სხუაჲ ლოცვაჲ დაწოლისაჲ
მომეც ჩუენ, მეუფეო უფალო, ღმერთო ჩუენო. მეოხებითა წმიდათა მოციქულ[135v]თა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა ძილი მშჳდობისა და განსუენებისა სულისა და ჴორცთაჲსაჲ და დამიცვენ ჩუენ ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისა ბო[136r]როტისა; დააცხრვენ აღძრვანი ვნებათანი; დაშრიტე ჴორცთა მჴურვალებაჲ და მომანიჭე საღმრთოჲ გულისსიტყუაჲ და უბიწოჲ მოქალაქობაჲ და ღა[136v]მე ყოველ გალობით დიდებისმეტყუელებაჲ შენი, რაჲთა ძალითა შენითა ყოვლადვე დაცვულნი შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადი[137r]ს და უკუნითი – უკუნისამდე. ამინ.