სწავლა 6. ლოცვისათვისვე ყოველსა ადგილსა

საყვარელნო, ლოცვისათვის ნუ ვეძიებთ ადგილსა სავედრებელსა, ნუცა მრავლის მეტყველებასა ლოცვასა შინა და გრძელთა სიტყვათა, არამედ, ვითარცა ქანანელი იტყოდა: „შემიწყალე მე, უფალო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს”(მთ. 15,22). ეგრეთვე შენცა იტყოდე: „უფალო, შემიწყალე მე, რამეთუ სული ჩემი ბოროტად იგვემების ეშმაკისაგან”. დაღაცათუ მცირე არიან ესე სიტყვანი, არამედ უფროს კაცთმოყვარებანი ღმრთისანი. სადაცა არს წყალობა ღმრთისა, მუნ ყოველი კეთილი, და სადაცა იყო, ძმაო, ესრეთ იტყოდე: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. უკეთუმცა არა აღძრნე ბაგენი, არამედ გონებითა გულსა შინა ესრეთ ღაღად ჰყავ, რამეთუ მდუმრიად თქმულიცა ლოცვანი ისმინის ღმერთმან. ხოლო შენ თვით ტაძარი ხარ ღმრთისა ცხოველისა [1 კორ. 3,16; 6,19; 2 კორ. 6,16]. რად ეძიებ ადგილსა ლოცვისასა, რამეთუ ღმერთი ყოველგან არს? იხილე, ვითარ მოსე ივლტოდა ეგვიპტით პირისაგან ჶარაოსა: ზღვა იყო პირით კერძო და ჶარაო ზურგით და შორის მოსე, და დიდი იწროება იყო მისა. არა იყო მისაყრდნობელ მისა ვედრებად ღმრთისა . და ჰრქუა მოსეს ღმერთმან: „რაჲსა ღაღადებ ჩემდამო?”[გამ. 14,15] ხოლო ეგრეთვე სამნი ყრმანიცა შეთხეულნი სახმილსა შინა ილოცვიდეს და ლოცვამან მათმან დაშრიტა ალი ცეცხლისა, და საკრველნი მათნი დაჰხსნნა, და ცხოველნი გამოიყვანნა იგინი და დიდებულად გამოაჩინნა ძალმან ლოცვისამან [დან. 3,21-26]. ხოლო ეგრეთვე იობ სკორესა ზედა ილოცვიდა და ღმერთი მოწყალე ჰყო [იობ. 2,8]. უკეთუ შენზედაცა მოვიდეს, ძმაო, განსაცდელი, შენ ღმრთისა მიმართ მიივლტოდე ლოცვითა და ევედრებოდე, რათა გიხსნას შენ, რამეთუ ღმერთი ყოველგან არს და მახლობელ შენსა, რამეთუ ვიდრეღა შენ იტყოდე გულითა წმიდითა, გრქუას: „აჰა, ესერა მე შენთანა ვარ”[მთ. 28,20]. და არღარა აღგესრულებინოს ლოცვაჲ, მან მოგცეს შენ ლხინება და ცხოვრება საუკუნო, რამეთუ მისა ჰშვენის ლოცვა და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.