სხუაჲ ლოცვაჲ დაწოლისაჲ ანგელოზისა მიმართ
წმიდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლა[130v]ხაკსა ცხორებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათჳს. ნუცა სცემ ადგილსა ბოროტსა ეშმაკსა უფლე[131r]ბად ჩემდა უძლურებისათჳს მოკუდავთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲსა; უპყარ ჴელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხორებისა[131v]თა.
ჰე, წმიდაო ანგელოზო ღმრთისაო, მცველო და მფარველო უძლურისა სულისა ჩემისა და ჴორცთაო, ყოველნივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხორებისა [132r] ჩემისათა და რაოდენი ვცოდე დღესინდელსა ამას დღესა; დამიფარე მე ღამესაცა ამას; და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკუარებათა წინა[132v]აღმდგომისათა, რაჲთა არა-რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი. და მეოხ-იყავ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განმამტკიცოს შიშსა მისსა და ღირსად გამომაჩინე მისისა [133r] მეუფებისა, და მკჳდრად სახიერებისა მისისა. ამინ.