სწავლა 22. სიყვარულისათვის ძმათასა
საყვარელნო, არა მოციქულთა ოდენ ამცნებდა უფალი ურთიერთას სიყვარულსა, არამედ ყოველთა, რომელთა ეგულებოდა სიტყვითა მათითა რწმუნება მისა მიმართ. და არარაჲ სხვა დააბრკოლებს წარმართთა ჩვენდა მომართ, გარნა ესე, რომელ სიყვარული არა გვაქვს ურთიერთას.
ხოლო მოციქულნი ძლიერად იყვარებოდეს ურთიერთას, ვითარცა იგი იხილეთ პეტრე და იოანე ვითარ იყვნეს. და კვალად პავლე ვითარ იყო მათდა მიმართ სიყვარულითა, რომელთა იგი ყოველივე სათნოება აქუნდა, არამცა უფროსად დედა იგი სათნოებათა სიყვარული აქუნდაა? რამეთუ ესე საქმე სულისაგან სათნოჲსა და წმიდისა აღმოეცენების. ხოლო სადა უკეთურება იყოს, ესე ნერგი განხმების, რამეთუ: „რაჟამს განმრავლდეს უსჯულოება, განხმეს სიყვარული მრავალთა“[მთ. 24,12].
და წარმართთაცა ვერ მოაქცევენ სასწაულნი, ვითარ საქმენი კეთილნი და ცხოვრება სათნოჲ. ხოლო ცხოვრებასა ბრწყინვალე არარაჲ ჰყოფს, ვითარ სიყვარული ძმათა. რამეთუ, რაჟამს ქადაგება იგი არღა განვრცელებულ იყო, სამართლად საძიებელ იყვნეს სასწაულნი. ხოლო აწ უფროსად საქმეთა კეთილთა, ჯერ არს მოგებაჲ, რომელ არს ძმათ სიყვარული.
რამეთუ ვერარაჲ ესრეთ შეარცხვენს წარმართთა, ვითარ სათნოება, ვერცარაჲ ესრეთ დააბრკოლებს, ვითარ უკეთურება. რამეთუ რაჟამს იხილონ მასწავლელი სიყვარულისა სიძულილსა შინა და ანგაჰარებასა და ტაცებასა, არა ტყუილად შერაცხონა სწავლა იგი და ჩვენ ვიქმნებით მიზეზ მათისა საცთურსა შინა დადგრომისა?! რამეთუ მათისა სარწმუნოებისა საცთური უცნობიეს და ჩვენი ესე ჭეშმარიტება უყვარს, არამედ საქმეთა ჩვენთა მიერ დაჲხრწევის, რაჟამს არა გვიყვარდენ ძმანი.
ხოლო უკეთუ იტყვით, ვითარმედ: „პირველთა მამათა რად არა ჰბაძვენ“, არამედ იგინი ჩვენ მიერ ეძიებენ სარგებელსა, რომელთა გვხედვენ და იტყვიან: „გვიჩვენეთ სარწმუნოება თქვენი საქმეთა მიერ კეთილთა“, და რაჟამს გვიხილნენ ჩვენ ბოროტთა შინა, თვისსავე წესსა ზედა დაადგრებიან. ამისთვის უკუჱ მოგვეხადების ჩვენ სასჯელი, არა ბოროტთა მათთვის ოდენ, რომელთა ვიქმთ, არამედ ამისთვისცა, რომელ სახელი ღმრთისა ჩვენ მიერ იგმობის. ამისთვის მეშინის, ნუუკუჱ დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვჰპოვოთ სასჯელი საუკუნო.
არამედ გევედრები, საყვარელნო, ჴელ ვჰყოთ სათნოებასა და აღვასრულოთ ჰსჯული სიყვარულისა, რამეთუ: „აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს“(რომ. 13,10). და ძმათ მოყვარებითა ვსწყალობდეთ ყოველთავე, რათა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.