სწავლა 57. მრისხანებისათვისვე
ჭეშმარიტისა ქრისტეანისა ჯერ არს, ძმანო ჩემნო, ბრწყინვალე ყოფად სოფელსა შინა და ყოველსავე საქმესა სიმშვიდით საცნაურ: სლვისაგან და ხედვისა, სახისაგან და ჴმისა, ჯდომისაგან და დგომისა, რათა ყოველსავე შინა ქრისტესმიერი სიმშვიდე ბრწყინვიდეს.
ხოლო, უკეთუ განრისხნები და მხეცთა ბოროტთა მიემსგავსები: ბრდღვინავ, ვითარცა კურო; ხუივი, ვითარცა ცხენი დედათა ზედა; ნაყროვნებ, ვითარცა დათვი; განსუქნები, ვითარცა ღორი; მოიხსენებ ძვირსა, ვითარცა აქლემი; იტაცებ, ვითარცა მგელი; სცბი, ვითარცა მელი; უცემ კაცსა, ვითარცა გველი; გესლსა სთხევ, ვითარცა ღრიანკალი; განრისხნები, ვითარცა ვეშაპი; იცავ გესლსა, ვითარცა ასპიტი; ჰსძულობ კაცსა, ვითარცა ფოცხვერი; ემტერები, ვითარცა ეშმაკი. ესე ყოველი თვითოეული მხეცთა ჰქონან ბუნებით, ხოლო შენ უძვირეს ყოველთასა იქმნები. და ვითარ გეწოდოს შენ ქრისტეანე ამათ ესევითართა მოქმედსა?!
არამედ ნუმცა ვინ არს თქვენგანი ესრეთ, ჵ, ძმანო! უფროსღა მოვიგოთ სიმშვიდე, სახე ჭეშმარიტისა, რათა დავიმკვიდროთ ქვეყანა იგი მშვიდთა, რამეთუ იტყვის: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა”(მთ. 5,5), რომელსა შინა ღირსმცა ვართ ყოველნი განსვენებად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.