სწავლა 61. კვალად შურისათვისვე

გევედრები, საყვარელნო ძმანო, რათა ვიდრემდის გვაქვს სასოება ცხოვრებისა, ვიდრემდის შემძლებელ ვართ მოქცევად, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ ცხოვნებად სულთა ჩვენთა. რამეთუ მოშურნე სხუასა არარას ჰხედავს, არამედ ამას ოდენ, რათამცა გულისთქმა თვისი აღასრულა. დაღაცათუ ტანჯვა წინა ედვას მოშურნესა, ანუ მებრ სიკუდილი, იგი ოდენ ვნებისა თვისისა ისწრაფის აღსრულებად. ეგრეთვე – სიძვისმოყვარე და ეგრეთვე – ვეცხლისმოყვარე. ხოლო უკეთუ ვნებათა ესეზომი მძლავრება აქუს, არა უმეტესი ძალი აქუნდესაა სათნოებასა, უკეთუ ოდენ გვინდეს? და უკეთუ ცოდვისათვის სიკუდილსა შეურაცხ ჰყოფენ, არა უფროსად სათნოებისათვის შეურაცხ ვყოთაა? უკეთუ ბოროტის მოყვარენი სულთა თვისთა უგულებელს ჰყოფენ, რათამცა ბოროტი ჰქმნეს, არა უფროსად ცხოვნებისათვის სულთასა ჯერ არსაა უგულებელსყოფაჲ თავთა თვისთა?! რაჲ სიტყვა გვაქვნდეს წინაშე ღმრთისა, რაჟამს ვხედვიდეთ, ვითარმედ წარწყმედადნი იგი ესრეთ ისწრაფიან წარწყმედისათვის მათისა ყოვლითა ღონისძიებითა და ჩვენ არა ვისწრაფდეთ ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, არამედ მარადის შურსა და ხდომასა შინა ვიყოფოდეთ? არარაჲ არს უძვირეს შურისა, რამეთუ ისწრაფის მოშურნე, რათამცა მეორეცა წარწყმიდა და თავიცა თვისი მისთანა შთახადა ჯოჯოხეთს. თუალი მოშურნისა დადნების მწუხარებითა, სიკუდილსა შინა არს სამარადისოსა, ყოველნივე მტერად შეურაცხიან, რომელთა არარაჲ ევნოს მისდა; მწუხარე არს, რაჟამს ღმერთი პატივ იცემებოდეს და უხარის: „სადა ეშმაკთა უხაროდის, იგი ვინმე პატივცემულ იქმნა კაცთა მიერო“. არამედ ნუ ეშურები, ჵ, კაცო, რამეთუ არა პატივი არს პატივი იგი, არამედ, უკეთუ ღმრთისა მიერ პატივცემულ იქმნას, ეშურებოდე და იქმნე მსგავს მისა; და უკეთუ არა გნებავს ესე, რაჲსათვის უკუჱ გნებავს თავისაცა შენისა წარწყმედაჲ შურითა ბოროტითა? რაჲსათვის დააგდებ მაგასაცა, რომელი გაქუს კეთილი? უკეთუ ვერ ძალგიძს სწორ მისსა ყოფად და კეთილის მოგებად, ბოროტსა რადღა მოიგებ? არა ჯერ არს ესრეთ ყოფა, ძმანო ჩემნო, არამედ აღმოვფხვრათ შურისა ვნებაჲ ძირითურთ და დავნერგოთ სიყვარული ძმათა, რათა ყოველთაგან ბოროტთა განვერნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.