შესავალი

წინამდებარე „დაუჯდომელი და ლოცვანი“ (დაცვულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში (H 284). ეს ნუსხური ხელნაწერი ქეთევან დედოფლის ბრძანებით გადაუწერია ქვათახევის წინამძღვარს, იოანე ავალისშვილს: „ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა და ამზეგრძელე დედოფალთდედოფალი, პატრონი ქეთაონ(!). მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მისისანი, ამინ! რომლისა ბრძანებითა აღიწერა წმიდაჲ ესე წიგნი დღითიდღე სალოცველი ჴელითა ფრიად ცოდვილისა ქუათაჴევის წინამძღვრისა ავალისშვილისა იოანესითა“ [137r – 138r]. ეს ხელნაწერი შემდეგ მეფის ძის დავითის ხელში მოხვედრილა, რასაც მოწმობს მისი მინაწერი: „მეფის ძის დავითისა არის“ [2r]. ხელნაწერი 1890 წელს მიხეილ საბინინისთვის უბოძებია დავით ჩუბინაშვილს, საბინინს კი იგი გადაუცია ნიკოლოზ ზაალის ძის ჭავჭავაძისთვის: „წ. ესე დაუჯდომელი მიბოძა განსუჱნებულმან დავით ჩუბინაშჳლმან სახსოვრად პეტერბურღს, 1890 წელსა. მე მოვართვი მის ბრწყინვალებას, თავადს ნიკოლაოზ ზაალის ძეს ჭავჭავაძეს, ოდეს წმიდა ეკკლესიისთჳს დევნული ვიყავი და ვჰსცხოვრობდი დროებით მოსკოვს. მიხ. საბინინი 1892 წ.“ [1v]. სხვა მინაწერები: 1) ეს დაუჯდომელი თჳთ წმიდის მოწამის ქეთავან (!) დედოფლის ნაქონი არის. [2 r] 2) [138r] „რ[ომ]ელნი წმიდანი ამა დაუჯდომელჩიგაჲ ასწერა, შეგუეწიოს და მადლმან მისმან დაგუიცვას. [138v] სული ჩემი გ[ი]ორგისა და მისა მონაგართა პალაშვილმა ნიკო[ლო]ზის შავიმან გიორგიმა ვიყიდე სატყოჲოსაგან“. 3) [1r] ვიშოვნე . 4) ქ. ჯერ არს: დუმილი: თანათგან: ვერ: შე[...] ღირსებით: ქებად: შენდა: დღეს, მშობელო: მხოლო: რომელთა: დავიდუმნეთ: შიშისაგან: შენისა: მსგავსად: შეძლებისა შენისა: შევსწირავთ: შენდა: შესხმა[სა:] ახლით: გალობით: 5) მარჯვენა კიდეზე: „...ლუარსაბ. თამარი (?)“. 6) [1v] „ვიხილე: კაცი...“ ტექსტისათვის აჲ დიფთონგი ტექსტში ქარაგმიანი ჲოტათი არის წარმოდგენილი. ჲ მეტობის შემთხვევაში ჲ­ს აღარ ვწერთ: მაგ. იბჲ~კონი – ვწერთ: იბაკონი. თჳს და ­თვის თანდებულის გრაფიკა აღრეულია. ჩვენ ყველგან ვწერთ ­თჳს ფორმით მითითების გარეშე. ჩუენ ნაცვალსახელი მუდამ დაწერილია ქარაგმით ჩ~ნ და ვხსნით ჩუენ ფორმით მითითების გარეშე. აღრეულია ვარსკულავ და ვარსკვლავ-ის დაწერილობა. ჩვენ ვირჩევთ ვარსკულავ ფორმას მითითების გარეშე. აღრეულია მტვირთველ და მტჳრთველ ფორმები. ჩვენ ვირჩევთ მტჳრთველ ფორმას აღრეულია თაყვან და თაყუან ფორმები. ჩვენ ვირჩევთ თაყუანს. ქყ~ნა ხელნაწერში ერთხელ გახსნილია ვინ-ით: ყოვლად იყო ქვეყანისათა შორის და ზენათაგან არა მოკლებულ იყო გარეშეუწერელი სიტყუაჲ (29v). დანარჩენი ცვლილებები დაწვრილებით იხილეთ იკითხვისებში, სადაც გატანილია, როგორც კალიგრაფიული, ასევე თარგმნისეული შეცდომები. ხელნაწერის ტრადიციული და თარგმნისეული შეცდომების გასასწორებლად ვსარგებლობდით პროფესორ ედიშერ ჭელიძის გამოცემებით. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, ლექსიკონი და შენიშვნები დაურთეს ლელა ღამბაშიძემ და მიხეილ-ელგუჯა გიუნაშვილმა