სწავლა 81. სიმართლისათვისვე
საყვარელნო ძმანო ჩემნო, ვიქმნეთ ჩვენცა წმიდა, ვისწრაფოთ ქმნაჲ კეთილისა. ხოლო რაჲ არს კეთილი? ჰსჯაჲ ობლისა და განმართლება ქვრივისა. რამეთუ დიდ არს წერილთა შინა სიტყვა ესე ობოლთა და ქვრივთა, არამედ ჩვენ არა დიდად გვაქვს იგი, რამეთუ იხილეთ, ვითარი არს მადლი მისი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო, და უკეთუ იყვნენ, ვითარცა ღებილნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო”[ეს. 1,18].
ამისთვის უკუჱ ვისწრაფოთ ჴელის აპყრობად ობოლთა და ქვრივთა, რამეთუ არა მცირე ძალი აქუს ცრემლთა ქვრივისა, ობლისა და გლახაკისათა. არამედ შემძლებელ არიან ცათა განხმად და ჯოჯოხეთისა ცეცხლთა დაშრეტად. ამისთვის უკუჱ ნუმცა ბოროტსა უყოფთ მათ და ნუმცა უსავმართლოებთ, არამედ ვსწყალობდეთ და ჴელსა აღუპყრობდეთ და ესე არს სამართალ, რათა ფრიადი ვჰპოვოთ ჩვენცა წყალობაჲ ამასცა საწუთოსა და მერმესაცა საუკუნოსა.
რამეთუ მრავალთა ცოდვათა ვჰპოვოთ ამის საქმისა მიერ შენდობაჲ, და კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ქრისტესსა, და ღირს ვიქმნნეთ ყოველთა მართალთა თანა სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.