სწავლა 76. გლახაკთ მოყვარებისათვისვე
ჵ, საყვარელო, მითხარღა: ერთსა დღესა უმჯობეს არსა გვირგვინოსნობაჲ, ანუ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა? ამისთვის გეტყვი, ძმაო: მოიძულე საფასე და შეიყვარე გლახაკი. მიეც გლახაკსა და ნუ მისცემ მომღერალსა და მროკველსა, რათა არა საფასესა თანა შენსა სულიცა შენი წარსწყმიდო და მათიცა. რამეთუ შენ ხარ წარწყმედისა მათისა მიზეზი, რომელი ეგე ბოროტთა მათთვის პატივ სცემ. რამეთუ უკეთუმცა იცოდეს მგოსანთა და მომღერალთა, ვითარმედ: უსარგებლო არს ჴელოვნება მათი, ადრემცა დაცხრომილ იყვნეს საქმეთა მათგან. ხოლო ოდეს გხედვიდენ, ვითარმედ: გიყვარს საქმე იგი და მისცემ მათთვის ფრიად, დაღაცათუ არა უნდეს, გულისთქმაჲ საფასეთა აქმნევს.
განვეშორნეთ უკუჱ უსარგებლოჲსა მის წარსაგებელისაგან. ვსცნათ და გულისჴმა ვჰყოთ, თუ სადა ჯერ არს წარგებაჲ, რათა არა ორკერძოვე ღმერთი განვარისხოთ: რაჟამს, სადაჲთ არა ჯერ იყოს, შევკრებდეთ და სადა არა ჯერ იყოს, განვაბნევდეთ.
რამეთუ, ვითარ არა უსჯულოებაჲ არს, ჵ, კაცო, რაჟამს გლახაკსა თანაწარხდე და მეძავსა მისცე. დაღაცათუ სიმართლით მოგეგოს საფასე ეგე, ბოროტვე არს საქმე ესე. სასყიდლად ბოროტისა მისცემაა? რომლისათვის ტანჯვაჲ ჯერ იყო, მისთვის პატივ სცემ. ხოლო ოდეს ობოლთა განსძარცვიდე და ქვრივთა მძლავრობდე და გლახაკთა მიხვეჭდე და სასყიდლად ცოდვისა მისცემდე, გულისჴმა ჰყავ, თუ ვითარ სახედ ცეცხლსა მოაწევ შენ ზედა.
რამეთუ, უკეთუ აქებ მომღერალსა და სათნო გიჩნს საქმე მისი, უვარეს მისსა ხარ. რამეთუ, მას დაღაცათუ არარაჲ აქვს სიტყვაჲ, გარნა სიგლახაკე მიზეზად აქუს. ხოლო შენ რომელი მიზეზი სთქუა, გარნა წარწყმედა სულისა. რაჲ სთქუა სამსჯავროსა მას ზედა დიდსა, სადა იგი გულისსიტყვათა თვისცა სიტყვის მიცემაჲ თანაგედვას? რომლითა თუალითა იხილი მართლმსაჯული იგი, რაჲ მიზეზი სთქუა? გარნა სატანჯველი საუკუნო დაუსრულებელი.
ნუმცა არს ესევითარი რაჲმე ერსა ამას ზედა! არამედ ჩვენ ვისწრაფოთ, საყვარელნო, სიმართლით მოგებაჲ და ჯეროვნად წარგებაჲ, გლახაკთა სიყვარული და მათდა მიმართ წყალობაჲ, რათა გლახაკთა წყალობითა დავშრიტოთ ცეცხლი იგი უწყალოთათვის განმზადებული და ღირს ვიქმნეთ მოწყალებისა გვირგვინითა სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.