სწავლა 68. თავი კგ [23]. სინანულისათვის

საყვარელნო, სინანული არს მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილისა. ვითარცა იტყვის, ვითარმედ: „ჰყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა”(მთ. 3,8; ლკ. 3,8). რაჲ არს ესე, ვითარმედ: „ჰყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა“. რათა წინააღმდგომი ცოდვისა ჩვენისა სათნოება აღვასრულოთ. ესე იგი, უკეთუ მოგიტაცებიეს სხვისა, მიეც შენიცა გლახაკთა. უკეთუ სიძვითა შებღალულ ხარ, განეშორე სრულიად გულისთქმათა; განეყენე მეუღლესაცა შენსა განჩინებულთა დღეთა სინანულისათა; მოიგენ მარხვაჲ, მოისპენ გულისსიტყვანი ცოდვისანი გულისაგან შენისა; განიბანენ ბილწებანი იგი ცრემლითა და სულთქმითა. უკეთუ გიგინებიეს და შეურაცხ გიყოფიეს მოყვასი, პატივ ეც და კეთილი უყავ. თავს იდევ შეურაცხება და გინება შენცა, და აკურთხევდ მაგინებელთა და ძვირის მეტყველთა შენთა [მთ. 5,44]. ესე არს ნაყოფი ღირსი სინანულისა, მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილისა [მთ. 3,8; ლკ. 3,8; ფს. 33,15], რამეთუ არა კმა არს აღმოწუდა ხოლო ისრის პირისა წყლულებისა მისგან, არამედ წამლისაცა ჯერ არს დადებაჲ. უკეთუ შვებითა და მთვრალობითა წარგიხდიან გარდასრულნი დღენი შენნი, მოიგე მარხვაჲ და წყალსა იხმევდე, რათა ვნება იგი მთვრალობისა აღმოჰფხვრა. უკეთუ თუალითა ვნებულითა მიგიხედავნ განცდად სიკეთესა პირისასა, აღვირ ასხენ თუალთა ყოვლადვე არა ხედვად ბოროტად დედათა. ესრეთ თუ ჰყოფდე, იქმნე აღმასრულებელ სიტყვისა მის, ვითარმედ: „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი”(ფს. 33,14; 36,27; 1 პეტ. 3,11). და კვალად „დააცხვრე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა”[ფს. 33,13; 1 პეტ. 3,10]. ესრეთ შეიწირავს ღმერთი სინანულსა შენსა და არა გარემიიქცევს პირსა მისსა შენგან. ხოლო რაჲ არიან პირისა მისისა მიმქცეველი ჩვენგან? ესე იგი არს: ამპარტავანება, ზუაობა, ანგაჰარება, მრისხანება, შური, ნაყროვანება და სხუანი მსგავსნი ამათნი. რამეთუ ესევითართა მათგან გარემიიქცევის უფალი და მტერობა ღმრთისა არს ესევითარნი საქმენი. აწ უკუჱ, საყვარელნო, გარე მიმქცეველნი პირისა მისისა საქმენი ჩვენგან გარე მივაქცივნეთ და სინანულითა შეუვრდეთ უფალსა. და ვევედრებოდეთ ცრემლითა მხურვალითა, რათა მოგვიტევნნეს ცოდვანი ჩვენნი და ღირს ვიქმნეთ განრინებად სატანჯველთა მათ საუკუნეთა, რომელნი მიელიან ცოდვილთა უნანელთა; და უფროსად ღირს ვიქმნეთ განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელსა და საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.