სწავლა 60. შურისათვისვე
ვჰსთქუ და კვლავდცა ვიტყვი, ბოროტ არს შური და ორგულებითა სავსე. შურმან აღავსო სოფელი ბევრეულითა ბოროტითა: შურისა მიერ არიან კაცის კულანი, ვეცხლისმოყვარებანი, ცუდად მზუაობრობანი. შურისა მიერ არიან ავაზაკობანი და მპარაობანი, შურისა მიერ ევნო ფრიადი იგი ვნება ნათესავსა ჩვენსა. რომელიცა ბოროტი იხილო, შურისაგან ნაშობი არს.
აჰა, ესერა ეკკლესიათაცა მოიწია და მრავალნი ბოროტნი ჰქმნა. შურისა სენმან ჰშვა ვეცხლისმოყვარება, შურმან ყოველივე ზედაჲ ქვე ჰქმნა, შურმან დაამხუა სიმართლე, შურმან აზნაურნი მონა ჰყვნა.
ამისთვის გასწავებ მარადღე და არარაჲ იქმნების სარგებელი. მხეცთა უძვირეს ვიქმნებით: ობოლთასა მოვიტაცებთ, ქვრივთა ვავნებთ, გლახაკთა ვაჭირვებთ, ვაებაჲ ვაებასა ზედა გვიქმნიეს! „ვაჲმე, რამეთუ წარწყმდა ღმრთისმოშიში ქვეყანით“[მიქ. 7,2] და ჯერ არს გლოვაჲ, რამეთუ ვერცარაჲ ლოცვითა ვჰქმენით და ვერცა სწავლითა! აწ ტირილი ოდენ გვიხმს, ვითარცა ჰყო ქრისტემან, რაჟამს ფრიადი ასწავა იერუსალიმელთა. და ვითარცა არას ისმენდეს, მაშინ სცრემლეოდა მათთვის. ვითარცა წინასწარმეტყველნიცა იქმოდეს, ეგრეთვე ჩვენცა ვიქმოდეთ აწ, რამეთუ „ჟამი ტირილისა და გოდებისა არს“[ეკლ. 3,4].
ვიგლოვდეთ ისაიასთანა და ვსთქუათ: „ვაჲ მათდა, რომელნი შეაერთებენ სახლსა სახლსა და მიიახლებენ აგარაკსა აგარაკსა, რათამცა მოყვსისა მიიტაცეს რაჲ”[ეს. 5,8]. და უფროსღა ქრისტეს მეუფისა თანა ვსთქუათ, ვითარმედ: „ვაჲ თქვენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინისცემა თქვენი”(ლკ. 6,24).
არა ყოველთა მდიდართა, რომელნი მოწყალებასა ჰყოფენ, არამედ მათდა არს ვაებაჲ, რომელნი ვეცხლისმოყვარე იყვნენ და მტაცებელ და ანგაჰარ. რამეთუ შესაძლებელ არს კეთილად ხმარებაჲ სიმდიდრისა, რაჟამს გლახაკთა ზედა წარვაგებდეთ. ხოლო ანგაჰარება არს წარწყმედულ და ბოროტ.
ვიგლოვდეთ ანგაჰართათვის, ვითარცა წინასწარმეტყველმან სთქუა, ვითარმედ: „ნუ იგლოვთ მკუდართათვის“[იერ. 22,10], არამედ – მტაცებელისათვის, ანგაჰარისა და ვეცხლისმოყვარისა და უძღებისა. ანუ რად ვიგლოვთ მკუდართათვის, რომელთა არღარა ეგების მოქცევაჲ, არამედ ვიგლოვდეთ ამათ ვნებათა მიერ ძლეულთათვის და მოშურნისა, რათა მოიქცენ სინანულად.
და შურისა წილ მოვიგოთ სიყვარული და სიხარული მოყვსისა კეთილსა ზედა, რათა ესრეთ ყოველნივე ღირსმცა ქმნულ ვართ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.