სწავლა 3. ეკკლესიასა შინა დუმილისათვის
ეკკლესია უკუჱ, საყვარელნო, საყოფელი ზეცისა ადგილისა არს ქადაგებითა და ლოცვითა. ხოლო აწ ეკკლესია არარაჲსა უმჯობეს უბანსა და სახლსა სავაჭროსა არს, რამეთუ შეკრბებიან დედანი ეკკლესიად, შემკობილნი, რათა შეაცთუნონ უგუნურნი. უკეთუ ვინ ინებოს მითხრობად სიტყვისა, ვგონებცა თუ არა აქუს სხვა ადგილი მოპოვნებად თვინიერ ეკ¬კლესიისა. ხოლო უკეთუ ვინ ინებოს ვაჭრობისა ყოფად, ჰყოფენ ეკკლესიასა შინა. დაღათუ ვის უნდეს ლალვად , ანუ განგებად სახლთა მეტყველებისა, ანუ სამხედროსა წესისა სმენად, ანუ სასჯელი, ანუ ვითარნი რაჲ სამკურნალო, ამას ყოველსავე ეკკლესიასა შინა ჰყოფენ. ვინაცა მარადღე ვიურვი ამის ყოვლისათვის და მწუხარე ვიქმნები, რათამცა ვიქმენ მომპოვნებელ კეთილისა ეკკლესიასა შინა.
არამედ ესრეთ გპოვნენ თქვენ – საქენჯნელად და საცოდველად მოხვალთ მეტყველებად ეკკლესიასა შინა და არა ცოდვათა სინანულად. და ამას იტყვი: „ვერ გულისჴმა ვჰყოფ, რაჲ ითქმიან სიტყვანი, ანუ რაჲსათვის იკითხებიანო.“ შენ მეტყველებ ეკკლესიასა შინა და არა დასდგები შიშით და ამისთვის ვერ გულისჴმა ჰყოფ.
იხილე, ვითარ საჭურისი იგი, გზასა ზედა მყოფი, იკითხვიდა წიგნსა. და შენ, შორის მოძღვართა მდგომარე, მიზეზ ჰყოფ მეტყველი უმეცრებასა და უგულისჴმოებასა.
ამისთვის ევედრე უფალსა, რათა გულისჴმა ჰყო მცნებანი მისნი. ხოლო შენ გიხმს დუმილი ეკკლესიასა შინა, რათა მიითვალოს ღმერთმან დუმილი შენი და მყუდროება. უკეთუ არა ძალგიძს დუმილად, განვედ ეკკლესიით, რათა არა ექმნე სხუათა საწერტელ . რამეთუ ერთი ოდენ ჯერ არს ეკ¬კლესიასა შინა გალობა და ლოცვაჲ ჟამსა ეკკლესიად შეკრებისასა და არა ჴმიანობად და ურთიერთას ზრახვად, არამედ დუმილით სმენად საკითხავისა, რამეთუ თვით ეპისკოპოსიცა სდუმს და მხოლოდ მგალობელნი გალობენ. რად უკუჱ ჭეშმარიტებასა უტევებთ და აჩრდილსა და სიზმარსა სდევთ?
ვინაცა, გლოცავ და გევედრები, საყვარელნო, მტერისა საქმეთაგან განთავისუფლდით და იხსენით საბრხეთაგან მისთა და ანგაჰრებისა წილ შეიყვარეთ მოწყალება, ხოლო სიძულილისა წილ ძმათმოყვარება , რათა ესრეთ მყოფთა აწინდელიცა კეთილი და ყოფადიცა დაიმკვიდრნეთ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.