შესხმა და ვედრება წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა
ჵ, ყოვლადსაწადელო წმიდაო მამაო იოანე ოქროპირო, ოქრო სიტყვაო, ოქროს მდინარეო, ოქროს წყაროო, ოქროვანითა სწავლითა შენითა მომრწყველო ყოვლისა სოფლისაო, ოქროსა ჴმაო, სინანულისა ქადაგო, ოქროსა ნესტო, ჴმატკბილად მეტყველო, ოქროსა ქნარო პირმეტყველთა ცხოვართაო.
გევედრებით, წმიდაო მამაო, განამტკიცენ ეკკლესიანი, განაშვენე მღუდელობაჲ, განაბრწყინვე მეფეობაჲ, განაძლიერე მხედრობაჲ, განანათლე მართლმადიდებლობაჲ.
ხოლო სწავლისა შენისა მოსურნეთა მოგვფინე მადლი ლოცვათა შენთა და მოგუმადლე აღსრულება ღმრთივშვენიერთა ქადაგებათა შენთა, რათა შენ მთესველი და ჩვენ მუშაკნი ერთბამად ვიხარებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა. რამეთუ მამასა ჰშვენის დიდება, ძესა მადლობა და სულსა წმიდასა თაყვანისცემა, პირველ საუკუნეთა აწ და უკუნისამდე. ამინ.