ლოცვაჲ ძილად მისლვისაჲ
წმიდაო ანგელოზო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა ჩემისა და ჴორცთაო, რაოდენი რაჲ განგამწარე, ანუ შე[129r]გაწუხე დღესინდელსა ამას დღესა სიტყჳთ, ანუ საქმით, ანუ გონებით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას თჳნიერ განცდისა საბრჴეთაგან ეშ[129v]მაკისათა, რაჲთა არა განვარისხო კაცთმოყუარე ღმერთი და აღმჴოცოს წიგნისაგან ცხოველთაჲსა; არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყუარებისა და სახიერებისა, რამეთუ [130r] კურთხეულ არს და დიდებულ წმიდაჲ სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.