების, მეცნიერული და ლიტერატურული მოღვაწეობის კერა.