სწავლა 53. თავი იჱ [18]. ვეცხლის მოყვარებისათვის

საყვარელნო, შეუდგეთ იესოს და აღვიღოთ ჯვარი ჩვენი, რამეთუ იტყვის: „უარ ჰყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე”(მთ. 16,24). ესე არს აღება ჯვარისა, რათა მოვაკუდინნეთ ასონი ჩვენნი ქვეყანასა ზედა, დავშრიტოთ გულისთქმაჲ, მოვაკვდინოთ გულისწყრომაჲ, მოვკლათ შური. და ესე არს მსხვერპლი ცხოველი, რომელი არა მტვერ იქმნების, არცა კუამლად განიბნევის, არცა ცეცხლი უხმს და შეშაჲ და მახვილი, არამედ აქვს მახვილად და ცეცხლად სული წმიდა. ესე მახვილი აღიღე, ძმაო, და მოიკვეთე ნამეტნავი იგი გულისა, განაღე დაყოფილი სასმენელი, რამეთუ სენნი და ბოროტნი გულისთქმანი დაუყოფენ სასმენელთა სმენად სიტყვასა ღმრთისასა. რამეთუ ვეცხლისმოყვარება რა მოიწიოს, არა უტეობს შესლვად სიტყვათა მოწყალებისათა. და სიძულილი რა მოიწიოს, დაუყოფს შესავალსა სიყვარულისასა, და ყოველი ვნება ესრეთ არს. არამედ ჩვენ აღმოვფხვრნეთ ბოროტნი გულისთქმანი, რამეთუ ოდენ ვინებოთ, და ყოველი დაშრეტილ არს. ხოლო ჩვენ ვართ, რომელნი ვაუფლებთ ვნებათა ჩვენ ზედა. ნუ მძლავრებასა ვეცხლისმოყვარებისასა ჰხედავ, არამედ გულისჴმა ჰყავ, ვითარმედ შენგან არს იგი მძლავრებაჲ. რამეთუ არათუ ბუნებით არს ვეცხლისმოყვარებისა გულისთქმაჲ, რამეთუ ვინათგან ბუნებითნი ყოველნი პირველითგან იქმნეს, ხოლო ოქროჲ და ვეცხლი ვიდრე მრავლად ჟამადმდე ყოვლად არა სჩნდეს. სადაჲთ უკუჱ აღორძნდა ვეცხლისმოყვარებისა გულისთქმაჲ? გარნა ცუდად მზუაობრობისაგან და დახსნილობისა. რამეთუ გულისთქმანი Iრომელნიმე საჭირო არიან, IIრომელნიმე ბოროტნი, და IIIრომელნიმე არცა ერთისა ამათგანისა. ესე იგი არს, ვითარმედ: რაოდენნი არიან, რომელ თვინიერ მათსა მოკუდების კაცი. Iიგინი საჭირო არიან და ბუნებით – ვითარ არიან ჭამისა და სმისა და ძილისა გულისთქმაჲ. IIხოლო ტრფიალება იგი ჴორცთა – სიმხურვალისა ბუნებით არს, გარნა არა საჭიროჲ. რამეთუ მრავალთა სძლეს ჴორცთა მხურვალებასა და არა მოკუდეს. IIIხოლო ვეცხლისმოყვარებისა გულისთქმაჲ – არცა ბუნებითი არს, არცა საჭიროჲ, არამედ ცუდი. და უკეთუ გვენებოს, არა შევიწყნარებთ ვეცხლისმოყვარებასა. რამეთუ უფალმანცა ქალწულებისათვის სთქუა: „რომელთა ძალუძსო”[მთ. 19,12]. ხოლო სახმართმოყვარებისათვის სთქუა: „რომელმან არა დაუტეოს მონაგები თვისი და შემომიდგეს მე, არა არს იგი ჩემდა ღირს”[მთ. 10,38]. რამეთუ რომელ ადვილ არს, ამას გვამცნებს. ხოლო, რომელი ვერ ყოველთა ძალუძს, მიუშვებს ნებასა ზედა. აწ უკუჱ რად ვჰყოფთ თავთა ჩვენთა უსიტყველ წინაშე ღმრთისა? რამეთუ რაჲ ვსთქუათ, რაჟამს გვრქვას, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიარი, და არა მეცით ჭამადი”[მთ. 25,35]. ნუუკუჱ ქვრივისა მის უგლახაკეს ვართა, რათამცა სიგლახაკე ვიმიზეზოთ? რამეთუ ღმერთი არა სიმრავლესა საფასეთასა ეძიებს, არამედ სიკეთესა გონებისასა და ესეცა მისისა კაცთმოყვარებისაგან არს. ამისთვის უკუჱ გევედრები, საყვარელნო, ვისწრაფოთ ძალისაებრ ჩვენისა ქმნად კეთილისა და მოწყალებისა, რათა ჩვენცა შევიწყნარნეთ და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.