სწავლა 79. ღმრთისა სათნოყოფისათვისვე

ვისწრაფოთ, საყვარელნო, ღმრთისა სათნოყოფაჲ, რათა ესრეთ შეუძლოთ წმიდა ყოფად ცხოვრებისა ჩვენისა, რამეთუ სულიერნი საქმენი მსგავს არიან მარგარიტისა და სადაჲთცა მოაქციო, შვენიერ და საყვარელ არს. რამეთუ, უკეთუ ვინ ჰქმნას მოწყალებაჲ, ანუ სიწმიდე, ანუ სიმართლე, ანუ ლოცვაჲ და სხუა სათნოებაჲ, არათუ ოდენ საუკუნოსა სასოებითა იხარებს, არამედ აქაცა მხიარულ არს. და უკეთუ ვინ სძლოს გულისთქმასა ბოროტსა, ანუ გულისწყრომასა, ანუ რისხვასა, ანუ შურსა, პირველ სასუფეველისა აქავე ნაყოფი აქუს. რამეთუ, რომელი იქების და იდიდების ყოველთა მიერ, და უფროსად თვისისა სვინიდისისაგან, რომელ არს გონება შინაგანი, და ყოველი სათნოება ეგრეთ არს. ხოლო ბოროტნი საქმენი, პირველ ჯოჯოხეთისა, აქავე საძაგელ და საჭირველ არიან, და დასასჯელ გონებისა მიერ. რამეთუ, რომელი ცოდვასა შინა იყოს, უკეთუ საუკუნო იგი მოიგონოს, ძრწის და საწყალობელ არნ. უკეთუ საწუთოსა მიხედნეს, მრავალ არიან მტერნი მისნი და სიმწარით სცხოვრებს. და ესრეთ გონება ჩვენი გვამხილებენ, კაცნი გვაყვედრებენ, ღმერთი განრისხებულ არს ჩვენ ზედა, გეენია მიგველინ. რამეთუ ბოროტი და მძიმე ტვირთი არს ცოდვაჲ და უმძიმეს ბრპენისა და რომელსა იგი აქუნდეს, მარადის ქვე დადრეკილ არნ. არამედ ჩვენ უკეთუ გვიცოდავს, დავსთხივნეთ ცრემლნი, ვიგლოვოთ ჯეროვნად, აღვიძარცვნეთ ცოდვანი, ვითარცა ზაქე, მივაგოთ ოთხწილად, რომელთაგან მოვიანგარეთ. უკეთუ პირველად ჴელნი ჩვენნი არა დავაყენნეთ ანგაჰარებისაგან, ყოველივე ამაო არს: რამეთუ დაღაცათუ მივსცეთ მოწყალებაჲ, ანუ სხუა რაჲმე კეთილი ვქმნეთ და კვალად ანგაჰარებასა შინა ვიყვნეთ, კვალად შევიგინებით მის მიერ და უძვირეს პირველისა ვიქმნებით. დავსცხრეთ უკუჱ, ძმანო, ანგაჰარებისაგან და ტაცებისა და ესრეთ ვჰქმნეთ მოწყალებაჲ, რათა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ. და უკეთუ ვინ დაეცემოდის სიმაღლისა დიდისაგან, და ერთსა ზეით ემჭიროს, და მეორე ქვეით ზიდვიდეს, არარაჲ სხუაჲ იქმნების გარნა განკვეთაჲ კაცისა მის. ხოლო რათა არა ჩვენზედაცა ესევითარი მოიწიოს და სიმძიმისაგან ანგაჰარებისა დაგვიტეოს მოწყალებამან. ამისთვის გევედრები, საყვარელნო, განვიფრთხოთ და ვისწრაფოთ განშორება ბოროტთაგან, და რათა კეთილთა საქმეთა მიერ სრულ ვიქ­მნეთ და ღმერთსა სათნო ვეყოფოდეთ; და სათნომყოფელნი მისნი მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.