სწავლა 2. თავი ა [1]. ეკკლესიასა შინა კრძალულებისათვის

აქა ეკკლესიად რა შემოვალთ , ცად შევალთ, საყვარელნო. არა ადგილითა ვიტყვი, არამედ ძალითა და გონებითა, რამეთუ შესაძლებელ არს ქვეყანასა ზედა ყოფნითა ცათა შინა ყოფაჲ და მათთა სიკეთეთა განცდაჲ. აწ უკუჱ ქვეყანისასა ცათა შინა ნუ ვინ შემოიღებს. ნუცა ვინ აქა, ეკ¬კლესიად მდგომარენი , სოფლისასა ზრუნავს და სახლისა თვისისასა. რამეთუ მუნ რაჟამს მიხვიდეთ თანაგაძსთ, რათა აქაით მიღებულსა სარგებელსა იტყოდეთ და არა მუნ ქმნილთა საქმეთა აქა ეკკლესიასა შინა ახსენებდეთ , რამეთუ ამისთვის შემოვალთ წმიდასა ამას ადგილსა, რათა განვიბანნეთ ბიწნი ცოდვათანი. უკეთუ კულა აქა მასვე ბილწებასა შინა ვართ, უმჯობეს არს ყოვლადვე არა შემოსლვაჲ აქა. ნუმცა ვინ უკუჱ ეკკლესიასა შინა სოფლისასა ზრუნავს , არამედ უფროსად სოფელსა შინა ეკკლესიისასა იხსენებდეთ . უფროს ყოვლისა ესე იყავნ პატიოსან, რამეთუ ესე სულისა არს, ხოლო იგი – ჴორცთა. და უფროსად აქა თქმულნი სიტყვანი სამღთონი სულთაცა და ჴორცთაცა სარგებელ არიან. ამისთვის ჯერ არს, რათა ესე იყოს საქმედ ჩვენდა შინაგანად , ხოლო სხუა იგი ყოველი – გარეწარად. რამეთუ ესე ამასცა ცხოვრებასა სარგებელ არს და მერმესაცა, ხოლო ვნებანი აქაცა მავნებელ არიან და მუნცა. რამეთუ სახლი ესე ეკკლესია სამკვიდრებელ უფლისა არს , რომელი არათუ საუკუნესა ოდენ გვასწავებს, არამედ საწუთოსაცა, თუ ვითარ ვიყოფოდეთ და რაჲცა გარე წყლულება მოგვეახლოს, აქა ეკკლესიისაგან განვიკურნებოდეთ . უკეთუ კულა სულისა წმიდისა სიტყვათა არა ვისმენდეთ, არათუ ოდენ ვერ განვიკურნეთ წყლულებათა ჩვენთაგან, არამედ სხუაცა მოვიღოთ. ამისთვის, გევედრები, ძმანო, ვისმენდეთ სიტყვათა წიგნთასა მოს¬წრაფებით, რომელი მადლითა ღმრთისათა ყოველსავე გამოგვიცხადებს, და ძალგვიძს, უკეთუ გვენებოს, მცირედითა შრომითა ცნობად ძალსა მათსა და პოვნად სამღთოსა გულისჴმისყოფასა. რამეთუ ამისთვის მცირე მცირედ გითხრობ თქვენ, რათა შეუძლოთ ადვილად სწავლად ყოველსავე და არა დაგავიწყდებოდეს. გვეშინოდენ უკუჱ, ნუმცა ვიქმნებით თანამდებ ჴმისა მის, რომელი იტყვის: „უკეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდი მათ, ცოდვამცა არა აქუნდა”(იო. 15,22). რაჲ არს სარგებელი სმენისა, უკეთუ წარხვიდეთ და ვითარმცა არა გასმიოდა ? ესრეთ არარაჲ იცოდეთ. მოგვეცით უკუჱ ქვეყანა კეთილი, გულნი თქვენნი სათესველად , რათა ჩვენ გულსმოდგინე ვიქმნნეთ თესვად. და რომელსა ეკალნი ჰქონან, აღატყინენ მათ შორის ცეცხლი იგი სულისა. რომელი გულფიცხელ და წინააღ¬მდგომ იყოს, განასუქენ იგი და ლბილ ჰყავნ მითვე ცეცხლითა. რომელი გზასა ზედა არს და ყოველთა მიერ ვნებათა დაითრგუნვის, უშინაგანესა ადგილსა შევედინ და ნუ არს ყოველთა მიერ წარტაცებულ , რათა ყანანი თქვენნი შვებულ იყვნენ. და უკეთუ ესრეთ ვისწრაფდეთ, დაღათუ მეყსა შინა არა, არამედ მცირედ მცირედ, ყოველთა ვნებათაგან განვთავისუფლდეთ. ვეკრძალნეთ უკუჱ, რათა არა ჩვენთვისცა ითქვას, ვითარმედ: „ასპიტისა ყრუსანი არიან ყურნი მათნი”[ფს 57,4]. და ვითარ არა უარეს არს მხეცთა და პირუტყვთასა, რომელი სიტყვათა ღმრთისათა არა ისმენდეს? და უკეთუ კაცი იგი არს, რომელი სათნო ეყოფოდეს ღმერთსა. ხოლო რომელი ყოვლადვე სათნოყოფისა მისისა სიტყვასა არა ისმენდეს, რაჲთა განყოფილ არს მხეცთაგან? იხილე უკუჱ, ვითარ ბოროტ არს, რომელ ქრისტეს ჰნებავს, რათამცა კაცთაგან ანგელოსად შეგვცვალნეს და ჩვენ კაცთაგან მხეცად შევიცვალებით, რამეთუ მუცლისა მონა და ვეცხლისმოყვარებისა მიერ უფლება და მრისხანება და სიძულილი, ესე ყოველი არა კაცისა არს, არამედ მხეცისა და უარესიცა არს მხეცთასა, რამეთუ მათ აქვს თვითოეულსა სხუა და სხუაჲ ვნება, და იგიცა ბუნებით. ხოლო რაჟამს კაცმან გონება თვისი წარიწყმიდოს და მოქალაქობისაგან სამღთოსა განვარდეს, არღარა ერთსა, არამედ ყოველთა ვნებათა ერევის და არა ერთსა მხეცსა მიემსგავსების, არამედ ყოველთა უბოროტეს იქმნების და არღარა აქვს წყალობაჲ, რამეთუ ნებსით შევიდა ბოროტსა. გარნა ამასცა ერსა ზედა ნურარაჲ სმენილ არს ესევითარი, რამეთუ გუწადს თქვენთვის უმჯობესი და ამისთვის უმჯობესად განგაკრძალებთ, რათა ყოველნი მივიწივნეთ თავსა სათნოებათასა, და მივემთხვივნეთ კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.