სწავლა 44. თავი იე [15]. სიმდაბლისათვის და სიმშვიდისა
ქრისტესგან ვისწავოთ, საყვარელნო ძმანო, ჭეშმარიტი სიმდაბლე და სიმშვიდე, ვითარცა იტყვის: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მთ. 11,29).
ესევითარი სიმდაბლე და სიმშვიდე ჩვენცა მოვიგოთ და ვიქმნეთ შემუსრვილის გულით ლოცვისა შემწირველ ღმრთისა, რათა ვჰპოვოთ განსვენება სულთა ჩვენთა ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა.
შევიმოსოთ სიმდაბლე – დედა იგი ყოველთა სათნოებათა; დავნერგოთ იგი სულთა შინა ჩვენთა, რათა ზღვაცა ესე ამის სოფლისა დაუნთქმელად წარვლოთ და მყუდროსა მას ნავთსაყუდელსა ღირს ვიქმნეთ შესლვად.
ვიქმნეთ უკუჱ მდაბალ, საყვარელნო, რათა ავმაღლდეთ, რამეთუ ნამდვილვე აღამაღლებს სიმდაბლე კაცსა, სიმაღლითა მით სამღთოჲთა და უზესთაეს კამარათა ზეცისათა ჰყოფს. რამეთუ იტყვის: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს”(მთ. 23,12; ლკ. 18,14).
აწ უკუჱ, საყვარელნო, შევიტკბოთ სიმდაბლე, რომელი ქრისტესა მიამსგავსებს მომგებელთა მისთა და ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.