სწავლა 20. თავი ზ [7]. სიყვარულისათვის მოყვსისა
ღირსი უკუჱ ესევითარისა მის ქრისტეს სიყვარულისა პატივისა მოქალაქობა ვაჩვენოთ, საყვარელნო ძმანო, და ნუმცა რაჲ გვაქვს ზიარებაჲ ქვეყანისა თანა, რამეთუ ამისთვის ქრისტემან ზეცით მოგვართვა ჩვენ სწავლა კაცთმოყვარებისა, რათა მოძღვრისა მის სწავლასა შეუდგეთ ძალისაებრ ჩვენისა და ვემსგავსნეთ.
ხოლო მსგავსება ქრისტესი ესრეთ იქმნების, რათა არა თვისთა თავთასა ვეძიებდეთ ყოვლადვე, არამედ მოყვასთასა, ვითარცა იგი ქრისტემან ჰქმნა. და რაჟამს კაცი არა თვისსა ეძიებდეს, არამედ მოყვსისასა, მაშინ ეძიებს თვისსა ჭეშმარიტებით, რამეთუ მოყვსისა ყოველი ჩვენი არს, ვინათგან ერთ გუამ ვართ და ურთიერთას ასოებ.
ნუმცა უკუჱ ვინ იტყვის, თუ: „იგი ვინმე არა არს მეგობარ ჩემდაო, არცა ნათესავ, და ვითარ მიყვარდეს იგი ვითარცა ჩემნიო?“ ამისთვის გულისჴმა ჰყავ, საყვარელო, დაღაცათუ არა არს მეგობარი და ნათესავი, არამედ კაცი არს შენისავე ბუნებისა და მისვე ქრისტეს მეუფისა მონაჲ, რომლისაცა შენ ხარ და შენ თანა მკვიდრი, რამეთუ ყოველნი ერთსა სოფელსა შინა მკვიდრ ვართ, და ვინათგან სარწმუნოებისა შენისა ზიარი არს, აჰა, ესერა ასოცა არს შენი, რამეთუ რომელი მეგობრობა იქმს ესოდენსა თვისებასა ვითარ ერთობა იგი წმიდისა სარწმუნოებისა, რამეთუ ყოველნი ნათელღებულნი ერთ გუამ ვართ.
ნუმცა უკუჱ უგულებელს ვჰყოფთ ერთი ერთსა, რამეთუ არავინ თვისი გუამი და ასონი უგულებელს ჰყვნის, არამედ ჰფუფუნებნ და იღვწინ.
ამისთვის ერთი სახლი მოგვცა ღმერთმან: სოფელი ესე და ყოველივე ზოგად განგვიყო და ერთსა მზესა ყოველთა აღმოგვიბრწყინვებს და ერთი სართული გარდაართხა ჩვენ ზედა – ცაჲ და ერთი საყოფელი – ქვეყანა, და ერთი ტაბლა ცხოვრებისა – ტაბლა იგი შესაწირავისა, ერთი სახე შობისა მოგვცა ყოველთა – წმიდა ნათლისღებაჲ, და ერთი არს ყოველთა მამული, სასუფეველი ცათა და ერთისა სასმელისაგან ვსუამთ ყოველნი. არათუ მდიდართა უმეტესად მისცემიეს საიდუმლო იგი და გლახაკთა უდარესად, არამედ ყოველთა სწორად უწდია სისხლი თვისი ქრისტემან და ყოველთა სწორად განუყო ჴორცი თვისი საცხოვრებელად ყოველთა სულთა.
აწ უკუჱ ვინაჲ არს უწესოება ესე, რომელ არა გვიყვარან ძმანი? გარნა ანგაჰარებისაგან მდიდართასა და ამპარტავანებისაგან მათისა. არამედ ნუღარა იყოფინ ესე, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ნუმცა განგვყოფენ ჴორციელნი ესე საქმენი, რომელნი სულიერად ერთ ვართ, რამეთუ ყოველი ჴორცი აჩრდილი არს და აჩრდილისა უუძლურესი.
ხოლო ჩვენ, ძმანო, საკრველი იგი სიყვარულისა მტკიცედ დავიცვათ და ვერარაჲ ვნებათაგანი შეგვემთხვიოს განყოფად ესევითარისა მის ერობისაგან და სულიერისა სიყვარულისა, რომლისა მიერ ყოველნივე ერთობით საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.