სწავლა 8. თავი გ [3]. ეპისკოპოსთა პატივისათვის

დაემორჩილენით ეპისკოპოსთა და პატივს სცემდით მღუდელნი ეკ¬კლესიისანი, რათა მათ თანა ზიარ იქმნნეთ მადლსა ღმრთისა მიერ. რამეთუ სასმენელსა ჩემსა არს, რომლისათვის უღელი მოვიღე და პირისაგან კაცთასა არა მიცნობიეს, არამედ სული მიქადებს მე ესრეთ მეტყველი, ვითარმედ: „თვინიერ ეპისკოპოსისა არარაჲსა ყოფად“, რამეთუ სადაცა გამოჩნდეს ეპისკოპოსი, მუნ სიმრავლე კეთილთა იყოს, და სადაცა სახელ იდვას ქრისტე, მუნ კრებულნი ეკკლესიისანი შევლენ . ვითარცა, სადაცა მწყემსნი ცხოვართანი ვლენ, მუნ იგინი სძოვენ და მწყემსნი ჰსცვენ. ხოლო თვინიერ მწყემსისა ცხოვარნი წარიტაცებიან მხეცთა მიერ და თვინიერ მღუდელმთავრისა არცა ნათლისღება იქმნების, არცა სხუა საიდუმლოთაგანი. ესე უკუჱ ღმრთისა სათნო არს, რომელ პატივსცე მღუდელმთავართა და პატივისმცემელი მღუდელმთავართა ღმრთისაგან პატივცემულ იქმნების, და რომელი თვინიერ მღუდელმთავრისა რასმე ჰყოფდეს, არა შვენიერ არს. ხოლო მღუდელთა უღირს მორჩილება, ვითარცა რა მოციქულთა ქრისტესდა, სასოებისა ჩვენისა, რათა მსგავს მათდა ვიპოვნეთ. ხოლო ჰშვენის დიაკონთაცა, ვიტყვი მსახურთა საიდუმლოთა ქრისტესთა ყოველსა შინა სათნოყოფად, ვინათგან არა საჭმელისა და სასმელისა არიან მსახურ, არამედ ღმრთისა ეკკლესიათა და საიდუმლოთა მისთა. აწ უკუჱ, საყვარელნო, პატივ სცემდეთ ეპისკოპოსთა, ვითარცა თვით ქრისტესა, ხოლო მღუდელთა, ვითარცა თანამოსაყდრეთა და შეუღლებულთა მოციქულთასა, რამეთუ თვინიერ მათსა ეკკლესია არა განათლდების. ამისთვის ისმინებიან სჯულისანი, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი გჰრქუას შენ მღუდელმან, ჰყავ და ნუ მიაქცევ მარცხენით, ნუცა მარჯვენით სიტყვათაგან. რომელმან არა უსმინოს მღუდელსა, თანამდებ არს სიკუდილისა“[2 რჯ. 17,11-12]. ხოლო სთქუა წინასწარმეტყველმანცა მალაქია სიტყვანი მღუდელთათვის ღირსნი, ვითარმედ: „დაიმარხენ მეცნიერება და სჯული პირისაგან მისისა, რამეთუ ქადაგი არს ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა და სოფლისა წარსამართებელად ვალს”[მალ. 2,7]. და სხუამან სთქუა: „ყოვლითა სულითა შენითა კეთილსა უყოფდი უფალსა და მღუდელთა მიმართ პატივ სცემდი და მსახურთა მისთა ნუ დაუტეობ, გეშინოდენ ღმრთისა, ადიდე მღუდელი”. ხოლო პავლე ესრეთ მისწერს ტიმოთეს მიმართ, ვითარმედ: „შესძინებდი კეთილ ღირსყოფისათვის მღუდელთა ორკეცსა პატივსა”[1 ტიმ. 5,17]. და სთქუა კანონმან ესრეთ: „მღუდელნი განწმენდილ არიან უფლისა მიმართ ღმრთისა, რამეთუ მსხვერპლსა და ძღვენსა ღმერთსა შენთვის შესწირვენ და წმიდა არიან”[1 ეზრ. 6,20]. და კვალად სთქუა უფალმან ჰარონის მიმართ: „იტყოდე შენ მსახურთა მიმართ ჩემთა ტაძარსა შინა წამებისასა, იგინი მიიღებდენ ცოდვასა თვისთა ერთასა და მონაგებთა მათთაგან მისცემდენ ლევიტელთა, ვითარცა სასყიდელსა თქვენსა მსახურებისათვის”[რიც. 18,23-24]. ხოლო ისაია სთქუა: „თქვენ მღუდელთა გეწოდოს მსახურნი ღმრთისანი”[ეს. 61,6]. და იერემია სთქუა: „განვადიდო და გამოვზარდო სულნი მღუდელთანი”[იერ. 31,14]. ხოლო პავლეცა სთქუა: „რამეთუ ყოველი მღუდელმთავარი შეწირვად სოფლისა მსხვერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, რომელნი იგი სახედ აჩრდილისა მსახურებენ ზეცისასა”[ებრ. 8,3-5]. და ესევითარი დავითცა სთქუა, ვითარმედ: „მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ სიხარულითა ”[ფს. 131,9]. ხოლო აწ მე გლოცავ თქვენ, ძმანო , იცით რომელნი ჰშვრებიან თქვენთვის. ჰყავთ სიყვარული მღუდელთა მიმართ და პატივისცემაჲ, რამეთუ შვენიერ არს. საყვარელნო, ვითარცა რა მეგობართა ღმრთისათა პატივისცემად მღუდელთა, რამეთუ გამოირჩინა უფალმან და ადიდნა მღუდელნი და არავინ თავით თვისით მიიღებს პატივსა, არამედ ჩინებულნი ღმრთისანი. არა არს თქმული აწ არცა პირველ მღუდელთა წინა აღდგომაჲ, ხოლო წინა აღმდგომნი სასჯელსა თავისა თვისისასა მიიღებენ, რამეთუ წერილ არს: „მთავრისა მიმართ შენისა ნუ იტყვი ძვირსა”[იაკ. 4,11; იგ. 3,29]. და უფალი დიდი მთავარი ეტყვის : „რომელმან თქვენ შეგიწყნაროს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი მამა. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს”[მთ. 10,40-41]. დიდება ღმერთსა ჩვენსა აწ და უკუნითი უკუნისამდე.