ბეჭედი ოქროს წყაროჲსა

ღმრთივსულიერსა ამას წერილსა ეწოდების ოქროს წყაროჲ, მით: რამეთუ ოქროს პირისაგან ოქროს წყაროჲსა ჯერ არს წარმონაკადულებად. არა მომრწყველად ყუავილ სუნნელსა, არამედ მაცხოვრად კაცთა სულებსა. რომელსა ჰქონან თვის შორის თავნი ოცდაათსამეტნი, მსგავსად იესო ღმერთ მამაკაცისა ჰასაკ სრულისა ოცდაათსამეტ წლისა. ხოლო თვითეულსა თავსა შინა სამი სწავლაჲ, ვითარმედ ორისა და სამის მოწამისათა დაემტკიცების ყოველი სიტყვა. და სწავლისა ასეული რიცხვი, იგავისამებრ, რომელსა ედგა ასი ცხოვარი და აღმასრულებელთა ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული, სამოცეული და ასეული. სადიდებელად ძისა ღმრთისა ცხოველისა. ამინ.