სწავლა 1. წმიდათა წერილთა ჴელად მიღებისათვის

საყვარელო, იკითხვიდე რა სამღთოთა სიტყვათა, პირველად ევედრე ღმერთსა, რათა განგიხვნეს შენ თუალნი გულისანი არა მხოლოდ კითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა, რათა არა ცუდად წმიდათა ცხოვრებასა და სიტყვათა აღმოიკითხვიდე. ხოლო ოდეს იკითხვიდე, წადიერად ყოვლითა გულითა და მრავლითა გულსმოდგინებითა აღმოიკითხენ სამღთონი სიტ¬ყვანი და ნუ ისწრაფი ფურცელთა გადმოქცევად, არამედ ორგზის და სამ¬გზის აღმოიკითხე და უმრავლესცა, რათა გულისჴმა ჰყო ძალი მისი. ოდეს გენებოს კითხვა , ანუ სმენა, ევედრე ღმერთსა ესრეთ მეტყველმან: „უფალო იესო ქრისტე, განმიხვენ მე თუალნი გულისა ჩემისანი სმენად სიტყვათა შენთა და გულისჴმისყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა, ნუ დაფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თუალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სჯულისა შენისასა. მაუწყენ მე, უფალო, დაფარულნი საიდუმლოსა სიბრძნისა შენისანი, რამეთუ შენდა მომართ არს სასოება ჩემი, ღმერთო ჩემო, რათა განმინათლო გონება ჩემი და საცნობელნი წმიდისა მეცნიერებისა შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა მისა, რათა არა დასასჯელად თავისა თვისისა წმიდათა ცხოვრებასა და სიტყვათა აღმოვიკითხვიდე, არამედ განახლებად და განსანათლებელად სიწმიდით და საცხოვრებელად სულისა და სამკვიდრებელად საუკუნოსა სუფევისა. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული და შენდა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“