სწავლა 71. თავი კდ [24]. საქმეთათვის კეთილთა
ვილოცოთ, საყვარელნო, ღმრთისა მიმართ, რათა გულისჴმისყოფასა თანა სამღთოთა სიტყვათასა და სარწმუნოებასა თანა მართალსა, საქმენიცა კეთილნი გვაქუნდენ და მოქალაქობა წმიდა და ბრწყინვალე. რამეთუ, უკეთუ საქმენი კეთილნი არა გვაქუნდენ, ამათგან სარგებელი არა გვაქუნდეს. დაღაცათუ სარწმუნოება გვაქუნდეს და ყოველთა წერილთა გულისჴმისყოფაჲ და საქმეთაგან კეთილთა ოხერ ვიყვნეთ, არარაჲ არს დამაყენებელ მისლვად ჩვენდა ცეცხლსა მას გეენიასა, დაუშრეტელსა სახმილსა შინა გუჱმაჲ.
და ვითარცა მოქმედნი კეთილისანი აღდგებიან აღდგომასა ცხოვრებისასა, ეგრეთვე მოქმედნი ბოროტისანი აღდგომასა სასჯელისასა სატანჯველად დაუსრულებელად.
ამის ყოვლისათვის უკუჱ ვისწრაფოთ, რათა არა წარვსწყმიდოთ სარგებელი იგი, რომელი სარწმუნოებითა მართლითა მოგვეგოს; არამედ რათა საქმეთა მიერ კეთილთა ღირს ვიქმნეთ კადნიერებით ქრისტეს ხილვასა. რამეთუ არარაჲ არს მსგავს ამისი ნეტარებისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმხვევად საქმეთა მიერ კეთილთა; და დიდებასა ღმრთისასა ვხედვიდეთ, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.