სწავლა 51. ცუდად მზუაობრობისათვისვე

ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდად მზუაობრობაჲ. ამან მოიყვანა ჰურიანი შურად ქრისტესა და ამან კვალად დაარწმუნა მათ და მოუხდეს იესოს და ჰრქუჱს, ვითარმედ: „რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი”[მთ. 9,14; მრკ. 2,18]. ვივლტოდეთ უკუჱ, საყვარელნო, ცუდად მზუაობრობისა ვნებისაგან. და უკეთუ ამისგან ვივლტოდეთ, გეენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეენიისასა, და ყოველგან განუფენია თვისნი რტონი, და ყოველი ჰასაკი და ნათესავი დაუპყრიეს. ამან ეკკლესიანი ზედა ქვე ჰქმნა და ქალაქნი და ნათესავნი ამან ვნებამან ცუდად მზუაობრობისამან. ხოლო ვსძლოთ ვნებასა ცუდად მზუაობრობისასა, ესრეთ: უკეთუ წინააღუდგინოთ დიდებასა დიდებაჲ, რამეთუ სიმდიდრესა მაშინ შეურაცხ ვჰყოფთ, რაჟამს სხვისა სიმდიდრისა მიმართ ვხედვიდეთ. და ცხოვრებასა ამას მაშინ შეურაცხ ვჰყოფთ, რაჟამს საუკუნო ცხოვრება გულისჴმა ვჰყოთ. ეგრეთვე ცუდი დიდება მაშინ დავსთრგუნოთ, უკეთუ მერმისა მის დიდებისა სურვილი გვაქვნდეს. და რამეთუ კაცთა დიდება ამაო არს და ცუდი, ოდენ სახელი აქვს და საქმე – არა. ხოლო ზეცისა იგი დიდება ჭეშმარიტ არს; და არათუ კაცნი, არამედ ანგელოსნი და მთავარანგელოსნი და ანგელოსთა მეუფე იყოს მაქებელად ესევითარისა. უკეთუ იგი საუკუნო დიდება და იგი მსაჯული გულისჴმა ჰყო, ვერარამან სოფლისა საქმემან გაცთუნოს შენ. რამეთუ სოფელსაცა ამას ვინმცა აღირჩია წინაშე მეფისა მდგომარემან, რომელსა თვით მეფე და ყოველნი მხედარნი მისნი აქებედ, რათამცა აღირჩია მან ქება ბუზთა და მუმლთა? ესრეთ არს კაცობრივი დიდება ღმრთისა თანა, ვითარცა ჴმაჲ ბუზთა და მუმლთა ქებასა მას თანა მეფისა და მხედართასა. არამედ რომელთა ესე უნდოებაჲ კაცობრივთა საქმეთა ვიცით, ყოვლითა ღონითა საუკუნო იგი და მიუწდომელი დიდება ვიძიოთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.