სწავლა 31. სათნოებისათვისვე

გლოცავ და გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა მოსწრაფე ვიქმნეთ სათნოებათა მოგებად და სათნოყოფად სახიერისა მის ღმრთისა. რომელნი იგი სარგებელ ჩვენდა იყვნენ, ესე იგი არს, რათა სულთა ჩვენთათვის კეთილად ვზრუნვიდეთ, რამეთუ ესეცა მისისა კაცთმოყვარებისაგან არს. რომელ არარაჲ ეხმარების მას ჩვენგან და ჩვენსა ოდენ კეთილსა და სათნოებასა ეძიებს, და იგი შეურაცხიეს, ვითარცა მისაგებელად მისთა კეთილთა, რაჟამს ჩვენ სულთა ჩვენთათვის ვზრუნვიდეთ. ამისთვისცა უკუჱ ფრიადისა უგულისჴმოებისა სახე არს, რათა ვინათგან მეუფესა ჩვენსა ესრეთ ჰნებავს ჩვენი ცხოვრება და ჩვენ არა ვჰქმნეთ ძალისაებრ ჩვენისა კეთილი და სათნო ვეყვნეთ, რათამცა მივემთხვივნეთ ურიცხვთა მათ კეთილთა. ამის ყოვლისათვის უკუჱ შევსწიროთ მადლი კაცთმოყვარესა ღმერთსა; ნუ სიტყვით ოდენ, არამედ უფროსად საქმეთა მიერ კეთილთა, რათა საუკუნენი იგი კეთილნი მოგვეცნენ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.