ლექსიკონი
აგრილობდა [8v] – უჩრდილავდა
ადგილებრი [30r] – ადგილობრივი
აზმნობდა [13r] – განიზრახავდა
არმეცნიერი [21v] - არმცოდნე
არსი [81v] – რაობა, ბუნება, აზრი, დედააზრი
აქაისა საუკუნოსა [25r] - აქ: ამ საუკუნიდან
აღმართება [23r] - აღდგენა
აღმოდაბადება [38r] – შობა
აღმომორჩება [11v] – ამოწვერვა (ბალახის, ნერგის).
აღტყუება [81v] – ამეტყველება; (უტყუნი აღიტყუებიან – მუნჯები ალაპარაკდებიან).
აღქუმა [118v] – აყვანა, აღება; (აღიქუ იგი მჴართა თჳსთა ზედა).
ბაბილოვნი [21r] - ბაბილონი (ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის, დედაქალაქი).
ბრძენთა ზეშთაქმნილი [7v] – ბრძენთა გონებაზე აღმატებული
ბჭე ცხორებისა [38r] – კარი ხსნისა
განკაფა [115v] – დალევა, გაცვეთა, დაუძლურება; (გუამი ჩემი განკფდა ცოდვასა შინა – ჩემი ტანი გაილია (გაცვდა) ცოდვაში).
განკრთომა [10r] – შეშინება
განმხმელი [15r] – გამღები (კარის).
განსუენებული [31v] – მოსვენებული
განუცდელი [68v] – უხილავი
განცხოველება [81v] – გაცოცხლება
გარდამოჴდა [7r] – გადმოვიდა, ჩამოვიდა ციდან
გარდასლვა [32r] – დანაშაული; (დაიჴსნა გარდასლვაჲ – დაირღვა დანაშაული).
გარესკნელი [117v] – გარეგანი
გარეშეუწერელი [29v] – შემოუსაზღვრელი
გარეშეცვული [74r] – გარშემორტყმული
გება [33v] – არსებობა; (ქალწულადცა ჰგიე და შემდგომად შეუძლე შობად).
გონიერ-ყოფა [38r] – განსწავლა, განბრძნობა
დამაცხრობელი [19r] – ჩამაქრობელი
დამჴსნელი [89r] – დამრღვევი, დამშლელი
დაუვალი [18v] – ჩაუვალი, ჩაუქრობელი (ვარსკვლავი).
დაუტევნელი [30v] – დაუტეველი, უზომოდ დიდი
დაჴსნილი [58r] – დავრდომილი
დიაკეული [64v] – აქ: იგულისხმება ღმრთისმშობელი; (გიხაროდენ დიაკეულო ზუარაკისა მის ყოვლადუბიწოჲსა მშობელო).
ემბაზი [42v] – წმიდა საბანელი
ზაკუვა [88r] – ვერაგობა
ზაკულება [23r] - სივერაგე
ზედამოსლვა [83r] – თავდასხმა
ზეშთამბრძოლი [2r] – უმაღლესი მხედართმთავარი
ზეშთამოწყალე [52v] – ზეციურმოწყალე
ზმნობა [13r] – განზრახვა
ზუარაკი [65r] – აქ: იგულისხმება ქრისტე
თავსმდებელი [22r] - ვერამტანი
თავსმდები [51v] – მკისრებელი; შუამდგომელი; პა-სუხისმგებელი
თავს-სხმა [117r] – კისრება (არა შეეტყუებოდა ... ვნებათა მათ შენთა, რომელნი თავს-ისხენ ჩუენთჳს).
თანამქცეველნი [33r] – ერთად მყოფნი
თანაშთამოსლვა [30r] – მიჩვევა (გაწვრთნა).
იბაკოჲ [74v] – ცისკრის საგალობელი
იჭუეული [12v] – ეჭვიანი
კადნიერება [12v] – გაბედულება
კეთილჩრდილფურცლოვანი [27r] – დაბურული, დიდ¬-ჩრდილიანი (ხე).
კერპი [22r] - აჩრდილი არსებისა, გინა წარმართთ ცრუ ღმერთი (საბა).
მანანა [24v] - ზეციური პური, რომლითაც ღმერთი ასაზრდოებდა ეგვიპტის ტყვეობიდან გამოსულ ისრაელიანებს უდაბნოში ხეტიალისას (იხ. გამ.16.).
მაოტებელი [15r] – განმდევნელი
მართება [56v] – წარმართვა; (შენ მიძღოდე მე და მმართებდი).
მენერგე [10v] – მებაღე
მეოხება [11v] – შუამდგომლობა
მეყუსეულად [9v] – უეც¬რად, სასწრაფოდ
მიდგომა [13v] – დაორსულება; (ძალი მაღლისაჲ აგრილობდა მაშინ მიდგომისათჳს უქორწინებელსა ნაყოფისაგან საშოსა მისსა. 8v).
მიდგომილება [5v] – ფეხმძი¬მობა, ორსულობა
მითუალული [11v] – მიღებული, შეწყნარებული
მიმადლებული [82r] – მადლით სავსე, (დალოც¬ვილი).
მიმხუეჭელი [27v] – აქ: მიმღები.
მისათუალველი [5r] – ჩასათვლელი, მისაჩნევი
მიცვალებულნი გონებითა ზეცად [29r] – ზეცისკენ მიმპყრობნი გონებისა
მიწყალე [62r] – 50–ე ფსალ.
მოგვი [16v] – აღმოსავლელი ბრძენი, ვარსკვლავთმრიცხველი
მომატყუებელი [77r] – მომასწავებელი
მომმუშაკებელი – დამმუშავებელი [10v]
მორჩი [10r] – რტო
მოსთულება [9r] – მოსთვლა, მიღება (მაცხოვარებისა).
მოსწრაფედ [39v] – გულმოდგინედ
მოქენე [6v] – მავედრებელი, მახვეწარი
მრავალნეკტარი [42r] – მრავალ ნაკადულიანი, მრავალ ტოტოვანი (მდინარე; ნეკტარი – რუ).
მრავალსასყიდლისა [64r] – ძვირი
მცნობელობა [8r] – შეტყობა, გაგება, მიხვედ¬რა
მწთეველი [23v] - დამსხმელი (ღვინისა).
მხიარულ-მყოფელი [20v] - გამახარებელი
მჴდომი [88v] – მტერი, მოდავე
ორნატი [11r] – გუთნის ნახნავის კვალი
ოქროვანქმნილი [45r] – მოოქროვილი
რიტორი [33r] – მჭევრმეტყველი
რიცხუედი [39v] – აღრიცხული
რქუმა [3r] – თქმა; (ანგელოზი წინამდგომი ზეცით მოივლინა რქუმად ღმრთისმშობელისა „გიხაროდენი“).
საზრდელი [24r] - საკვები
სათნოყოფა [12r] – მოწონება
საიდუმლო დღე [18v] – ქრისტეს მეორედ მოსვლის დღე
სალხინებელი [12r] – შვების მომცემი
სანათლო [116r] – სანათლავი ადგილი
სასიტყუელი [70r] – სათქმელი, სალაპარაკო
საფარველი [24r] - აქ: მფარველი
საყუდარი [31r] – სამყოფი
საშუებელი [11v; 24v] – განსაცხრომელი, საფუფუ¬ნე¬ბელი; ადგილი უზრუნველი, სამხიარულო და შესაქცევი
საცთური, საცდური [23r] - აქ: ვერაგობა
საცნაური [16r; 23v; 38r] – შესატყობი, გასაგები, მისა¬ხვედ¬რი; ცნობილი
საწმისი [73v] – ცხვრის გაუპარსავი ტყავი
საჴუმილი [19r] – ქურა, ბრძმედი, ალი, ცეცხლი
სერაბინი (სერაბიმი) [31r] – ანგელოზთა სახე, ჯგუფი.
სიტყჳერი [14v] – მეტყველი; (გიხაროდენ, ქნარო სიტყჳერთა ცხოვართაო).
სიტყჳს–მიცემა [56r] – შეპასუხება, პასუხის გაცემა; (არა მაქუს სიტყუაჲ სიტყჳს–მიცემად სიტყვას ვერ ვპოულობ, რომ პასუხი გავცე).
სიქადული [31r] – სიამაყე
სიჩჩოჲთგან [50r] – ჩვილბავშობიდან
სრულება [46v] – სრულყოფა
სუეტი ცეცხლისა [23v] - შდრ. ისრაელიანთა გამოსვლისას ეგვიპტიდან „უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად (იხ. გამ.13,21.).
სულთქუმა [54v] – ოხვრა
სულმცირე [74v] – მსუბუქი
ტაკუკი [42v] – წმიდა თასი ოქროსი ან ვერცხლისა
ტარიგი [14v] – სამსხვერპლო კრავი
უადგილო [50v] – შეუფერებელი; (საქმეთა ჩემთა უადგილოთა შენ მიგითხრობ და შენ აღჴოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი).
უბრძოლველი [2v] – დაახ. დაუმარცხებელი
უთესლოჲსაგან აღმოცენებულმან ნაყოფმან [26r] - იგულისხმება ქრისტეს უთესლოდ ჩასახვა და შობა.
უმადლო [58r] – უმადური
უნანელი [58v] – მოუნანიებელი
უოხჭნო [77r] – დაუსრულებელი
უსასყიდლო [56v] – აუნაზღაურებელი; ფასდა¬უ¬¬დებელი
უსიტყუელი [55v] – მდუმარე, უხმო; ვერმეტყ¬ველი
უსძლო [3r] – უქორწინებელი
უშუერება [96v] – სიშიშვლე, სიმახინჯე
უჩინომყოფელი [38v] – დამმალველი, გამაუ¬ჩინარებელი
უცხო შობა [28v] – უცნაური შობა; (რამეთუ ქრისტეს ჩასახვა მოხდა უმამაკაცოდ).
ქალდეველები [17v] – (ბაბილონურად-ქალდუ; ებრ. ქასდიმ; ძვ. ბერძნ. ქალდეველები) — სამხრეთ მესოპოტამიაში მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის მიდამოებში, სპარსეთის ყურის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები სემიტური ტომები ძვ. წ. X-IV ს.ს.
ქერობინი (ქერობიმი) [31r] – ანგელოზთა სახე, ჯგუფი.
ქუეყანა [10r] – მიწა
ქუეყანა აღთქუმისაჲ [24v] - ქვეყანა, მიწა-წყალი, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ისრაელიანთ, „სადაც მოედინება რძე და თაფლი“ (გამ.13,5).
ღელვაგუემული [36r] – ღელვით ნაგვემი, ნატანჯი
ღვარძლი [120v] – სარეველა ბალახი
ღუაწლითშემოსილი [15v] – ღვაწლმოსილი
ღმრთივბრწყინვალე [84r] – ღვთის მიერ გაბ¬რწყინებული
ღმრთივმიმადლებული [30r] – ღვთისაგან ბოძე¬ბული
ყოველთა მტჳრთველი [4v] – ვინც ყველას ტვირთი თავად მიიღო საზიდად.
შეთხზვა [68v] – დაწვნა
შემაუღლებელი [31v] – შემათავსებელი; (ქალწულებისა და შობისა შემაუღლებელო – იგულისხმება ქალწულებისა და შობის შეთავსებულობა).
შემუსრვა გულისა [54v] – გულის გატეხა; დარდებით გულის შეჭმა
შერაცხა [54r] – ჩათვლა; (ნუ შემერაცხების მე ესე ცოდვად – ნუ ჩამეთვლება მე ეს ცოდვად).
შეტყუება [116v] – შედარება; შეფერება; (რომელი-იგი არა შეეტყუებოდა სახელსა მას ჩემსა).
შეუხებელი [69v] – მიუკარებელი, ხელუხლები, სუფთა, წმიდა
შეცურეული [80r] – გაგრილებული
შვილება [116v] – დანათესავება; (სული იგი შვილებისა).
ცთომილება [23r] - შეცდომა
ძლითაღსავალი [4r] – ძნელად დასაძლევი
ძლითსახილველი [4r] – ძნელად დასანახი
წადიერება [28v] – სურვილი, ნდომა
წარმრღუნელი [42v] – წამლეკავი
წიაღთაგან უბიწოთა ვითარ არს შობაჲ? [6r] – იგულისხმება ქალწულ მარიამის სიტყვები, რომლებითაც მიმართავს გაბრიელ მთავარანგელოზს; („როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ლუკ.1:34).
წიაღი [4v] – აქ: დედის მუცელი, საშო
წიაღმყუანებელი [67v] – გაღმა გადამყვანი
წინაგანგება [34r] – დადგენა; (წინაგანგებულება _ გადაწყვეტა; დად¬გე¬ნა).
წრფელი [101r] – სწორი
წყლვა [126r] – დაჭრა, გვემა; (მოწყალე და კაცთმოყუარე ხარ, რომელმან სწყლი და კუალად კურნებაჲ მიჰმადლი).
წყურიელი [23v] - მწყურვალე
ხარისხი [15v] - საფუძველ, საფეხური
ჴელისაღმპყრობელი [50v] – დამხმარე
ჴსნილი [2r] – გამოხსნილი
ჴუებული [92r] – მოკლებული
ჴუვილი [64v] – თავთავი
ჰამრობით [103v] – ერთად