წავლა 24. მოწყალებისათვისვე
საყვარელნო, ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკთა ზედა, რათა არა დავშრეტდეთ ლამპართა ჩვენთა, არამედ დავიცვნეთ იგინი ბრწყინვალედ მოწყალებისა მიერ; რამეთუ მოწყალებისა ნათელი უშრეტელ არს და განმწმედელ სულისა უფროს ოქროჲსა ბრწყინვალისა. რამეთუ იტყვის: „მიეცით მოწყალება და აჰა, თქვენი ყოველი წმიდა არს”(ლკ. 11,41).
განვაბნივოთ საფასე და შევიკრიბოთ ჭურჭელთა ჩვენთა ზეთი წყალობისა ვიდრეღა აქა ვართ. რამეთუ მუნ არღარა არს სავაჭროჲ, არცა ვინ მიიღოს სხვისა ვისგან, გარნა ჴელისაგან გლახაკთასა შევიკრიბოთ უკუჱ აქავე მდიდრად, უკეთუ გვენებოს სიძისა მის თანა შესლვაჲ და არა გარე დაშთომაჲ. რამეთუ დაღაცათუ ბევრეული სათნოება წარვმართოთ თვინიერ მოწყალებისა, ვერ შევიდეთ სასუფეველსა.
ამისთვის გევედრები, საყვარელნო, მოსწრაფედ მოვიგოთ მოწყალებაჲ, რომელი მსგავს ღმრთისა ჰყოფს მომგებელთა მისთა, რამეთუ იტყვის: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს”[ლკ. 6,36], და მოწყალენი შეიწყალებიან ღმრთისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.