სწავლა 69. სინანულისათვისვე

ჵ, კაცო, დაღაცათუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილ იყო, ნუ წარიკვეთ სასოებასა, არამედ სთქუ, ვითარმედ: „კაცთმოყვარე არს ღმერთი და ნებავს ცხოვრება ჩვენი“. რამეთუ იტყვის: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვესპეტაკო”(ეს. 1, 18). ესე სთქუ და განეშორე ცოდვასა და მოიქეც სინანულად, და მზაჲ არს ღმერთი შეწყნარებად შენდა. აწ უკუჱ ნუ სასოწარკვეთილ ვართ, რამეთუ არა ესრეთ ბოროტ არს ცოდვითა დაცემაჲ, ვითარ დაცემულისა არა აღდგომაჲ სინანულითა; არცა ესრეთ ძნელ არს მოწყლვაჲ, ვითარ წყლულისა მის კურნებისა და წამლისა არა ძიებაჲ. რამეთუ ვინ იქადოს სიწმიდე გულისა, ანუ ვინ იკადროს თქმად, თუ: „წმიდა ვარ ყოვლისაგან ცოდვისა“. არამედ სინანულითა განვიკურნნეთ ცოდვანი, რამეთუ დიდი წამალი არს სინანული. და მზა არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა. და ამას რა ვიტყვი, არა ამისთვის, რათა უდებებად მოგიყვანნე, ნუ იყოფინ! არამედ რათა არავინ მოვიდეს სასოწარკვეთილებად. გნებავსა ცნობად, თუ ვითარ სახიერ არს და შეიწირავს სინანულსა მეუფე ჩვენი? წარსდგაო ოდესმე მეზვერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა და სთქუა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას”(ლკ. 18,3) – და მოიქცა განმართლებული. რაჲმცა იყო სწორ ამის კაცთმოყვარებისა? არამედ ესე არს სიბოროტე ჩვენი, რომელ არცათუ ესოდენსა ლმობიერებასა ვაჩვენებთ, არცა ჴელ ვჰყოფთ მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად. ამისთვის უკურნებელ იქმნებიან სენნი ჩვენნი. ხოლო უკეთუ მოვიქცეთ სინანულად, არა ძალუძს სიმრავლესა ცოდვათა ჩვენთასა ძლევად სახიერებასა ღმრთისასა. ნუ იყოფინ! არამედ, ჵ, ჩვენი ესე გულფიცხელობაჲ; ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰარებასა, ვეცხლისმოყვარებასა, ნაყროვანებასა, უდებებასა და სხვათა ბოროტთა. აწ უკუჱ, საყვარელნო, დავსდვათ თვითეულსა ამათ ცოდვათაგან მოწყლულსა წყლულებასა ზედა წინააღდგომისა მათისა სათნოებისა წამალი და განიკურნოს. ესე იგი არს: მოწყალება, ლოცვა, ლმობიერება, მარხვა, სინანული, ცრემლნი, სიმდაბლე გულისა, შემუსრვილება სულისა, შეურაცხება სოფლისა, მიტევება ბრალთა მოყვსისათა, მადლობა ღმრთისა ყოველსავე ზედა განსაცდელსა, ვედრება ღმრთისა სამარადისო, ხსენება სიკუდილისა და სასჯელისა, განშორება ყოველთავე ამაოთა და ბოროტთა გულისსიტყვათა, განწმედა გულისა ყოვლისაგან ბიწისა. რამეთუ მრავალნი გზანი უჩვენებიან ღმერთსა სინანულისა და ცხოვნებისანი, უკეთუ ვინებოთ სლვაჲ. ვიღვაწოთ უკუჱ, ძმანო, სლვად მათ შინა, რათა მივიწივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.