იოანე ავალიშვილი
იოანე ავალიშვილი — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612-1616 წლებში. მწიგნობარი, კალიგრაფი, მხატვარი. იგი ადრე საფარის მონასტრის წინამძღვარი ყოფილა. ის და მისი ძმა ზაქარია დაახლოებული იყვნენ ქართლისა და კახეთის სამეფო კართან. მათ იოანეს ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობა უბოძეს, შემდეგ — ქართლის მთავარეპისკოპოსობა. 1614 წელს შაჰ-აბას I-ის აღმოსავლეთ საქართველოში შემოსევის დროს, იოანე იმერეთში გაიხიზნა და დიდხანს ცხოვრობდა მალაქია კათოლიკოს-პატრიარქთან, სადაც გარდაიცვალა. 1609 წელს იოანეს ქეთევან დედოფლის დაკვეთით გადაუწერია და აშიებით შეუმკია ღმრთისმშობლის „ლოცვან-დაუჯდომელი.“ იოანეს ერისკაცობის დროს გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია „ვეფხისტყაოსანი“.