სწავლა 21. სიყვარულისათვისვე მოყვსისა

გევედრები, საყვარელნო ძმანო, რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ შეყვარებად ძმათა, რათა არა მტყუვრად გამოვაჩინოთ სიყვარული ღმრთისა, რამეთუ იტყვის: „რომელმან სთქუას, მიყვარს ღმერთი და ძმაჲ არა უყვარდეს, იგი მტყუარ არს”[1 იო. 4,20]. არამედ ვიღვწიდეთ სულთა ჩვენთა და ვისწრაფდეთ შეყვარებად მოყ­ვსისა. და ნუმცა განვეშორებით გუამნი თავსა, რომელ არს ქრისტე, და ნუმცა განვეყოფით ასოთა ჩვენთა, რომელ ესე საქმე არს განცოფებულთა. არამედ უფროსღა ვისწრაფდეთ კვალსა ქრისტესსა შედგომად, და ვჰკურნებდეთ ასოთა ჩვენთა, უკეთუ უძლურნი იყვნენ. რამეთუ ჴორციელთა ამათ ასოთა შინა უკეთუ ვიხილით ერთი რომელიმე მოუძლურებული, ყოვლითა მოსწრაფებითა არა დავსცხრებით კურნებად; და უკეთუ ვერ შეუძლოთ, არავე უგულებელს ვჰყოფთ. ეგრეთვე უკუჱ, საყვარელნო, ვისწრაფოთ ძმათ მოყვარება და კეთილისყოფა, რათა „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტეს სიყვარულისა”[გალ. 6,2] და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.