იბაკონი ყოვლადწმიდისანი დაუჯდომელნი
[2r] ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთ[2v]აგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ ქალაქი შენი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლელი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, [3r] კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ანგელოზი წინამდგომი ზეცით მოივლინა რქუმად ღმრთისმშობელისა: „გიხაროდენი“ და უსხეულოჲსა თანა სხეულევანქმნილისა შენი მხილველი, უფალო, განკჳრდა და [3v] დგა მჴმობელი მისსა მიმართ ესრეთ: გიხაროდენ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების.
გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაჲ მოაკლდების.
გიხაროდენ, დაცემულისა ადამის აღდგომაო.
გიხაროდენ, ცრემლთა [4r] ევაჲსთა ჴსნაო.
გიხაროდენ, სიმაღლეო ძლითაღსავალო კაცობრივთა გულისსიტყუათაო.
გიხაროდენ, სიღრმეო ძლითსახილველო ანგელოზთაცა თუალებისაო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ ხარ საყდარი მეუფისა.
გიხაროდენ, რამეთუ მტჳრთ[4v]ველობ ყოველთა მტჳრთველსა.
გიხაროდენ, ვარსკულაო მომფენელო მზისაო.
გიხაროდენ, წიაღო ღმრთისა განჴორციელებისაო.
გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდების დაბადებული.
გიხაროდენ, რომლისა მიერ [5r] თაყუანის-იცემების დამბადებელი.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
მხილველი წმიდაჲ თავისა თჳსისა უბიწოებით ეტყოდა გაბრიელს: საკჳრველებაჲ ჴმისა შენისაჲ ძნიად მისათუალველ უ[5v]ჩნს სულსა ჩემსა, რამეთუ უთესლოჲსა მიდგომილებისა შობასა წინაჲსწარ იტყჳ, მჴმობელი: ალელუაჲ.
ცნობისა უცნაურისა ცნობასა მეძიებელმან ქალწულმან ჴმა-ყო მ[6r]სახურისა მიმართ: წიაღთაგან უბიწოთა ვითარ არს შობაჲ შესაძრწუნებელი, მითხარ მე? რომლისა მიმართ იგი იტყოდა შიშით, გარნა მჴმობელი ესრეთ:
გიხაროდენ, მესა[6v]იდუმლეო განზრახვისა გამოუთქუმელისაო.
გიხაროდენ, წყაროო მოქენეო სარწმუნოებისაო.
გიხაროდენ, დასაბამო ქრისტეს საკჳრველებათაო.
გიხაროდენ, თავო სჯულთა მისთაო.
გიხაროდენ, [7r] კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოჴდა ღმერთი.
გიხაროდენ, ჴიდო წიაღმყუანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ.
გიხაროდენ, ანგელოზთა მრავალგანთქუმულო, საკჳრველებაო.
გი[7v]ხაროდენ ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყალობაო.
გიხაროდენ, ნათლისა გამოუთქუმელისა მშობელო.
გიხაროდენ, თუ ვითარ არავისო მასწავლელო.
გიხაროდენ, ბრძენთასა ზე[8r]შთაქმნილო მეცნიერებასა.
გიხაროდენ, მორწმუნეთასა განმაბრწყინვებელო მცნობელობასა.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ძა[8v]ლი მაღლისაჲ აგრილობდა მაშინ მიდგომისათჳს უქორწინებელსა ნაყოფისაგან საშოსა მისსა, ვითარცა აგარაკისაგან აჩუენა [9r] სიტკბოება ყოველთა მნებებელთა. მოსთულებასა მაცხოვარებისასა, გალობით ესრეთ: ალელუაჲ.
მქონებელი ღმრთისშემწყნარ[9v]ებელისა საშოჲსაჲ ქალწული აღვიდა ელისაბედის მიმართ, ხოლო ჩჩჳლმან მისმან მეყუსეულად აგრძნა რაჲ მოკითხვაჲ მისი, ჰკრთებოდა [10r] და განკრთომით, ვითარცა გალობით, ჴმობდა ღმრთისმშობელისა მიმართ: გიხაროდენ, ვაზო მორჩისა დაუჭნობელისაო.
გიხაროდენ, ქუეყანა[10v]ო უკუდავისა ნაყოფისაო.
გიხაროდენ, მენერგისა ცხორებისა ჩუენისაჲსა აღმომაცენებელო.
გიხაროდენ, მუშაკისა კაცთმოყუარისა მომმუშა[11r]კებელო.
გიხაროდენ, ორნატო, გამომღებელო ნაყოფსა წყალობისასა.
გიხაროდენ, ტაბლაო, მტჳრთველო უხუებასა ლხინებისასა.
გიხაროდენ, [11v] რამეთუ განჰმზადებ ნავთსაყუდელსა სულთასა.
გიხაროდენ, რამეთუ აღმოამორჩებ ყუავილსა საშუებელთასა.
გიხაროდენ, მითუალულო, მეოხებ[12r]ისა საკუმეველო.
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა სალხინებელო.
გიხაროდენ, ღმრთისა მოკუდავთა მიმართ სათნოყოფაო.
გიხაროდენ, მოკუდავ[12v]თა ღმრთისა მიმართ კადნიერებაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ღელვასა შინაგან მქონებელი გულისსიტყუათა იჭუეულთასა მარ[13r]თალი იოსებ შეშფოთნა, რამეთუ უქორწინებელსა გხედვიდა შენ, და დაფარულსა ქორწილსა აზმნობდა შენთჳს, უბიწოო, ხოლო [13v] ისწავა რაჲ მიდგომაჲ შენი სულისა მიერ წმიდისა, ჴმა-ყო: ალელუაჲ.
ესმა მწყემსთა ანგელოზთა მგალობელთა ჴორციელსა მოსლვა[14r]სა ქრისტესსა, და ვითარცა მწყემსისა მიმართ მსრბოლთა იხილეს იგი, ვითარცა კრავი უმანკოჲ, მუცელსა შინა მარიამისსა აღზრდილად, [14v] რომლისა მგალობელთა თქუეს: გიხაროდენ, ტარიგისა და მწყემსისა დედაო.
გიხაროდენ, ქნარო სიტყჳერთა ცხოვართაო.
გიხაროდენ, უხილავთა [15r] მჴეცთა მაოტებელო.
გიხაროდენ, სამოთხისა ბჭეთა განმხუმელო.
გიხაროდენ, რამეთუ ზეცისანი ქუეყანისათა თანა მწყობრობენ.
გიხაროდენ, დაუდუ[15v]მებელო პირო მოციქულთაო.
გიხაროდენ, ახოვანებაო, უძლეველო, ღუაწლით შემოსილთაო.
გიხაროდენ, სარწმუნოებისა ხარისხო [16r] მტკიცეო.
გიხაროდენ, მადლისა საცნაურო ბრწყინვალებაო.
გიხაროდენ, რომლისა მიერ განშიშულდა ჯოჯოხეთისა იგი მძლავრებაჲ.
გიხაროდენ, [16v] რომლისა მიერ შევიმოსეთ დიდებაჲ.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ღმრთივმავალისა ვარსკულავისა მხილველნი მოგუნი მის[17r]სა შეუდგეს ბრწყინვალებასა და, ვითარცა სანთლისა მპყრობელნი მისნი, მის მიერ ეძებდეს ძლიერსა მეუფესა. და მისწუ[17v]თეს რაჲ მიუწთომელსა, განიხარეს მჴმობელთა ესრეთ: ალელუაჲ.
იხილეს ყრმათა ქალდეველთასა ჴელთა ზედა ქალწულისათ[18r]ა ჴელითა დამბადებელი კაცთაჲ, და მეუფედ მცნობელნი მისნი, დაღაცათუ ხატი მონისაჲ მიიღო, ისწრაფეს ძღუნითა მსახ[18v]ურებად მისა და ღაღადებდეს კურთხეულისა მიმართ:
გიხაროდენ, ვარსკულავისა დაუვალისა დედაო.
გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოჲსა [19r] დღისაო.
გიხაროდენ, საჴუმილსა საცთურისასა დამაცხრობელო.
გიხაროდენ, სამებისა მესაიდუმლოეთა მცველო.
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთმ[19v]ოძულეთა მთავრობისაგან განმდევნელო.
გიხაროდენ, უფლისა კაცთმოყუარისა ქრისტეს გამომაბრწყინვებელო.
გიხაროდენ, სიხენეშისა საქმეთაგან გამ[20r]ომჴსნელო.
გიხაროდენ, ბარბაროსთა სჯულისა დამჴსნელო.
გიხაროდენ, ცეცხლისა თაყუანისცემისა დამაცხრობელო.
გიხაროდენ, ალი[20v]სა ვნებათაჲსა დამშრეტელო.
გიხაროდენ, მორწმუნეთათჳს სიწმიდისა მასწავლელო.
გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა მხიარულმყოფელო.
გიხაროდენ, სძალ[21r]ო უსძლოო.
ქადაგ ღმერთშემოსილ ქმნილნი მოგუნი მიიქცეს ბაბილოვნად. სრულ-ყვეს რაჲ უწყებაჲ შენი და ქ[21v]ადაგეს ყოველთა შორის ქრისტედ, დამტევებელთა ჰეროდესთა, ვითარცა მოკიცხულისა, არმეცნიერისად გალობად ალელუაჲ.
გამობრ[22r]წყინდა რაჲ ეგჳპტეს შინა ნათელი ჭეშმარიტებისაჲ, განსდევნე ბნელი ტყუვილისაჲ, რამეთუ კერპნი მისნი, მაცხოვარ, ვერთა[22v]ვსმდებელნი ძალისა შენისანი, დაეცნეს, ხოლო მათგან ჴსნილნი ჴმობდეს ღმრთისმშობელისა მიმართ:
გიხაროდენ, აღმართებაო კაცთაო; [23r]
გიხაროდენ, დაცემაო ეშმაკთაო.
გიხაროდენ, საცთურისა ცთომილებისა დამთრგუნველო.
გიხაროდენ, კერპთა ზაკულებისა მამხილებ[23v]ელო.
გიხაროდენ, ზღუაო, საცნაურისა ფარაოჲსა დამნთქმელო.
გიხაროდენ, კლდეო, წყურიელთათჳს ცხორებისა მწთეველო.
გიხაროდენ, სუეტო [24r]ცეცხლისაო, წინამძღუარო ბნელისათაო.
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა საფარველო, უვრცელესო ღრუბელთაო.
გიხაროდენ, საზრდელო, მონაც[24v]ვალეო მანანაჲსაო;
გიხაროდენ, მსახურო საშუებელისა წმიდისაო.
გიხაროდენ, ქუეყანაო აღთქუმისაო.
გიხაროდენ, რომლისაგან სდის სძე და თაფლ[25r]ი.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ეგულებოდა რაჲ სჳმეონს აქაჲსა საუკუნოსა საცთურისაგან მიცვალებაჲ, მიეცი მას ვითარცა ჩჩჳლი. არამედ ღმერთადცა სრულ[25v]ად საცნაურ-იქმენ მისა, რომლისათჳსცა განკჳრდა შენსა გამოუთქუმელსა სიბრძნესა ზედა მჴმობელი: ალელუაჲ.
ახალი აგებული გჳჩუე[26r]ნა, გამოგჳჩნდა რაჲ ამგებელი, ჩუენ, მის მიერ ქმნულთა უთესლოჲსაგან აღმოცენებულმან ნაყოფმან, და დამცველმან მისმან, ვითარ იყო, უხწნელად, რაჲთა [26v] საკჳრველებისა მხილველნი უგალობდეთ მას ჴმობით:
გიხაროდენ, აღდგომისა ხატო ბრწყინვალეო.
გიხაროდენ, ანგელოზთა ცხორებისა გამომაჩინე[27r]ბელო.
გიხაროდენ, ხეო ნაყოფელვარეო, რომლისაგან იზრდებიან მორწმუნენი.
გიხაროდენ, ნერგო კეთილჩრდილფურცლოვანო, რომლისა [27v] ქუეშე დაიგრილებენ მრავალნი.
გიხაროდენ, მიმხუეჭელო გამომჴსნელისა ტყუეთაჲსაო;
გიხაროდენ, ნაყოფადგამომღებელო წინამძღურისა შეცთ[28r]ომილთაჲსაო.
გიხაროდენ, მსაჯულისა მართლისა სავედრებელო.
გიხაროდენ, მრავალთა ცოდვათა შესანდობელო.
გიხაროდენ, სამოსელო შიშუელთაო უ[28v]ხრწნელო.
გიხაროდენ, წადიერებაო, ყოველთა სურვილთა მძლეო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
უცხოჲსა შობისა მხილველნი უცხო-ვიქმნნეთ ს[29r]ოფლისა, ზეცად მიცვალებულნი გონებითა, რამეთუ ამისთჳს მაღალი ქუეყანასა ზედა გამოჩნდა მსგავსად ზეცად, მგულებელი მიზიდვასა სიმა[29v]ღლედ მიმართ თჳსთა მღაღადებელთასა: ალელუაჲ.
ყოვლად იყო ქუეყანისათა შორის და ზენათაგან არა მოკლებულ იყო გარეშეუწერელი სიტყუაჲ, რამეთუ [30r] თანაშთამოსლვაჲ ღმრთეებრი და არცა ცვალებაჲ იქმნა ადგილებრი, და შობაჲ ქალწულისაგან ღმრთივმიმადლებულისა, მსმენელისა ამათისა: [30v] გიხაროდენ, ღმრთისა დაუტევნელისა დამტევნელო.
გიხაროდენ, პატიოსნისა საიდუმლოჲსა კარო.
გიხაროდენ, ურწმუნოთა იჭუნეულო სასმენელო.
გიხაროდენ, მორწმ[31r]უნეთა უეჭუელო სიქადულო.
გიხაროდენ, საყუდარო ყოვლადწმიდაო ზესთა ქერობინთასაო.
გიხაროდენ, სავანეო ყოვლადრჩეულო სერაბინთა ზედა [31v] განსუენებულისაო.
გიხაროდენ, წინააღმდგომთა იგივეობად მომყუანებელო.
გიხაროდენ, ქალწულებისა და შობისა შემაუღლებელო.
გიხაროდენ, [32r] რომლისა მიერ დაიჴსნა გარდასლვაჲ.
გიხაროდენ, რომლისა მიერ განეღო სამოთხე.
გიხაროდენ, კლიტეო ქრისტეს სამეუფოჲსათაო.
გიხაროდენ, სასოებაო კეთილთა საუკუნეთ[32v]აო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ყოველი ბუნებაჲ ანგელოზთაჲ განაკვირვა დიდმან შენისა განკაცებისა საქმემან, რამეთუ შეუხებელსა, ვითარცა ღმერთსა, გხედვიდეს [33r] ყოველთა შესახებელად კაცად, ჩუენდა უკუე თანამქცეველად, ხოლო მსმენელად ყოველთა მიერ ესრეთ: ალელუაჲ.
რიტორთა მრავალჴმათა, ვითარცა თევზთა [33v] უჴმოთა ვხედავთ შენდამი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უღონო არიან თქუმად, თუ ვითარ ქალწულადცა ჰგიე და შემდგომად შეუძლე შობად, ხოლო ჩუენ სა[34r]იდუმლოჲსა ძლით განკჳრვებულნი სარწმუნოებით ვჴმობთ: გიხაროდენ, სიბრძნისა ღმრთისა სავანეო.
გიხაროდენ, წინაგანგებისა მისისა საუნჯეო.
გიხაროდენ, ფილოს[34v]ოფოსთა სულელად გამომაჩინებელო.
გიხაროდენ, სიტყუაო ჴელოვანთა უსიტყუებისა მამხილებელო.
გიხაროდენ, რამეთუ სულელ-იქმნნეს მრავალღონენი [35r] გამომეძიებელნი.
გიხაროდენ, რამეთუ დაჭნეს მოქმედნი იგი ზღაპართანი.
გიხაროდენ, ათინელთა თხზულებისა განმხეთქელო.
გიხაროდენ, მეთევზურთა ბადეთა [35v] აღმავსებელო.
გიხაროდენ, სიღრმით უმეცრებისაჲთ აღმომყუანებელო.
გიხაროდენ, მეცნიერებით მრავალთა განმანათლებელო.
გიხაროდენ, ნავო მნებებელთა ცხო[36r]ვნებისაო.
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო საწუთოსა შინა ღელვაგუემულთაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ცხოვნებაჲ რაჲ ყოვლისა სოფლისაჲ [36v] ინება ყოველთა შემამკობელმან, ამისდა მომართ თვითაღძრვით მოიწია, და რომელი ღმერთი იყო, ვითარცა კაცი, ჩუენთჳს გამოჩნდა, რამეთუ მსგავსითა მსგავსსა მოუწ[37r]ოდა, ვითარცა მნებებელმან სმენად: ალელუაჲ.
ზღუდე ხარ ქალწულთა, ღმრთისმშობელო ქალწულო, და ყოველთა შენდა მოლტოლვილთაჲ, რამეთუ ცისა და ქუეყანისა დამბადე[37v]ბელმან აღგაშენა შენ, უხწნელო, დაემკჳდრა რაჲ საშოსა შენსა და ასწავა ყოველთა ჴმობად შენდა:
გიხაროდენ, ძეგლო ქალწულებისაო.
გიხაროდენ, [38r] ბჭეო ცხორებისაო.
გიხაროდენ, დასაბამო საცნაურისა აღმოდაბადებისაო.
გიხაროდენ, მომნიჭებელო ღმრთაებრისა სასოებისაო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ გო[38v]ნიერ-ყვენ შეცთომილნი პირველ.
გიხაროდენ, ხრწნილებისაგან უჩინომყოფელო.
გიხაროდენ, დამთესველსა უთესლოჲსა სძლობისაო.
გიხაროდენ, [39r] მორწმუნეთა უფლისათა სამკაულო.
გიხაროდენ, შუენიერებაო სიკეთეო ქალწულთაო.
გიხაროდენ, სულთა წმიდათა სასძლოო შესამოსელო.
გიხაროდენ, ს[39v]ძალო უსძლოო.
გალობაჲ ყოველი იძლევი[ს], თანაგანვრცობად მოსწრაფედ სიმრავლესა ფრიადთა მოწყალებათა შენთასა, რიცხუედთა ფსალმუნთა და [40r] საგალობელთა შევსწირავთ შენდა, მეუფეო წმიდაო, რამეთუ ვერარასა სრულ-ვჰყოფთ ღირსსა, რომელნი მომცენ მღაღადებელთა შენთა: ალელუაჲ.
ნათლი[40v]სა მტჳრთველად ლამპრად, ბნელისათჳს გამოჩინებულად, ვხედავთ წმიდასა ქალწულსა, რამეთუ უნივთოთა ნათლითა მნთებარე საღმრთოჲ[სა] მეცნ[41r]იერებისა მიმართ მიუძღჳს ყოველთა ცისკარი, განმანათლებელი გონებისაჲ, ხოლო ღაღადებით პატივცემული ესრეთ: გიხაროდენ, შარავანდედო საცნ[41v]აურისა მზისაო.
გიხაროდენ, ლამპარო დაუვალისა ნათლისაო.
გიხაროდენ, ელვაო სულთა განმაბრწყინვებელო.
გიხაროდენ, უხილავთა მტერთა [42r] განმაკრთობელო.
გიხაროდენ, რამეთუ მრავალნათელსა აღმოაბრწყინვებ განათლებასა.
გიხაროდენ, რამეთუ მრავალნეკტარსა აღმოაცენებ მდინარეს[42v]ა.
გიხაროდენ, ემბაზისა მსგავსებისა გამომხატველო.
გიხაროდენ, ცოდვისა ბიწისა წარმრღუნელო.
გიხაროდენ, საბანელო განმწმედელო სჳნიდისისაო.
გიხაროდენ, ტა[43r]კუკო განზავებულო სიხარულითა.
გიხაროდენ, მირონო ქრისტეს სურნელებისაო.
გიხაროდენ, ცხორებისა საიდუმლოჲსა სერობაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლო[43v]ო.
მადლის მიცემისა მნებებელი, შეცოდებათა პირველთა ყოველთა კაცთა ვალისა დამჴ[ს]ნელი მოვიდ[ა] თავისა მიმართ თჳსისა მადლისა მ[44r]ისისაგან განშორებულთა მიმართ და განხეთქა რაჲ ჴელითწერილი, ესმის ყოველთა მიერ ესრეთ: ალელუაჲ.
მგალობელნი შენნი შობისა შენის[44v]ანი შეგასხამთ შენ ყოველნი, ვითარცა სულიერსა ტაძარსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენსა დაემკჳდრა საშოსა მპყრობელი ყოველთაჲ ჴელითა უფალი, განწმიდა და ადიდა, და ას[45r]წავა ყოველთა ღაღადებად შენდა:
გიხაროდენ, კარავო ღმრთისა სიტყჳსაო.
გიხაროდენ, წმიდისა წმიდათაჲსა უაღრესო.
გიხაროდენ, კიდობანო ოქროვანქმნილო სულითა.
გიხაროდენ, საუნჯეო [45v] ცხორებისაო. დაუფლველო.
გიხაროდენ, პატიოსანო გჳრგჳნო მეფეთა კეთილადმსახურთაო.
გიხაროდენ, სიქადულო წარჩინებულო კრძალულთა მღდელთაო. [46r]
გიხაროდენ, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო.
გიხაროდენ, მეფობისა დაურღვეველო ზღუდეო.
გიხაროდენ, რომლისა მიერ აღდგებიან ძლევანი.
გიხაროდენ, რომლისა მ[46v]იერ მტერნი დაეცემიან.
გიხაროდენ, ნათლისა ჩუენისა სრულებაო.
გიხაროდენ, სულისა ჩუენისა სასოებაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ჵ, ყოვლადსაგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა [47r] წმიდათა უწმიდესისა სიტყჳსაო, მიმთუალველმან აწინდელისა ამის ძღუნისამან ყოვლისა განსაცდელისაგან იჴსნენ ყოველნი და მერმისა სატანჯ[47v]ველისაგან გამოიჴსნენ ყოველნი მღაღადებელნი [ესრეთ]: ალელუაჲ.
[48r] ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ, უკუეთუ გსურის ხილვაჲ მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა.
შეიწყნარე აწ, დიდებულო დედოფალო ჩემო სახიერო, გლახაკი ვედრებაჲ [48v] ჩემი უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული, ვითარცა ყოვლისა მეცნიერმან და, უფროჲსღა ჩემისა უძლურებისამან. მე უკუე შენ მიერ ვიცან გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ, შენ მიერ აღმოვიწოდე ადგილთაგან სასიკუდი[49r]ნეთა, რომლისათჳს საქმენი ჩემნი და მოძრაობანი ღამისანი და დღისანი, საქმითნი და სიტყჳთნი, მეცნიერებით[ნი] და უმეცრებითნი, შენ უწყნი და მეცნიერ ხარ და შენ შუვამდგომელად ქრისტეს მიმართ, [49v] ჭეშმარიტისა ღმრთისა, მომიგიე. შენ შემეწიე მე, შენ შემიწყალე მე, შენ იყავ თანამოქმედ ჩემდა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, ნებისაებრ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისა.
შენ უწყი, ზეშთასახიერ[50r]ო დედოფალო, რამეთუ სიჩჩოჲთგან ფრჩხილთა ჩემთაჲთ და დედობრივთა წიაღთა შენდა შევვარდი და შენ შეგევედრე; დაღაცათუ ბოროტად დავიცევ თავი ჩემი, გარნა არა [50v] უწყი სხუაჲ შესავერდებელი, ანუ მწე, გინა ჴელისაღმპყრობელი და ღმრთისა მიმართ შუვამდგომელი, გარნა შენ, დედოფალო ჩემო. ყოველთავე საქმეთა ჩემთა უადგილოთა [51r] შენ მიგითხრობ და შენ აღჴოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. შენ უწყი, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხოჲ და არა მაქუს ადგილი, სადა თავი მივიდრიკო, [51v] გარნა შენდამი, დედისა ქრისტეს ღმრთისა ჩემისა; შენ ხარ შემწე ჩემი, დედოფალო; შენ ხარ მჴსნელი ჩემი; შენ ხარ მფარველი ჩემი; შენ ჩემი ღმრთისა მიმართ თავსმდები; შენ მამაჲ ჩემი; შენ ჩემი წინამძღვარი; [52r] შენ ჩემი მოგზაური; შენდამი დამიც ყოველი სასოებაჲ ჩემი; შენ იცი უღონობაჲ ჩემი, რამეთუ არავინ მაქუს, გარნა შენ და შენგან შობილი ქრისტე. ამისთჳს ნუ მომიძაგებ მე და ნუ განმაგ[52v]დებ მე, სახიერო, ნუცა სძლევს სიმრავლე ბოროტთა ჩემთაჲ შენსა სახიერებასა. გაქუს უფსკრული მოწყალებისაჲ, ვითარცა ზეშთამოწყალი[53r]სა ღმრთისა დედასა; მხოლოდ ინებე და მე ვცხოვნდე. ვერვინ წინააღგიდგების შენ, რამეთუ დედა ხარ, რომელმან ყოველივე შეჰქმნა, ღმრთისა ჩემისა [53v] იესუსი. ვიცი, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი და არა ვარ ღირს აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა სიმრავლისაგან უსჯულოებათა ჩემთაჲ[54r]სა, არამედ თუ მოიხილავ ჩემ ზედა, არავინ არს დამაყენებელ. შემეწიე მე, წმიდაო დედოფალო ჩემო, შემეწიე მე, და ნუ შემერაცხების მე ესე [54v] ცოდვად, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, არამედ უფროჲსღა მომეც მე სინანული, მომეც მე წყაროჲ ცრემლთაჲ, მომეც მე სულთქუმაჲ და შემუსრვაჲ გულისაჲ, [55r] რაჲთა ვსტიროდე უბადრუკთა საქმეთა ჩემთა, რამეთუ მე ვარ დედოფალო ღმრთისმშობელო, უფსკრული ცოდვათაჲ. მე ვარ, დედოფალო, რომელმან ზეშთა [55v] ყოველთა ბუნებათა ვიუსჯულოე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა. ვიცი, დედოფალო, რამეთუ უსიტყუელ ვარ და უღირს ყოვლისა კაცთმოყუარებისა და ღირს ყოვლი[56r]სა ტანჯვისა და არა მაქუს სიტყუაჲ სიტყჳს–მიცემად; ამისთჳსცა მოწყალებისა მიმართ ძისა და ღმრთისა შენისა მოვივლტი და სახიერისა მეუფისა ჩ[56v]ემისა და შემოქმედისა; შენ მიძღოდე მე და მმართებდი და განმსწავლე მე, ღმრთისმშობელო. უსასყიდლოდ ვეძიებ შენთაგან მდიდართა წყალობათა; [57r] შემიწყალე მე, რომელსა ყოველი სასოებაჲ ჩემი შენდამი დამიც, და მასწავე მე ძლიერებაჲ შენი, ღმრთისმშობელო, და რამეთუ უკუეთუ მე მაცხოვნო, ცოდვილი, დიდ არს [57v] შენი წყალობაჲ, დიდ მოწყალებაჲ, დიდ შენი ძჳრუჴსენებელობაჲ და სულგრძელებაჲ; და რამეთუ უკეთუ ღირსსა შეეწიო და შეიწყალო, ესე არა არს საკჳრვ[58r]ელ, არამედ უფროჲსღა მე შემეწიე, არამედ მე შემიწყალე. მომეც ჴელი შეწევნისაჲ, რომელი ქუემდებარე ვარ, _ მე უდებსა, მე დაჴსნილსა, მე უმადლოსა და [58v] უგულისჴმოსა, ფიცხელსა და უნანელსა და ყოვლითა ძჳრითა საქმითა და სიტყჳთა შეგინებულითა აღსავსესა და _ წესითაცა, უცხოსა ყოვლისაგან [59r] კეთილისმოქმედებისა. ჰე, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, მოწყალე-იქმენ ჩემ ზედა, უღონოსა, უცხოსა და საწყალობელსა, და ყავ ჩემ ზედა მდიდრად წყალ[59v]ბაჲ შენი, რაჲთა ცხოვნებულმან ვაქო შენგან შობილი ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი ჩემი და გადიდო შენ, ჩემი მაცხოვარი, ჩემი ნუგეშინისმცემელი, ჩემი [60r] ჴელისაღმპყრობელი და ჩემი მცველი. შემეწიე მე, წმიდაო დედოფალო, შემეწიე მე და ღირს-მყავ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემი[60v]სათა, რაჲთა ვყო ნებაჲ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისაჲ, და რაჲთა ვჰმსახურო მას, ვითარცა ჯერ–არს, და ესრეთ აღვესრულო, დედოფალო ჩემო ღ[61r]მრთისმშობელო, და წმიდათა ანგელოზთა მიერ ძღომილ-ვიქმნე მისისა მის წმიდისა და ნათლითშემოსილისა საყოფელისა მიმართ, რამეთუ მისსა შ[61v] [უენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
[62r] „მიწყალე მე...“ და გალობაჲ
გალობაჲ: „ზღუაჲ უვალი რომელი მყარ ქუეყანა იქმნა“...
წიგნად სიტყჳსა ღმრთისა სულიერად სულისა მიერ წმიდისა დაბეჭდულად გიხილა რაჲ დიდებულმან ძალთ]ა მთ[62v]ავარმან და ჴმა-ყო:
გიხაროდენ, სძალო საუნჯეო საღმრთოჲსა ცხორებისაო.
გიხაროდენ, ადამის აღდგომაო, ღმრთისა დედაო.
გიხაროდენ, პალატო ქრისტეს მეუფისა[63r]ო და ცეცხლისფერო საყდარო.
გიხაროდენ, ჯოჯოხეთისა მძლავრებისა დამარღუეველო.
[გიხაროდენ], ვარდო დაუჭნობელო.
გიხაროდენ, გამომღებელო საღმრთოჲსა ხილისაო.
გ[63v]იხაროდენ, მშობელო მეუფისაო, სოფლისა ცხორებაო და მტჳრთველო მირონისა მის საუფლოჲსაო.
[გიხაროდენ] სიწმიდისა ტაძარო, აღდგომაო დაცემულ[64r]თაო, შროშანო შუენიერო, საკუმეველო სურნელო, სუნნელმყოფელო ყოვლისა სოფლისაო.
გიხაროდენ, მირონო მრავალსასყიდლისაო.
გალობაჲ: „მგალობე[64v]ლნი [შენნი, სანატრელო დედაო“]...
გიხაროდენ, ტრაპეზო სულიერო პურისა მის ცხორებისაო.
გიხაროდენ, წყაროჲსა მის ცხოველისა საუნჯეო.
გიხაროდენ, ჴუვილისა დაუთესველისა ყანაო.
[გიხაროდენ] დი[65r]აკეულო ზუარაკისა მის ყოვლადუბიწოჲსა მშობელო.
გიხაროდენ შენ, ტარიგო ცოდვათა ამხუმელისა მის კრავისა ღმრთისა დედაო, კაცთა ცხორებისა [65v] მიზეზო.
გიხაროდენ, ცისკარო ბრწყინვალეო, რომელმან აღმოაბრწყინვე მზე; ნათლისა სამკვიდრებელო და წყუდიადისა დამჴსნელო და ძალთა და ბნელთა ს[66r]ულთა ბოროტთა წარმწყმედელო.
გიხაროდენ, ბჭეო ნათლისაო, რომელი განვლო ღმეთმან მხოლომან და ბჭენი ქუესკნელისანი შემუსრნა საღმრთოჲთა ძალითა, [66v] და ბჭენი ცხორებისანი განუხუნა კაცთა, დედოფალო.
გალობაჲ: „იესუ, მჯდომარე [დიდებით“]...
ჴმითა შესხმისაჲთა გიგალობთ, ქალწულო საგალობელო, მთაო პოხილო და შ[67r]ეყოფილო სულითა წმიდითა.
გიხაროდენ, სასანთლეო და ტაკუკო მანანაჲსაო, დამატკბობელო საცნობელთაო; გიხაროდენ, ჵ, დედოფალო სოფლისა სალხინებელო და ქუეყანი[67v]თ ზეცად ამაღლებულო კიბეო.
გიხაროდენ, ჴიდო წიაღმყუანებელო სიკუდილისაგან ცხორებად შემსხმელთა ყოვლადწმიდაო.
გიხაროდენ, ცათა უმაღლესო, ქუეყანისა შემოქმედისა [68r] უცხოდ დამტევნელო.
გიხაროდენ, რომელმან შეღებე სისხლითა შენთაგან პორფირი სამეუფო ღმრთისა და მეუფისა ძალთასა, ქრისტეს მჴსნელისაო.
გიხაროდენ, სჯულისა მდაბლისა ჭეშმარიტისა [68v] მშობელო, რომელმან ცოდვანი ყოვლეთანი აღჴოცენ, გამოუთქუმელო სიმაღლეო, და განუცდელო სიღრმეო, რომლისა მიერ ღმერთ ვიქმნენით ადამიანნი.
შენ, რომელმან შე[69r]უთხზენ სოფელსა ჴელითუქმნელი გჳრგჳნი, შესხმით გიღაღადებთ და ვიტყჳთ:
გიხაროდენ, ქალწულო ყოველთა მცველო, მტკიცეო ზღუდეო და ძალო, და შესავედრ[69v]ებელო შეუხებელო.
გალობაჲ: „ნაწილ ჩემდა ხარ...“
გიხაროდენ, ქალწულო, რომელმან გვიშევ გზაჲ ცხორებისა და წყლითრღუნისაგან ცოდვისა გჳჴსნენ ჩუენ, სასმენე[70r]ლო და სასიტყუელო შესაძრწუნებელო.
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო.
გიხაროდენ, ტაძარო ყოველთა მეუფისაო.
გიხაროდენ, უხრწნელო ძალო და სიმტკიცეო კაცთაო, და [70v] ადგილო ღმრთისა დიდებისაო; სასძლოო ნათლისაო და მკლავო სიმტკიცისაო, სიხარულო ანგელოზთაო, შემწეო მორწმუნეთა მვედრებელთა შენთა[71r]ო.
გიხაროდენ, სიტყჳსა ეტლო და საყდარო ცეცხლისფერო.
გიხაროდენ, სამოთხეო წმიდაო, ხისა მის ცხორებისა გამოუთქუმელად მტჳრთველო, რომლისა სიტკბოებაჲ [71v] ცხოველ-ჰყოფს სარწმუნოებით მიმღებელთა მისთა, ყოვლადწმიდაო,
შენ მიერ ცხოვნებულნი სარწმუნოებით გიღაღადებთ შენ.
გიხაროდენ, ქალაქო ღმრთისაო, რომლისათჳს ითქუა: [72r] „ჭეშმარიტად დიდებული...“ და „მთაო გამოუკუეთელო, რომლისაგან უჴელოდ გამოეკუეთა ქრისტე“.
გიხაროდენ, უსძლოო, ვრცელო სადგურო მეუფისაო; უსასყიდლოჲსა მარგალიტისა _ [72v] უზეშთაეს სიტყჳსა _ გამომაბრწყინვებელო ღმრთისა და გალობისა მიზეზო; მადიდებელთა შენთა განსაცდელთაგან მჴსნელო.
გალობაჲ
ცოდვისა სი[ღრმეთა დამთქეს მე]...
გიხაროდენ, ტაძარო ღმრთის[73r]აო, მიზეზო ყოველთა განღმრთობისაო.
გიხაროდენ, ჴმამაღალო ღმრთისმეტყუელთა ქადაგებულო.
გიხაროდენ, მოციქულთა შუენიერებაო; შენგან გარდამოეცა ცუარი, დამშრ[73v]ეტელი უღმრთოებისა ცეცხლისა; ამისთჳსცა გიღაღადებთ, ყოვლადწმიდაო საწმისო, რომელი პირველ გიხილა გედეონ.
გიხაროდენ, რომელნი ვჴმობთ „გიხაროდენსა“, გუექმენ ნავთ[74r]საყუდელ ღელვაგუემულთა და შესავედრებელ მყუდრო უფსკრულისაგან ჭირთასა გარეშეცვულთა, ყოვლადწმიდაო.
ჵ, სიხარულისა მიზეზო, მხიარულ-ჰყუენ [74v] გულისსიტყუანი ჩუენნი, რაჲთა ქებით გიგალობდეთ.
გიხაროდენ, სულმცირეო ღრუბელო ნათლისაო, მფარველო მორწმუნეთაო.
იბაკოჲ
ზეშთამბრძოლისა ჩუენის[75r]ათჳს და მოღუაწისა უძლეველისა. ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ ქალაქი შენი, არამედ [75v] ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ანგელოზი წინამ[76r]დგომი...
გალობაჲ: „არა ჰმსახურეს [დაბადებულსა“]...
გიხაროდენ, მზისა საცნაურისა ეტლო შუენიერო და ვენაჴო კეთილო, გამომღებელო [76v] ტევანსა ტკბილსა, რომელმან გვიწდია ღჳნო მახარებელი გულთა სურვილით მგალობელთა შენთა, ღმრთისა დედაო.
გიხაროდენ, შენ სძალო ღმრთისაო, რომელმან გჳშევ მკურნალი ყოველთა, [77r] კურთხეულო, რომელმან აღაყუავილე ყუავილი დაუჭნობელი.
გიხაროდენ, ქალწულო სიხარულისა უოხჭნოჲსა მომატყუებელო.
ენა მეტყუელთა ვერშემძლებელ არს ღირსად [77v] გალობასა შენსა, დედოფალო, რამეთუ უფროჲს სერაფიმთა ამაღლდი, ჰშევ რაჲ ქრისტე, მჴსნელი ჩუენი, რომლისაგან ითხოვე დაცვაჲ ქალაქისა შენისაჲ განსაცდელთაგან.
გნატრი[78r]ან კიდენი სოფლისანი, დედაო ღმრთისაო, და სურვილით[ა] ჴმობენ: გიხაროდენ შენ, გრაგნილო, რომელსა ზედა დაიწერა სიტყუაჲ მამისაჲ თითითა მისითა. მისგან ითხოვე, რაჲთა აღგუწერ[78v]ნეს ჩუენ ზეცათა შინა.
შეგივრდებით ჩუენ, მონანი შენნი, და გულისა ჩუენისა მუჴლთა მოვიდრეკთ; ღმრთისა დედაო, მოყავ ყური შენი და გჳჴსნენ ჭირთაგან დანთქმულ[79r]ნი; მტერისა ბრძოლისა და წარტყუენვისაგან დაიფარე ქალაქი შენი.
გალობაჲ: „ყრმანი ბრწყინვალენი...“
შეიწყნარე სიტყუაჲ საშოსა შენსა და მტჳრთველი ყოველთაჲ წია[79v]ღითა იტვირთე, და სძითა ზრდიდი, სძალო, ყოვლისა სოფლისა მზრდელსა ზესთა ცნობისა და გონებისა. ამისთჳს ვიტჳთ: უფალსა უგალობდეთ ყოველნი და უფროჲსად აღამაღლ[80r]ებდით მას უკუნისამდე.
მოსე იხილა მაყულოვანსა შინა შობისა შენისა საიდუმლო; ყრმათა ცხადად ქადაგეს ცეცხლსა შინა შეცურეულთა ყრმათა, ყოვლად უბიწოო [80v] ქალწულო. ამისთჳს ვიტყვით: უფალსა უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას.
პირველ ურჩებითა განშიშულებულთა სამოსელი უხრწნელებისაჲ შევიმოსეთ შენგან შობითა, ს[81r]ძალო, რომელნი ვისხედით ბნელსა ცოდვათაჲსა, ნათელი წარუვალი ვიხილეთ, ქალწულო ნათლისა საუნჯეო, ამისთჳს აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე.
მკუდარნი შენმ[81v]იერ განცხოველდებიან, რამეთუ ცხორებაჲ არსობითი გჳშევ ჩუენ, სძალო; უტყუნი აღიტყუებიან, კეთროვანნი განიწმიდებიან, სენნი ივლტიან, ჰაერთა სულნი იძლ[82r]ევიან. ამისთჳს გიგალობთ, კურთხეულო, კაცთა ცხორებისა მიზეზო, ღმრთისა დედაო.
გიხაროდენ, მიმადლებულო სძალო, რომელმან შევ ცხორებაჲ დაბადებულთაჲ, რომლისა მიერ ზე[82v]ცად აღვმაღლდით ქუეყანისანი.
გიხაროდენ, ზღუდეო დამცველო და მფარველო, და სიმტკიცეო მორწმუნეთაო, რომელნი აღამაღლებენ ქრისტესა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
გალობაჲ: „ყოველნი ტომნი [83r] ქუეყანისანი...“
რაჲთა მადლობით „გიხაროდენსა“ გიღაღადებდეთ; შენ მიერ სიხარულისა ღირს ქმნილნი გჳჴსნენ ბარბაროზთა ზედამოსლვისაგან, ჭირთა და წყლულებათა და ყო[83v]ველთა ურვათა და ცოდვათა მიერ ჩუენ ზედა მოწევნულთა, ქალწულო წმიდაო, ღმრთისა დედაო.
იქმენ სიმტკიცე და ნათელ და ცხორებაჲ კაცთა ნათესავისა. ამისთჳს [84r] გიგალობთ შენ: გიხაროდენ, მთიებო აღვსებულო და მზეო ღმრთივბრწყინვალეო.
გიხაროდენ, ადამის აღმართებაო და კუალად სამოთხისა ბჭეთა განმღებელო, ღმრთისა დედა[84v]ო.
დავდგეთ კრძალულად სახლსა შინა ღმრთისა ჩუენისასა და ღაღად-ვყოთ: გიხაროდენ, ქალწულო, ქრისტეს დედაო, დედოფალო ჩუენო.
გიხაროდენ, შუენიერო შორის დედათა, სძალო.
გიხაროდენ შენ, [85r] მნათობო სოფლისაო, და შემწყნარებელო ჩუენო სამოთხეთა.
გიხაროდენ შენ, ტრედო წმიდაო, და დედაო ქრისტეს ღმრთისაო.
გიხაროდენ, ყოველთა მართალთა და მოღუაწეთა გჳრგჳნო.
გიხაროდენ, [85v] სიქადულო ყოვლისა სოფლისაო, ყოვლადწმიდაო, და ჩუენ, შემსხმელთა შენთა, ცხორებაო, ძალო და დიდებაო.
მოწყალე ექმენ ერსა შენსა, სახიერ, და უგულებელს–ყვენ შეცოდება[86r]ნი ჩუენნი მეოხებითა დედისა შენისაჲთა, რომლისაცა სათნო იყავ სამკჳდრებელად შენდა, ყოვლად ძლიერო, და გჳჴსნენ ყოველთაგან მტერისა საბრჴეთა და განსაცდელთაგან.
გამოა[86v]ვლინეჲ: გიხაროდენ, მიმადლებულო, გაბრიელ გიღაღადა შენ...
გიხაროდენ, ცხედარო ცეცხლისფერო.
გიხაროდენ, დედაო ქრისტესო.
გიხაროდენ, ღმრთისმშობელო უბიწოო.
გიხაროდენ, კაცთა ცხო[87r]რებაო.
აქებდითსა: „მჴნენი...“
დაფარული საიდუმლო, ანგელოზთა უცნაური, აწ ერწმუნა გაბრიელსა მთავარანგელოზსა. და აჰა, ესერა, მოვალს შენდა [87v] მხოლოსა უბიწოსა, ტრედსა უმანკოსა, ადამიანთა მჴსნელსა და გიღაღადებს:
გიხაროდენ, ქალწულო, განემზადე სიტყჳთა სიტყჳსა ღმრთისა შეწყნარებად წიაღთა შენთა, უბ[88r]იწოო.
ნათლისა სავსე პალატი განგიმზადა, მეუფეო, საშოჲ ყოვლადუხრწნელისა ღმრთისა დედისაჲ. მოვედ, უფალო, გარდამოჴედ, აცხოვნენ ქმნილნი შენნი შურითა დაცემული და ზა[88v]კუვითა დამონებული მჴდომისა მიერ, და ყოვლად უჴმარქმნილი და შენისა მოლოდებისა მოსავი და გარდამოსლვისა მოქენე.
გაბრიელ ძალთა მთავარი მოვალს შენდა, [89r] უბიწოო, რაჲთა გიღაღადოს შენ ბრწყინვალითა ჴმითა. იხარებდ წყევის დამჴსნელო და კაცთა აღდგომაო.
გიხაროდენ, მხოლოო, გამორჩეულისა ღმრთისაო.
გიხაროდენ შენ, [89v] სულმცირეო ღრუბელო, შეიწყნარე მზე სიმართლისა დამბადებელი შენდა სიმდაბლით მომავალი.
დიდებაჲ, აწ და...
მჯდომარე...
ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა ღმრთის[90r]მშობელსა, რაჟამს იგი ეტყოდა მას ანგელოზთა მთავარი სიტყუათა ხარებისათა, რომლისათჳსცა სარწმუნობით შეიწყნარა მოკითხუა იგი და მუცლად-გიღო შე[90v]მოქმედი საუკუნეთა ღმერთი. ამისთჳს გიღაღადებთ სიხარულით ჩუენცა, კაცთმოყუარეო, რამეთუ განჰკაცენ მისგან უქცეველად და გამოუთქუმელად. მშჳდობა მომადლე სოფელსა [91r] და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.