სწავლა 77. თავი კვ [26]. ღმრთისა სათნოყოფისათვის

საყვარელნო, ამისთვის დაგუბადნა ჩვენ ღმერთმან და მოგვიყვანა სოფელსა ამას და შთაგუბერნა სული, რათა მარადის ღმერთსა სათნო ვეყოფოდეთ და საუკუნოსა მისთვის ცხოვრებისა სურვიელ ვიყვნეთ და არათუ საწუთოსა ამისთვის ვიყოფოდეთ. რამეთუ ამის საწუთოსათვის პირუტყვნი ოდენ არიან, ხოლო ჩვენ ამისთვის გვაქუს სული უკუდავი, რათა საუკუნოსა მისთვის ვზრუნვიდეთ და მუნ გამოვბრწყინდეთ და ანგელოსთა თანა ვიყოფოდეთ და წინაშე მეუფისა ყოველთასა ვსდგეთ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა. ამისთვის მოგვეცა სული უკუდავი და ჴორცნი მოგვეცნენ მაშინ უკუდავნი. ხოლო უკეთუ ჩვენ ზეცისა შეურაცხ ვჰყოთ და ქვეყანისასა ვზრუნვიდეთ და ღმრთისა სათნოყოფასა არა ვისწრაფდეთ, იხილეთ ვითარ შეურაცხ ვჰყოფთ მომცემელსა მას. რამეთუ, რაჟამს ღმერთი ზეცისასა მოგვიპყრობდეს, ხოლო ჩვენ არარად შეგვერაცხოს იგი, არა მისი შეურაცხება არსა? ამისთვის გეენიაცა განმზადა შეურაცხისმყოფელთა მისთათვის, რათა ვსცნათ, თუ, ვითართა კეთილთაგან გამოვახვებთ თავთა ჩვენთა. არამედ ნუ იყოფინ ჩვენდა ხილვად გემოჲ მწარეთა მათ სატანჯველთა. ამისთვის გევედრები, ძმანო, მარადის სათნო ვეყოფოდეთ ღმერთსა და პირველითგანვე ჩვენთვის განმზადებული სასუფეველი ცათა და საუკუნენი კეთილნი დავიმკვიდრნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.