თხრობა სულიერი თ [9]. მშვიდობის მყოფელისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“(მთ. 5,9). ეჰა, საყვარელნო ძმანო, რაჲმცა იყო უპატიოსნეს ამის ნეტარებისა, რომელ კაცი ძედ ღმრთისა იწოდებოდეს მადლითა, ნამდვილვე სანატრელ არს და სასურველ, ესევითარი სათნოება და საქებელ ანგელოსთაგან და პატიოსან წინაშე ღმრთისა და კაცთა. რამეთუ ძმა ვინმე შურითა ეშმაკისათა შეწუხებულ იყო ძმისა ვისთვისმე. და ვითარცა ესმა მეორესა მას ძმასა, ვითარმედ იგი ვინმე ძმაჲ გულკლებულ არს ჩემდა, წარვიდა, რათამცა ჰყოს მშვიდობა მისთანა. ხოლო მან არა განუღო კარი და უკ მოიქცა მიერ ძმა იგი. და მივიდა მოძღვრისა თვისისა მიმართ და ჰრქუა: „პატიოსანო მამაო, იგი ვინმე ძმაჲ გულძვირ რაჲმე არს ჩემდა. მე მივედ დაგებად მისა, თხოვად შენდობისა მცნებისაებრ უფლისა და მან არა განმიღო კარი, და მაუწყე გზა ცხოვრებისა თუ რაჲ ვჰყო?“ ხოლო ღმერთმან განუცხადა მოძღვარსა მას და მან მიუგო ძმასა: „იხილე, შვილო! ნუუკუჱ ზუაობდე გულსა შინა შენსა, ვითარმედ მან სცოდა შენდა მომართ და განიმართლებდე თავსა შენსა და მას ბრალეულ ჰყოფდე, და მისთვის არა გულსავსე ჰყო იგი ღმერთმან შენდობად შენდა“. ხოლო მან აღიარა ვითარმედ: „ჱე, ეგრეთ არს, მამაო“. მაშინ ჰრქუა კეთილად, გულისჴმიერმან მოძღვარმან: „წარვედ, შვილო, და დაიმდაბლე გული შენი და დააჯერე გონებასა შენსა, ვითარმედ შენ სცოდე მისა მიმართ და მას ულოცე, და დააგდე თავი შენი წინაშე ღმრთისა და შეინანე გულისსიტყვა შენი ზუაობისა. და ღმერთმან გულსავსე ჰყოს იგი სიყვარულად და მშვიდობად შენდა“. წარვიდა ძმაჲ იგი და ჰყო მცნებისაებრ მოძღვრისა თვისისა. და მერმე მივიდა ძმისა მიმართ მშვიდობის ყოფად და ჰრეკა კარსა. ხოლო მან ვითარცა აგრძნა შინათ კერძო, მეყსეულად სიხარულით მიეგება და განუღო კარი. და პირველად მან მოუდრიკნა მუხლნი და ითხოვდა შენდობასა. და განიდევნა ეშმაკი იგი შურისა და ღმერთი მშვიდობისა დაემკვიდრა მათ შორის. და იქმნა დიდი მშვიდობა და სიყვარული სულიერი და მადლობით ადიდებდეს ყოვლისა კეთილისა მიზეზსა ღმერთსა. გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო! თუ ვითარ კეთილ არს მშვიდობის ყოფა ძმათა თანა. და რაოდენ პატიოსან არს მოძღვართა მიმართ სულიერთა განცხადება გულისსიტყვათა და მათთა სწავლათა სარწმუნოდ შეწყნარება. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო! მოვიგოთ ჩვენცა მშვიდობისმყოფელობა კაცთა მიმართ და მოვიღოთ ნეტარება ღმრთისა მიერ. პირველად განვეკრძალნეთ, ძმანო, რათა არავის ვსცეთ მიზეზი ბოროტისა და არცა ვინ კაცთაგანი შევაწუხოთ, რომლისათვის ქრისტე მოკუდა. და უკეთუ შურითა ბოროტისა ეშმაკისათა იქმნას ლალვა რაჲმე ჩვენ შორის, განვიწმიდოთ გული ჩვენი ძვირისხსენებისაგან. და სიმდაბლით შეუვრდეთ ძმასა მას და ვითხოვოთ შენდობა, რათა მოვიღოთ გვირგვინი ღმრთისა მიერ და შევიძინოთ ძმა იგი. ხოლო უკეთუ არა ისმინოს ჩვენი, უთხრათ მოძღვარსა მისსა და ჩვენსა და მათ მიერ ვჰყოთ მშვიდობა. და უკეთუ მათიცა არა ისმინოს, განუცხადოთ ეკკლესიისა სავსებასა და ესრეთ ყოვლითა ღონისძიებითა ვჰყოთ ქრისტესმიერი მშვიდობა ჩვენ შორის. და ღმერთი მშვიდობისა და მამა მოწყალებისა დაემკვიდროს ჩვენ თანა. ჱე, გევედრები, საყვარელნო ძმანო! ვიქმნეთ მშვიდ, მდაბალ და შემუსრვილ გულითა, რათა იქმნას ლოცვა ჩვენი მსხვერპლ ღმრთისა, ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე, ვითარმედ: „მსხვერპლი ღმრთისა არს სული და გული შემუსრვილი, და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ ჰყოს“(ფს. 50,19), არამედ შეიწიროს წმიდასა შინა წმიდათასა, ზეცისა საკურთხეველსა, ლოცვა ჩვენი, ვითარცა საკმეველი წინაშე მისა და იყნოსოს სუნად სუნნელებისად, ვითარ იგი ნოეს მსხვერპლი. და ესრეთ სიმდაბლით ავმაღლდეთ ზეცად და ანგელოსთა თანა უგალობდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელი დიდებულ არს საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.