სწავლა 80. თავი კზ [27]. სიმართლისათვის
საყვარელნო, ქადაგება იგი წმიდისა სახარებისა არა მაშინდელთა კაცთა მიმართ ოდენ თქმულ არს, არამედ ჩვენდა მომართცა, რათა არცა ერთითა საქმითა გარდავაქცევდეთ სიმართლესა, არამედ ყოვლით კერძო სიმართლისათვის ვისწრაფდეთ. გინათუ გლახაკი ვინ იყოს, გინა მდიდარი, არა პირთა ვხედვიდეთ, არამედ საქმეთა, რამეთუ წერილ არს: „არა შეიწყალო გლახაკი სასჯელსა შინა”. ხოლო რაჲ არს სიტყვა ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მისდრკები უსამართლოებისა კერძოსა, დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლოჲ.
აწ უკუჱ, უკეთუ გლახაკისა წყალობისათვის სიმართლისა გარდაქცევა არა ჯერ არს, არა უფროსად მდიდართათვის არა ჯერ არსაა? ხოლო ამას ვიტყვი, არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რათა არა ოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოვლადვე კეთილად დავიმარხოთ იგი, რამეთუ უფალსა უყვარს სამართალი, ხოლო „რომელსა უყვარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი“(ფს. 10,5).
აწ უკუჱ, ძმანო, ნუმცა მოვიძულებთ სულთა ჩვენთა, ნუმცა შევიყვარებთ სიცრუვესა, რამეთუ არარაჲ არს სარგებელი სიცრუისა. რამეთუ დაღაცათუ იყოს ჴორცთა რაჲმე სარგებელი, მცირე არს და არარაჲ, და უკანასკნელ ბოროტად წარვსწყმდეთ და უფროსად აქაცა არარაჲ ვირგოთ სიცრუვისაგან. რამეთუ, რაჟამს გონებითა ბოროტითა ვიშვებდეთ, არა სასჯელ არსაა და სატანჯველ საქმე ესე?
შევიყვაროთ უკუჱ, საყვარელნო, სიმართლე და ნუმცა სადა შეურაცხ ვჰყოფთ ამას სჯულსა, რამეთუ რაჲ შევიძინოთ ამის ცხოვრებისაგან, უკეთუ სათნოება არა მოვიგოთ ამას შინა საგზლად საუკუნოჲსა მის? ანუ მუნ რაჲ გვერგოს მეგობართაგან და ნათესავთა და მომადლება ვისიმე სიცრუვესა ზედა. და რად ამას ვიტყვი, არამედ გინათუ ნოე, ანუ იობ, ანუ დანიილ იყვნენ მამად ჩვენდა, არარაჲვე გვერგების, უკეთუ საქმენი ჩვენნი ბოროტ იყვნენ.
გარნა ერთი ოდენ საქმე სახმარ არს ჩვენდა: „სათნოება სულისა სიმართლით ქმნილი“. ესე შემძლებელ არს ხსნად ჩვენდა და განრინებად საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან. ესევე მიმიყვანებს ჩვენ სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.