ლოცვაჲ დღითიდღე სათქუმელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ, თქუმული მარკოზ მონაზონისა
მრავალნი და დიდებულნი ნიჭნი მომეცნეს მე [91v] დამბადებელისა და ღმრთისა ჩუენისაგან; ხოლო მე, უბადრუკი ესე, ყოვლისავე მის მოვიწყე და უმადლო ვიქმენ; ვბაძევდი პირუტყუთა უგუნურთა და მივე[92r]მსგავსე მათ; დავგლახაკენ სათნოებათგან და განვმდიდრდი ვნებათაგან, და ცოდვითა აღვივსე და სირცხჳლითა, და ჴუებულ ვიქმენ კადნიერებისა მის[92v]გან საღმრთოჲსა; დასასჯელ ვიქმენ ღმრთისაგან და მხილებულ ცოდვათაგან და სირცხჳლეულ ბოროტთა საქმეთა ჩემთაგან. პირველ სიკუდილისა მომკუდარ ვარ; პირველ სასჯელისა [93r] თჳთდასჯილ და პირველ საუკუნეთა მათ სატანჯველთაგნ ვიტანჯები გულისსიტყუათა მათგან სასოწარკუეთილებისაჲთა. ამისთჳსცა შენდა მომართ ხოლო მოვივლტი, მსწრაფ[93v]ლშემწისა ჩემისა, ღმრთისმშობელო, ყოვლადწმიდაო დედაო მაცხოვარისაო, შენ გევედრები თანამდები ესე ბევრეულისა ტალანტისა, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე მამული იგი სიმდი[94r]დრე, უმეტეს ვცოდე მეძვისა მის და მანასესა, და მდიდრისა მის უწყალოჲსა, მონა ვიქმენ გულისთქმათა, შემწყნარებელ გულისსიტყუათა ბოროტთა, მე[94v]ტყუელ სიტყუათა ხენეშთა, და უცხო ყოვლისაგან საქმისა კეთილისა მის.
აწ უკუე გევედრები, შეიწყალე სიგლახაკე ჩემი და მწყალობელ ექმენ უძლურებასა ჩემსა, რამეთუ დი[95r]დი კადნიერებაჲ გაქუს შენგან შობილისა მიმართ, ვითარ-იგი სხუასა არავის აქუს; ყოველთავე ძალ-გიც, დედაო ღმრთისაო, და ყოველსავე შემძლებელ ხარ, რამეთუ უზეშთაეს ხარ [95v] ყოველთა დაბადებულთა და არარაჲ არს შეუძლებელ, რომელიცა გენებოს. ნუ შეურაცხ-ჰყოფ ცრემლთა ჩემთა; ნუ მოიძაგებ სულთქუმასა ჩემსა; ნუ განიშორებ [96r] ვედრებასა ჩემსა და ტკივილსა გულისა ჩემისასა, არამედ დედობრივითა მეოხებითა შენითა სახიერი და ტკბილი ძე შენი და ღმერთი ჩუენი მოწყალე ყავ ჩუენ ზედა, და ღირს– მყავ მე, [96v] ცოდვილი ესე და უღირსი მონაჲ შენი, მოგებად პირველსავე მას სათნოებათა სიკეთესა და განშორებად უშუერებისა მისგან ვნებათასა, განთავისუფლებად ცოდვისაგან [97r] და მონებად სიმართლისა, და აღძარცვად სიხენეშესა მას ჴორციელთა გულისთქუმათასა და შემოსად ბრწყინვალებასა მას სულისასა; მკუდარყოფ[97v]ად სოფლისაგან და განცხოველებად ღმრთისმსახურებითა.
მოგზაურთა თანამავალ მექმენ; ზღუასა თუ განვვლიდე, შემწე მეყავ, და მარადის მბრძოლ ექ[98r]მენ მტერთა მათ ჩემთა ეშმაკთა, რომელნი- იგი მბრძვანან მე მაღლით; მღვიძარებასა შინა განმაძლიერებელ მექმენ; მეძინოს თუ, მფარველ მეყავ; ჭირსა თუ [98v] მივეცე, მიჴსენ, და სულმოკლებასა შინა ნუგეშინისმცემელ მექმენ; მავნებელთაგან განმარინე; ცილისმწამებელთაგან უბრალო მყავ; სიკუდილად თუ მივიწიო, [99r] მსწრაფლ მეწიე. უხილავნი იგი მტერნი ჩემნი საშინელებით იოტე, რაჲთა ცნან მბრძოლთა მათ ჩემთა ბოროტთა, ვითარმედ მე მონაჲ შენი ვარ.
ჵ, ყოვლად წმიდაო დედოფალო, [99v] ღმრთისმშობელო, შეისმინე უძლური ესე ვედრებაჲ მონისა შენისაჲ; მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი; და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ; და ნუ მარცხუენ სასოები[100r]საგან ჩემისა, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო; მჴურვალებაჲ ჴორციელთა ამათ მბრძოლთა განაქარვე ღელვანი უჯეროჲსა გულისწყრომისანი; დაამდ[100v]ოვრენ ზუაობაჲ და სილაღე ამაოჲსა სიჭაბუკისა გონებისა ჩემისა უჩინო-ყავ; ოცნებანი იგი ღამისანი სულთა მათ ბოროტთანი და გონებად მოსლვანი დ[101r]ღისანი არაწმიდათა გულისსიტყუათანი გონებისაგან ჩემისა მოსპენ; ასწავენ ენასა ჩემსა სიტყუაჲ კეთილი და თუალთა ჩემთა, მართლიად ხედვაჲ წრფელსა მას გზ[101v]ასა სათნოებათასა, და წარმართენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა მათ ღმრთისა მცნებათასა; და ჴელნი ჩემნი წმიდა ყუენ, რაჲთა ღირსებით აღვიპყრობდე მეუფისა მიმართ მაღლის[102r]ა.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, განახუენ სასმენელნი ჩემნი სმენად ჯერისაებრ თაფლისა უტკბილესთა მათ სიტყუათა წმიდათა წერილთასა და ქმნად [102v] მათდა მადლითა შენითა და შეწევნითა. მომეც ჟამი სინანულისა და გულსმოდგინებაჲ მოქცევისა; უცნაურად სიკუდილისაგან მიჴსენ, და დასჯილებისაგან გონები[103r]სა განმარინე; მერმე განყოფასა მას სულისა ჩემისასა უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაგან მსწრაფლ წარმომიდეგ მე სასოო ჩემო და შემწეო; და ჭირი იგი [103v] მოუთმენელი აღმისუბუქე უღონოსა მას იწროებასა, და ჭირსა შინა ნუგეშინისმცემელ მექმენ; ჰამრობასა მას მწარესა მეზუერეთა მა[104r]თ ჰაერისათა და მთავრთა მათ ბნელისათა თანაწარმჴადე; ჴელითწერილნი მრავალთა მათ ცოდვათა ჩემთანი განხეთქენ; სახიერსა და კაცთმ[104v]ოყუარესა ღმერთსა დამაგე მარჯუენით მისსა სანატრელსა დგომასა დღესა მას განკითხვისასა ღირს-მყავ; საუკუნეთა მათ და მოუთმენელთა ტანჯვათაგან მიჴსენ; ტ[105r]კბილთა მათ წარუვალთა კეთილთა ღმრთისათა მკჳდრად გამომაჩინე.
ამას აღსაარებასა შევსწირავ შენდა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ნათელო და[105v]ბნელებულთა ამათ თუალთა ჩემთაო; ნუგეშინისმცემელო ჭირვეულისა სულისა ჩემისაო, შემდგომად ღმრთისა სასოო და შესავედრებელო ჩემო, შეიწირე ვედრებაჲ [106r] ჩემი სიტკბოებით და წყალობით, და აღჴოცენ ყოველნი ცოდვანი და ბრალნი ჩემნი, და ღირს–მყავ მე ცხორებასა ამას დაუსჯელად ზიარებად უხწნელთა მათ [106v] და ყოვლადწმიდასა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს, ძისა და ღმრთისა შენისასა, ხოლო საუკუნესა მას მერმესა მკჳდრად მიჩინე, სერობასა მას ტკბილსა ზეცისასა, საშუებელსა. სა[107r]მოთხისასა, სასუფეველსა ცათასა, სადა იგი არს მკჳდრობაჲ ყოველთა წმიდათა საუკუნოდ მოხარულთა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდებაჲ თანა მამით და სულით [107v] წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.