სწავლა 78. ღმრთისა სათნოყოფისათვისვე
საყვარელნო, სათნო ვეყოფოდეთ ღმერთსა, და გვირგვინოსან ვჰყოთ სული ჩვენი შიშითა ღმრთისათა და მოწყალებითა, სიწმიდითა და სიმართლითა, რამეთუ ესევითარნი სათნოებანი შვენიერ ჰყოფენ და შეამკობენ სულსა და სათნო არს წინაშე ღმრთისა.
ხოლო ნუმცა შევამკობთ, ძმანო, ჴორცთა ჩვენთა ოქროჲთა და სამკაულითა წარმავალითა, რამეთუ ამას სამკაულსა სიგრძე ჟამისა განხრწნის და სხუანი მრავალნი მიზეზნი წარსწყმედენ. ხოლო სულისა იგი სამკაული შორს არს ამის ყოვლისაგან, და ჴორცთა სამკაული სხუათა შურსა და ხდომასა შთაუთესავს. ხოლო სულისა სამკაული ამის ყოვლისაგან წმიდა არს, რაჟამს ოქროჲ არა გუამთა ზედა ჩვენთა და თითთა მდებარე იყოს, არამედ გლახაკთადა მიცემულ. რამეთუ რაჲ არს სარგებელი ოქროქსოვილითა სამოსლითა შემოსისა, ვინათგან: „ყოველივე ჴორცი თივაჲ არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყუავილი ველისა“[1 პეტ. 1,24].
ამას ყოველსა ვიტყვი, რათამცა გასწავე სათნოყოფა ღმრთისა და შემოსად ბრწყინვალე იგი სამკაული სულისა, რომელი გვასწავა დიდმან მოციქულმან პავლე: „არა ოქროჲ ანუ ვეცხლი, არამედ საქმენი ღმრთის მსახურებისანი”[1 ტიმ. 2,9-10], რომელნი იგი უკუნისამდე ჰგიან და მომგებელთა მათთა გვირგვინითა ბრწყინვალითა შემოსილ ჰყოფენ.
ხოლო, უკეთუ კულა კაცთამიერსა დიდებასა ეძიებ, ეგრეთცა ღმრთისა სათნოყოფა მოიგე, და კაცთაცა შორის ბრძენთა დიდებულ იყო და პატიოსან, ხოლო ჴორციელისა სამკაულისათვის არავინ გაქებს. დაღაცათუ გაქონ უგუნურთა და სოფლის მოყვარეთა, და უფროსად იგინიცა არა გაქებენ, არამედ გებრძვიან და გეშურებიან.
ხოლო ღმრთისა სათნოყოფისათვის კეთილნიცა და ბოროტნიცა გაქებენ და ფრიადი მიიღო ქებაჲ და ღმრთისაგან – სასყიდელი და ანგელოსთა შორის – დიდებაჲ დღესა მას სასჯელისასა, ოდეს მუნ იყვნენ ყოველნი დაბადებულნი, და წინაშე ანგელოსთა და კაცთა ცხად იყოს ქება და დიდება შენი.
ესრეთ სათნოყოფა ღმრთისა მოვიგოთ, ძმანო, და ესევითარი ბრწყინვალე სამკაული სულისა შევიმოსოთ, რათა აქაცა კეთილად ვიყოფოდეთ და მუნ საუკუნენი კეთილნი ვჰპოვნნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.