სწავლა 56. თავი ით [19]. მრისხანებისათვის
ძმანო ჩემნო, ჯერ არს ჩვენდა განშორებაჲ მრისხანებისაგან და ვეცხლისმოყვარებისა, რომელი იგი მიზეზი არს მრისხანებისა. რამეთუ რისხვა ვნება არს ბოროტი. მრავალღონე დამაბნელებელი სულისა და უშვერ-მყოფელი ჴორცთა. ამისთვის ჯერ არს, რათა ყოვლით კერძო ვეკრძალნეთ რისხვასა.
რამეთუ ბოროტ არს, უკეთუ მხეცთა დამშვიდებაჲ ძალგვედვას და გონებასა ჩვენსა განმხეცებულსა უგულებელს ვჰყოფდეთ. რამეთუ გულისწყრომა ცეცხლი არს შემწველი სულისა და მავნებელი ჴორცთა და უშვერმყოფელი; და უკეთუმცა მრისხანესა ჟამსა რისხვისასა ძალედვა თავისა თვისისა ცნობაჲ, თუ ვითარი არს, არამცა სახმარ იყო სხუათა სწავლაჲ, რამეთუ არარაჲ არს უუშვერეს მრისხანისა, მთვრალობა არს ბოროტი მრისხანება და უფროს მთვრალობისა უბოროტეს, და ეშმაკეულისა უძვირეს.
არამედ მოვიწყვიდოთ, ძმანო, ჩვენგან რისხვა და ჴმამაღლობა სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა, და ჟამსა განრისხებისასა მოვიხსენებდეთ ცოდვათა ჩვენთა.
და რაჟამს მონასა შენსა ჰრისხვიდე და ჰპეროოდე, და იგი ჰსდგეს მდუმრიად და ბრძნად, იგი კმა იყავნ შენდა სწავლად. დაღაცათუ მონა არს, არამედ კაცი არს და სული აქუს უკუდავი, და იგივე ნიჭნი ჰქონან ღმრთისაგან, ვითარ ეგე შენ.
და უკეთუ რომელი იგი სულიერითა პატივითა სწორ ჩვენდა არს და ჴორციელისა ამის და არარაჲსა ჴელმწიფებისათვის, ესრეთ სიმშვიდით თავს ისხამს სიტყვათა ჩვენთა. ხოლო ჩვენ, რომელი სიტყვა მიუგოთ ღმერთსა, რაჟამს შიშისა მისისათვის ესრეთ არა აღვირ ვასხმიდეთ გონებათა ჩვენთა, ვითარ იგი მონანი ჩვენთვის?
ამას ყოველსა გულისჴმა ვჰყოფდეთ და ცოდვათა ჩვენთა ვიხსენებდეთ; და ბოროტისა ამის მრისხანებისა ვნებისაგან განვეშორნეთ და ქრისტესმიერი სიმშვიდე შევიმოსოთ, რათა ვჰპოვოთ განსვენება სულთა ჩვენთა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.