სწავლა 48. ამპარტავანებისათვისვე

ამპარტავანებითა დაეცა პირველქმნული იგი ადამ ნეტარისა მისგან ცხოვრებისა. და კვალად ეშმაკიცა, რომელმან იგი აცთუნა, ამითვე სახითა დაეცა სიმაღლისა მისგან დიდისა. ამისთვისცა იცოდა უკეთურმან მან ცოდვისა მის ძალი, ვითარმედ ზეცით გარდამოგდებადცა შემძლებელ არს. ამისთვის ადამს მითვე სახითა ებრძოლა და დასცა, რამეთუ, აღაზუავა იგი აღთქმითა მით სწორ ღმრთისა ყოფისათა, და ესრეთ დასცა და ჰშთახდა ქვესკნელთა ჯოჯოხეთისათა, რამეთუ არარაჲ ესრეთ უცხო ჰყოფს ღმრთისაგან და მისცემს გეენიასა ცეცხლისასა, ვითარ ამპარტავანებისა მძლავრებაჲ. რამეთუ რაჟამს ამპარტავნება ჩვენთანა იყოს, ყოველივე ცხოვრება ჩვენი არაწმიდა არს, გინათუ ქალწულებასა ვიქმოდეთ, ანუ თუ მარხვასა, ანუ ლოცვასა, ანუ მოწყალებასა, ანუ სხუასა რას. რამეთუ არაწმიდა არს და საძაგელ წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა. დავაცხროთ უკუჱ ამპარტავნება ჩვენი და უკეთუ გვენებოს, რათა ვიყვნეთ წმიდა და განვთავისუფლდეთ სასჯელისა მისგან, რომელი მიელის ეშმაკსა, ვითარცა პავლე იტყვის, ვითარმედ: „ნუ ახალნერგ, რათა არა აღზუავნე და სასჯელსა და საბრხესა ეშმაკისასა მიეცე, არამედ განერე ამის უსჯულოებისა საქმესა“[1 ტიმ. 3,6]. უკეთუ გულისჴმა ვჰყოთ ბუნება ჩვენი და ცოდვათა ჩვენთა სიმრავლე მოვიხსენოთ, და მერმეთა მათ სატანჯველთა სიმწარე და სოფლისა ამის საქმეთა ამაოებაჲ, რომელი არათ უმჯობეს არს თივისა და ყუავილთა მათ არისათა, უადვილესად დაჭნების. უკეთუ ამას ყოველსა ვიგონებდეთ და სათნოებათა მათ წმიდათასა ვბაძვიდეთ, ვერა ოდეს დაგვცეს ეშმაკმან ამპარტავანებითა. ხოლო ქრისტემან ღმერთმან მდაბალმან, სახიერმან და ტკბილმან მოგვანიჭოს ჩვენცა და თქვენცა გული შემუსრვილი და მდაბალი, რათა ესრეთ შეუძლოთ სხუათაცა სათნოებათა წარმართებად სადიდებელად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.