შესავალი

XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასა­წყისის ქართველ სასულიერო მოღვაწეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ღირს ალექსის (1852-1923, წმიდანად შერაცხეს 1995 წლის 19 სექტემბერს). მისი სასულიერო-ლიტერატურული მემკვიდრეობა მართლაც სხივ­მფენელ განძს წარმოადგენს. ამჯერად გთავაზობთ ღირსი ალექსის (შუშანია) კითხვა-მიგების ფორმით შექმნილ ნაშრომებს, რომლებიც ამოღებულია მისი კრებულებიდან: „მოძღვრებანი” და „სასულიერო თხრობანი” (1902 წ.). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გიორგი კალანდაძემ