სწავლა 72. საქმეთათვის კეთილთა

ნუმცა უკუჱ ვჰგონებთ ჩვენ, საყვარელნო, თუ კმა გვეყოს სარწმუნოება ოდენ ცხოვრებად ჩვენდა. უკეთუ არა ვჰქმნეთ საქმენი კეთილნი, არამედ უღირსითა სამოსლითა შემოსილნი მივიდეთ სანატრელსა მას ქორწილსა და ჩვენ ზედაცა მოიწიოს, რაჲ იგი უბადრუკსა ზედა მოიწია. რამეთუ ბოროტ არს, უკეთუ ღმერთმან და მეუფემან არა უღირს იჩინოს უნდოთა ამათ და საწყალობელთა კაცთა სერობასა თვისსა წოდებაჲ და ჩვენ ესრეთ უგულისჴმო ვიქმნეთ. რამეთუ ესოდენსა მას პატივსა ზედა არავე შევიკდიმოთა და მოვიქცეთ უმჯობესისა მიმართ? ანუ შემდგომად წოდებისაცა ესევითარსა უკეთურებასა ზედა ვეგნეთაა? არათუ ამისთვის გვიწოდს ჩვენ მეუფე საშინელისა მის საიდუმლოჲსა მიმართ წმიდისა ზიარებისა, რათა პირველითავე უკეთურებითა მოვიდოდეთ, არამედ – რათა აღვიძარცვოთ უკეთურებაჲ და შევიმოსოთ, რაჲ იგი ჰშვენის შემოსად წოდებულთა მეუფისათა, ესე იგი არს საქმენი კეთილნი სიწმიდისანი. ხოლო უკეთუ უღირსითა სამოსლითა მოვიდეთ ქორწილსა მას, რომელ არიან არაწმიდანი საქმენი, გვესმას ჩვენცა, ვითარმედ: „მონაო ბოროტო, ვითარ შემოხვედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?”[მთ. 22,12] რომელ არიან საქმენი კეთილნი სიწმიდისანი. არამედ ნუმცა ვის ჩვენგანსა ზედა მოწევნულ არს ჴმა ესე. რამეთუ, ამისთვის უწინარეს მოწევნისა, წერილ არს ესე ყოველი, რათა შევიკდიმოთ და განვეკრძალნეთ, რათა არა შთავარდეთ საქმეთა მათ შინა ბოროტთა, არამედ საქმეთა მიერ კეთილთა და ბრწყინვალითა სამოსლითა, მივიდეთ ქორწილსა მას საუკუნოსა სიხარულისასა, რომელსა ღირს­მცა ვართ ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.