სწავლა 32. თავი ია [11]. წმიდათა წერილთა კითხვისათვის
საყვარელნო, იტყვის უფალი, ვითარმედ: „ყოველი მწიგნობარი, რომელსა უსწავლიეს სასუფეველისათვის ცათასა, მსგავს არს კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თვისისა ძველი და ახალი“[მთ. 13,52]. რამეთუ, მწიგნობარი არს, რომელი შრომითა და გულსმოდგინებითა კითხვასა ჰყოფს სამღთოთა წერილთასა. რამეთუ ესე საუნჯესა დაიდებს მცნებათა ძველისა სჯულისა და ახლისა აღთქმისასა და მას ჟამსა შინა მოიღებს მისგან მოძღვრებასა.
და რაოდენნი არა დაიმარხვენ სწავლასა წმიდათა წერილთასა, ესენი არა არიან სახლისა უფალნი: არცა თვით მქონებელნი, არცა სხუათა მიმცემელნი, არამედ უგულებელს ჰყოფს თავსა თვისსა უმეცრებით და სიყმილით განიხრწნის სულსა.
რამეთუ, ვითარცა ქვეყანასა უწვიმარსა, თუ ვინმე მრავალნი თესლნი დასთესნეს, აღორძინებად ვერ უძლებს, ეგრეთვე სულსა უკეთუ არა პირველ მოირწყოს წერილთაგან, არა ძალუძს ნაყოფისა კეთილისა ყოფად. რამეთუ დიდი ბოროტი არს, რომელნი არა ისმენენ წერილისასა და, ვითარცა პირუტყვნი ვლენან. და დიდი კეთილი არს წერილის კითხვა და სმენა, რამეთუ მისგან აღმოეცენებიან ყოველნი კეთილნი სწავლანი და წმიდათა მობაძავობა და ისწავების ზეცისა მოქალაქობა.
ხოლო რომელნი არა ისმენენ წერილთა, მათგან იშობებიან მრავალნი ძვირნი და არიან უდებსა ცხოვრებასა შინა, და სულითა ბრმანი, ვითარცა ნათლისაგან მოკლებულნი, სწორად ვერ ვლენან და ეშმაკი ფრიად უბრკმობს.
ამისთვის გვასწავებს მოციქული, ვითარმედ: „ეკრძალენით საკითხავსა და მოძღვრებასა ნუგეშინისცემითა”[1 ტიმ. 4,13]. ესე იგი არს, ვითარმედ: არა მომედგრდეთ, არამედ იკითხვიდეთ წიგნთა გულისჴმისყოფით და სხუათაცა ასწავებდეთ, რათა მრჩობლი სასყიდელი მოიღოთ ღმრთისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.