სწავლა 17. თავი ვ [6]. ღმრთის სიყვარულისათვის

საყვარელნო ძმანო ჩემნო, შევიყვაროთ ღმერთი ყოვლითა სულითა და ყოვლითა გულითა ჩვენითა, რათა ღირს ვიქმნეთ ცნობად მისა. სიყვარული არა გონებითა ოდენ ჯერ არს, არამედ საქმითაცა, რათა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. და უკეთუ განვარისხებდეთ მას, ვინაჲ გამოჩნდეს, თუ გვიყვარს იგი და გვიხარის მისთვის? არა ხედავაა, ვითარ რაჟამს მეგობარი ვინმე მოვიდის ჩვენდა და გვიხაროდის მისთვის, ვისწრაფით ყოვლით კერძო ნებისა მისისა აღსრულებად. ხოლო უკეთუ ნებასა მისსა არა აღვასრულებდეთ, დაღაცათუ ბევრეულგზის ვიტყოდეთ, თუ გვიხარის მოსლვისა მისთვის, არა ჰრწმენეს მას სიტყვა იგი. ეგრეთვე, უკეთუ გამოვაჩინოთ, ვითარმედ ჭეშმარიტად გვიხარის მოსლვაჲ ქრისტესი, ნუმცა რას ზედა განვარისხებთ მას: შევამკოთ სახლი იგი, რომელსა შინა შემოვალს, წარმოუდგათ სერი, რომელი მას ჰნებავს. ხოლო რაჲ არს სერი იგი? ვითარცა მან თავადმან სთქუა, ვითარმედ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რათა ვჰქმნე ნება მომავლინებელისა ჩემისა”[იო. 4,34]. ვიხილოთ თუ მშიარად, გამოვზარდოთ იგი, და უკეთუ წყურიელად, ვასვათ მას, დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემაჲ ჩვენი, შეიწირავს იგი, გინათუ გრილსა წყალსა, ანუ თუ ორთა მწვლილთა, რამეთუ ვინათგან არა ეხმარების მას, ამისთვის არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა ოდენ. გამოვაჩინოთ, ვითარმედ გვიყვარს ქრისტე და გვიხარის მოსლვა მისი. ვიხილოთ თუ ვითარ არს სიყვარული მისი ჩვენდა მომართ, რამეთუ მან სული თვისი ჩვენთვის დასდვა და შემდგომად ამისსა ჩვენვე გვთხოვს მოწყალებასა. და უკეთუ მის მიერ მოცემული მასვე მივსცეთ, ესრეთ შეიწირავს, ვითარმცა ჩვენი მიგვეცა. ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყვიან, ვითარმედ: „ვის არა უყვარს ქრისტე?“ სიტყვით და გონებით არავინ უარ ჰყოფს მას. არამედ არა სიტყვით ოდენ ჯერ არს სიყვარული, რამეთუ, უკეთუ სიტყვით ვიტყოდეთ – თუ გვიყვარს ღმერთი და საქმითა არა ვიქმოდეთ მცნებათა მისთა, ესე კიცხევა არს არათუ ღმრთისა ოდენ, არამედ კაცთაცა. არამედ, საყვარელნო, საქმით ვაჩვენოთ სიყვარული ღმრთისა, რათა მანცა აღგვიარნეს მას დღესა, რაჟამს წინაშე მამისა თვისისა აღიარებდეს ღირსთა მისთა და ჩვენცა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა კეთილთა, რომელი განუმზადა მოყვარეთა მისთა, რამეთუ მისი არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.