ლოცვაჲ წმიდისა იოანე ოქროპირისაჲ

უკუეთუ ვინმე ლმობიერითა გულითა წარიკითხვიდეს, უეჭუელად ცოდვანი მისნი აღეჴოცნეს ლოცვითა წმიდისა იოანე ოქროპირისაჲთა გმა[108v]დლობთ შენ, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იესუ ქრისტე, ძეო მხოლოდშობილო, მიუწდომელო, მიუთხრობელო და გამოუთქუმელო კაცობრივისაგან ერისა თანასწორო მამის[109r]აო და სულისა წმიდისაო, რომელმან არაარსისაგან მომიყუანენ ჩუენ ყოველნივე არსებად და მყუენ ჩუენ მეცნიერ წმიდათა მცნებათა შენთა, და ჰყავ სოფელი ესე ყოველი მსახურ [109v] ჩუენდა; და ყოვლადვე ყოველსა ჟამსა კეთილსა მიყოფ ჩუენ, ვინაჲთგან მომიყუანენ ჩუენ და შემაერთენ არსებად სულითა წმიდითა შენითა და დამადგინენ, და გზა ჴსნისაჲ მცნებათა შენ[110r]თა მიერ ყოველთა მოგუფინე მოწყალებითა შენითა. და აწცა, უფალო, გევედრებით შენ ფრიად დაცემულნი ესე მონანი შენნი, რამეთუ შეგცოდე ცოდვა ესე დიდი და საშინელი, რომელი უფროს არს მ[110v]ოტევებისა ჩემისა, რამეთუ შენ მოწყალე ხარ, უფალო, და არ[ა] მყის მოაწევ რისხუასა შენსა და ტანჯვას გულისწყრომით საქმეთა ჩემთათჳს ბოროტთა, რამეთუ სულგრძელ ხარ [111r] და დიდად მოწყალე უფალი, და ელი სინანულსა კაცთასა, რამეთუ შენ, უფალსა ღმერთსა, არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ მისი, ვიდრემდის მიმიყუანენ ჩუენ ყოველნი [111v] ერთობით კურთხეულისა მამისა შენისა თანა. აწ, უფალო სახიერო, შეგჳწყალენ ჩუენ დიდითა წყალობითა შენითა; აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი და მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი და ლმ[112r]ობიერ-ყუენ გული ჩემი ფიცხელი და განდგომილი მცნებათა შენთა წმიდათა; განსძარცუე სულსა ჩემსა ყოველივე მედგრობაჲ მოსლვითა ჩუენ ზედა შიშისა შენისათა; მო[112v]ეც, უფალო, თუალთა ჩემთა წყარო ცრემლთა, რაჲთა ვტიროდი ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა ცოდვათა ჩემთათჳს ბოროტთა, რომელნი ვქმენ წინაშე შენსა; უფალო, ღმერთო ჩემო, იესუ ქრისტე, მომ[113r]ანიჭე მე თუალნი აღმომაცენებელნი ცრემლთანი, ვითარცა წყარონი აღმომდინარენი, რამეთუ შენ, უფალმან ღმერთმან, არა უგულებელს-ყუენ ცრემლნი იგი მეძვისანი, არამედ მომადლე მას [113v] მსწრაფლ მოტევებაჲ ცოდვათაჲ და მიითუალე სულთქუმაჲ იგი მეზუერისაჲ, და განამართლე იგი უფროჲს ფარისეველისა მის; ეგრეთვე აწცა, უფალო, შეიწირე აღსაარებაჲცა [114r] ესე ჩემი, სინანული და სულთქუმაჲ; მომმადლე მე მოტევებაჲ აურაცხელთა ცოდვათა ჩემთაჲ და განმწმიდე მე ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთასა; და მყავ მე [114v] ტაძარ და სადგურ სულისა მაგის წმიდისა შენისა; გარემიიქციე პირი შენი, უფალო, ცოდვათა ჩემთაგან და ნუ იხილავ მათ, არამედ აღჴოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი ბოროტნი და სიღრმე[115r]სა დავიწყებისასა შთასთხიენ იგინი შენითა მით სრულითა მოწყალებითა. აღვიარებ, უფალო, აღვიარებ და არა უარვჰყოფ, რამეთუ ვცოდე ცად მიმართ და წინაშე [115v] შენსა, და გარდავჴედ მცნებათა შენთა და ბოროტი შენ წინაშე ვყავ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, რამეთუ გუამი ჩემი განკფდა ცოდვასა შინა და სული ჩემი სიბილწესა შინა [116r] ბრალისასა შეიგინნეს, და სამოსელი იგი ბრწყინვალე, რომელი შევიმოსე ნათლისღებისა ემბაზითა სანათლოსა მას შინა, იგი შევამწიკულე ცო[116v]დვითა ჩემითა, და სული იგი შვილებისა, რომელი მოვიღე დღესა მას გამოჴსნისასა, იგი შევაწუხე და მადლი შენი უარ-ვჰყავ, რომელი-იგი არა შეეტყუე[117r]ბოდა სახელსა მას ჩემსა და სახარებასა მას შენსა და ვნებათა მათ შენთა, რომელნი თავს-ისხენ ჩუენთჳს, ხოლო ჩუენ ვცხოვნდით უბადრუკებით. ამისთჳსცა უწყით [117v] ჩუენ ჭეშმარიტად, ვითარმედ ღირს ვართ ჩუენ ცეცხლსა მას ჯოჯოხეთისასა და ბნელსა მას გარესკნელსა ტარტაროზთა, არამედ ვევედრები მრავალმოწყალებათა შენთა და ვით[118r]ხოვ მიუწდომელისა სახარებისა შენისაგან, უფალო, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და ნუცა უგულებელს-მყოფ მე, ვითარცა არა ღირსსა, რამეთუ შენ, უფალმან ღმერთმან, არა უგულებ[118v]ელს-ჰყავ ცხოვარი იგი წარწყმედული, ვიდრემდის მოხუედ და მოიძიე იგი ჯუარითა და აღიქუ იგი მჴართა თჳსთა ზედა, და ჰყავ მისთჳს სიხარული [119r] ცათა შინა წმიდათა ანგელოზთა შენთა თანა პოვნისა მისისათჳს, რომელი წარწყმიდა ცოდვამან უფროჲს და უმეტეს ოთხმეოცდაცხრამეტთა მათ, რომელნი ბაკისა [119v] შენისაგან არა განეშორნეს. აწ, უფალო, მეცა ნუ უგულებელს-მყოფ შეცოდებულსა ამას მონასა შენსა, არამედ მრავლითა მოწყალებითა შენითა მომაქციენ ჩუენ წარ[120r]წყმედული ესე და დაღონებული ცოდვითა. ჵ, მწყემსო კეთილო, და ჭეშმარიტო, და სულგრძელო, ნუ განრისხნები, უფალო, გულისწრომითა ჩემ ზედა. და ნუცა მო[120v]მკუეთ მე, ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა და ნუცა განმარჩევ მე, ვითარცა ღვარძლსა მას. და ნუცა დამწვავ მე, ვითარცა ბზესა ცეცხლითა მით უშრე[121r]ტითა, არამედ სულგრძელ მექმენ ყოველთა ზედა მონათა შენთა, უფალო ღმერთო, მოწყალებითა შენითა, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ. უფალო, მომმადლე მე ჟამი სინანულისა, რაჲთა მოვიღო მო[121v]ტევებაჲ ცოდვათა, და ვიპოო მადლი წინაშე კარსა მოწყალებისა შენისასა. მომიტევენ მე, უფალო, ყოველნი შეცოდებანი ჩემნი და განმარინე მე სატანჯველთა მათგან საუკუნეთა, და [122r] განკურნე, უფალო, წყლულებანი სულისა ჩემისანი, და განანათლე გონებანი ჩემნი დაბნელებულნი ნათლითა მით მცნებისა შენისაჲთა, და დააწყნარენ იგინი წყლითა მი[122v]თ მეცნიერებითა შენთაჲთა, რაჲთა სამართალთა შენთაებრ ვიდოდე სიწმიდით, და განგებულებით მივემთხჳვნეთ შენ მიერ კეთილთა მათ საუკუნეთა, რომელნი აღთქმულ ა[123r]რიან მოყუარეთათჳს _ სასუფეველი ცათა. აწ, უფალო, შევიდრეკ მუჴლთა გულისა ჩემისათა და ვევედრები სიტკბოებასა მოწყალებისა შენისასა უფალო, უფალო, ნუ დამიჴშა[123v]ვ წინაშე პირსა ჩემსა კარსა წყალობისა შენისასა. და ნუცა დამაგდებ მე, უფალო, ღმერთო ჩემო, მარცხენით კერძო თიკანთა მათ თანა, რომელთა განგარისხეს შენ; და ნუმცა მეტყჳ [124r] მე, უფალო, ვითარმედ: „არა გიცი შენ!“ არამედ ღირს-მყუენ ჩუენ მარჯუენით რჩეულთა შენთა თანა მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და მარადის ქალწულისა მარიამისითა; ძ[124v]ლიერებითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა და ვედრებითა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისაჲთა; და ყოვლად ქებულთა მოციქულთაჲთა და წმიდათა მთავარ ანგელოზთაჲთა; და წმიდათა მღდელ[125r]თმოძღუართაჲთა; და წმიდათა მოწამეთაჲთა; წმიდათა მამათაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა; მეოხებითა, რომელნი საუკუნითაგან სათნო-გეყუნეს შენ. მაცხოვარო ჩემო, მასმი[125v]ნე ჴმაჲ იგი სანატრელი, ოდეს მოხვიდე და ეტყოდი რჩეულთა შენთა, ტკბილო, ვითარმედ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩუენისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი ცათაჲ“, [126r] რამეთუ შენ, უფალი, ღმერთი ჩემი, მოწყალე და კაცთმოყუარე ხარ, რომელმან სწყლი და კუალად კურნებაჲ მიჰმადლი, რამეთუ არავინ არს შეუცოდებელი კაცი შენ წინაშე ჴორცთა ამათ შინა მყო[126v]ფი, გარნა შენ მხოლოჲ ღმერთი ჩუენი, რომელი წიაღთაგან მამისათა გარდამოჴედ, შეხუედ წმიდასა მუცელსა ქალწულისასა, ვითარცა შუენის ღმრთაებასა შენსა სიმდაბლით და [127r]მეზიარე უძლურებასა ამას ჩუენსა აურაცხელითა კაცთმოყუარებითა, და ჩუენ, ქუეყანისანი ესე, შენ თანა შეგუაერთენ ერთა თანა ზეცისათა, რამეთუ შენ ხარ მხოლოჲ [127v] ყოვლადძლიერი, რომელსა გშუენის ჴელმწიფებაჲ მოტევებად ყოველთა ცოდვათა, რაჲთა ყოველი მუჴლი შენდა მოდრკეს – ზეცისანი და ქუეყანისნი, და ქუესკნელისათანი, რომელსა გ[128r]შუენის ყოველთა მიერ დიდებისა შეწირვა მადლობაჲ და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. [128v]