სწავლა 62. თავი კა [21]. ნაყროვანებისათვის

ნაყროვანება წყლისა მსგავს არს: აღმოივსის მუცელი თვისი ძლიერად და მყის დაცალიერდის; ხოლო ხრწნილებაჲ, ვითარცა წყალსა, უჩინო ჰყოფს მას, და მან მეყსეულად კვალად აღმოივსის და მარადის, ვითარცა წყალი, სდინ იგი. ხოლო შვება და ნაყროვანება არა თვით ოდენ განიხრწნების, არამედ მისთანა ძლიერებასაცა და სიწმიდესა სულისასა წარღვნის და ჴორცთა სიმრთელესა დაჰხსნის. რამეთუ მდინარე მძაფრი არა შესჭამს კიდეთა თვისთა. ესრეთ, ვითარცა მრავალნი ჭამადნი სიმრთელესა დაჰხსნიან. და უკეთუ სამკურნალოდ მიხვიდე და ჰკითხო, გესმას, ვითარმედ: ყოველი მიზეზი სენთა ჭამისაგან არს, ხოლო ტაბლა ლიტონი სიმრთელისა დედა არს. ამისთვისცა მკურნალთა არა განძღომასა სიმრთელედ უწოდეს და წერილ არს წიგნთა მათთა, ვითარმედ: „არა განძღომაჲ ჭამადითა არს სიმრთელე”. აწ უკუჱ ნაკლულევანება ჭამადთა, დედა არს სიმრთელისა, ხოლო სიმაძღრე დედა არს ყოვლისა სენისა. რამეთუ ნიკრისი და სიბრმენი, და თრთოლანი, და სიცოფენი და მამაცნი, და თავქედნი, გრძელნი და სხვა მრავალი არა ნაკლულევანებისაგან, არამედ ნაყროვანებისაგან არს. ხოლო იხილეთ სულისაცა სენნი, რომელნი ნაყროვანებისაგან იშვებიან: ანგაჰარება, უდებება, ბილწება და ძილი და სხუა მრავალი ბოროტი; და კვალად გემოჲცა არა არს ჭამასა შინა ნაყროვნებითსა, რამეთუ მარხვა დედა არს გემოვანად ჭამისა, ხოლო სიმაძღრე დაჰხსნის და განრყვნის გემოსა ჭამადთასა. ამისთვის უკუჱ, ვინათგან ესრეთ ბოროტ არს ნაყროვანებაჲ, ვივ­ლტოდეთ, ძმანო, სიმთვრალისაგან და სიმაძღრისა და ვიშვებდეთ უფლისა მიმართ, რამეთუ მან მოგვცეს ჩვენ თხოვაჲ გულისა ჩვენისა და საუკუნენი კეთილნი მოგვანიჭნეს, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.