სწავლა 5. თავი ბ [2]. ლოცვისათვის
ყოველთა უკუჱ უწყოდეთ, საყვარელნო, რამეთუ დასაბამი ყოვლისა კეთილისა ლოცვა არს, ცხოვრება და ცხოვრებისა შუამდგომელი. სახმარ არს ჩემდა, რაოდენ შეუძლო, ვიტყოდე ლოცვისათვის, რათა გასწავო ლოცვათა შინა ცხოვრებულთა. და რომელნი ჰგიეთ საქმეთა შინა ღმრთისათა მარადის, უმოსწრაფეს გაქუნდესთ თქვენ სიტყვა ესე.
ხოლო რომელნი მყოფ არიან დახსნილობათა შინა, დაუტეობენ სულსა უნაყოფოსა და ჰსცნან გარდასრულთა ჟამთა ამაოებაჲ და არა დააკლონ თავნი თვისნი ცხოვრებასა შემდგომთა ჟამთა.
ხოლო აწ მნებავს თქმად დიდი ესე სარგებელი ლოცვისათვის, რამეთუ ყოველი, რომელი ილოცვიდეს, ღმრთისა თანა მზრახველობს. ხოლო თუ ვითარ არს კაცად მყოფისა ღმრთისა თანა ზრახვაჲ, ყოველთა უწყით და არა ძალმიძს პატივისა მის გამოთქმად, რამეთუ ესე პატივი ლოცვისა და დიდად შვენიერებაჲ ანგელოსთაცა აღემატების, რომელი უფროს მათ უწყიან. რამეთუ ერთი დიდებული წინასწარმეტყველი მოგვითხრობს მათთვის, რომელნი შიშით ლოცვასა შესწირვენ ღმრთისა , დამფარველნი პირთა და ფერჴთა თვისთა მრავლითა კრძალულებითა, რომელთა არა ძალუძსთ დადუმებად მრავლისათვის შიშისა [ეს. 6,2-3]. ხოლო შემდგომი ყოველი ბუნება, ცხოვრება, სიბრძნე, მეცნიერება და სხუა ყოველივე, რომელი უკეთუ ვინ სთქუას.
ხოლო ლოცვა საზოგადო საქმე არს ანგელოსთა და კაცთა. არარაჲ არს განყოფილ შორის ორთა ბუნებისა ლოცვათა შინა, რამეთუ საიდუმლოდ შეირაცხების მათდა მიმართ და მსწრაფლ ცხოვრებასა მათსა მიეახლების მლოცველი პატივითა და აზნაურებითა და მეცნიერებისა ცხოვრებითა თვისითა.
ამისთვის გევედრები, ძმანო, ყოველსა შინა ადგილთა და ჟამთა ვის¬წრაფოთ ღმრთისა მიმართ ლოცვაჲ, რამეთუ რაჲმე იყოს უბრწყინვალეს მზრახველთა ღმრთისათა და მვედრებელთა? რაჲმე უმართლეს, რაჲმე უბრძნეს და რაჲმეღა ჯერ არს თქმად თანამზრახველთა ღმრთისათა, რომელნი მარადის მისთანა არიან ლოცვისა მიერ და მისთანავე იდიდებიან საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.