სწავლა 66. მარხვისათვისვე
საყვარელნო, მარხვა და ლოცვაჲ კაცსა ანგელოს ჰყოფენ და ზეცისა მხედრობათა მობაძავად გამოაჩენენ. აწ უკუჱ, რომელსა ენებოს ჭეშმარიტისა ლოცვისა და მარხვისა მოგებად და წარმართნეს ესე სათნოებანი, სანატრელ არს იგი. რამეთუ ესევითარსა მას არა უხმს მრავალი საფასე, და რომელსა არა უხმდეს მრავალი საფასე, არა იქმნების ანგაჰარ. რომელი განეშოროს ანგაჰარებასა, იგი შემძლებელ იქმნების წარმართებად მოწყალებისა.
კაცი მმარხველი მსუბუქად მდგომარე არნ ლოცვასა; გულისთქმათა ბოროტთა დაშრეტს, ზუაობასა და სილაღესა გულისასა დაამდაბლებს, ლმობიერად შეუვრდების ღმერთსა, და ითხოვს წყალობასა.
ამისთვისცა მოციქულნი მარადის მარხვითა და ლოცვითა აღასრულებდენ დღეთა მათთა. რომელი ილოცვიდეს მარხვითურთ, ფრთოვან არს ლოცვა მისი, და უმხურვალეს ცეცხლისა საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწველ ძალისა მათისა. და რაჲმცა იყო უძლიერეს კაცისა, ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა?
უკეთუ ქვრივმან მან მოწყალე ჰყო მსაჯული იგი, „რომელსა არცა ღმრთისა ეშინოდა, არცა კაცთაგან ჰრცხვენოდა”[ლკ. 18,2] უწყინოდ ვედრებითა თვისითა, რავდენ უმეტესად მოწყალე ჰყოს კაცმან სახიერი იგი და მოწყალე ღმერთი, უკეთუ მარხვითა შემზადოს თვისი იგი ვედრებაჲ და ლმობიერებითა სიწმიდისათა და განაგდოს თავისა თავისაგან ნაყროვანეობაჲ და სიმთვრალე.
ხოლო უკეთუ მარხვა ფრიადი ვერ ძალგიძს, კაცო, უძლურებისათვის ჴორცთასა, მოიწყვიდენ შვებანი და სანოვაგენი და ყოველივე სახე უზომოჲსა ნაყროვანებისა. და ესეცა არავე შორს არს წესისა მისგან მარხვისა და ესეცა შემძლებელ არს დახსნად სიბორგილესა ეშმაკისასა. რამეთუ არარაჲ არს საყვარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ ნაყროვანებაჲ და მთვრალობაჲ. და არარაჲ არს ესრეთ სანატრელ და სწორ ანგელოსთა მყოფელ, ვითარ მარხვა და სიწმიდე და მიმაახლებელ ანგელოსთა და მეუფისა.
აწ უკუჱ შევიტკბოთ, საყვარელნო, მარხვა და სიწმიდე და ვაჩვენოთ სინანული, რათა მოგვიტევნეს ცოდვანი ჩვენნი და ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.