სწავლა 11. თავი დ [4]. აღსაარებისათვის ცოდვათასა
საყვარელნო, აღიარებდით თვისთა ცოდვათა ყოვლითა გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა, რამეთუ აღსაარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან, ვითარ იგი სალმობანი ჴორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან.
ხოლო დაფარვა ცოდვისა მოძღვრისა მიმართ დიდად სავნებელ არს – შემდგომად სიკუდილისა სულთა შესაწუხებელ და ეშმაკთა სახარულევან იქმნების. ამისთვის ფრიად სარგებელ არს აღსაარება ცოდვათა, ხოლო დაფარვა სიხარულ სატანასი. რამეთუ იგი ლიქნით ეტყვის, ვითარმედ: „დღეს ესე სათნო იყავ და ხვალე შეინანეო .“ არამედ, ჵ, კაცო, უწყიაა მიწევნა ხვალისა დღე ანუ არა? არამედ ჰნებავს უფროსღა სიღრმესა ქვესკნელისასა შთაგდება შენი, რათამცა უნანელი წარგიტაცოს ანასდითა სიკუდილითა და წარგწყმიდოს.
უკეთუ მწიგნობარი ვინმე იყოს, ესრეთ შთაუთესავს გონებასა შინა ეშმაკი, ვითარმედ: „თვით უწყი, რაჲსაცა წერილი იტყვის კანონსა. ეგრეთ ჰყავ შენცა და ნუ იტყვი აღსაარებასა.“ არამედ, ჵ, საყვარელო, ნუ უსმენ ეშმაკსა და ნუცა ჰყოვნი აღსაარებად ცოდვათა შენთა, რათა შენდობილ იქმნე ამასცა სოფელსა და მერმესა მას საუკუნესა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.